close
სტრონომია - კოსმოსივლევები

შავი ხვრელის მაგნიტურ ველზე ჩატარებულმა კვლევამ გასაოცარი შედეგი აჩვენა

შავი ხვრელები

მეცნიერებმა პირველად „Milky Way-ში” მდებარე შავი ხვრელის მაგნიტური ველი შეისწავლეს და ის, რაც მათ აღმოაჩინეს, არ ემთხვევა იმას, რაც აქამდე ვიცოდით.

ფლორიდისა და ტეხასის უნივერსიტეტების მეცნიერების ინფორმაციით, V404 Cygni- ის სახელით ცნობილი შავი ხვრელის მაგნიტური ველი გაცილებით სუსტია, ვიდრე ელოდნენ. ეს აღმოჩენა კი ნიშნავს, რომ შესაძლოა მეცნიერებს შავი ხვრელის არსებული მოდელების შეცვლა მოუწიოთ.

V404 Cygni-ი, რომელიც გედის თანავარსკვლავედში, დაახლოებით 7,800 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, წარმოადგენს ბინარულ მიკრო კვაზარულ სისტემას, რომელიც შედგება შავი ხვრელისგან, რომელიც მზეზე 9-ჯერ მძიმეა და მისი თანმხლები ვარსკვლავისგან, რომელიც მზეზე გაცილებით პატარაა.

ცნობილია, რომ როდესაც შავი ხვრელი და ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო ძალიან ახლოს მოძრაობენ, წარმოიქმნება მაღალი ენერგიის მქონე სინათლე. მისი დანახვა სამეცნიერო ინსტრუმენტებს შეუძლია.

შავი ხვრელის გრავიტაცია ზოგჯერ შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოს იმისათვის, რათა ვარსკვლავს გამოაცალოს გაზის გარე ფენები და თავის გარშემო თანდათან წარმოქმნას და გაზარდოს დისკი, რომელსაც აკრეციის დისკს უწოდებენ. აკრეციის დისკიდან გაზი შავ ხვრელში სპირალურად მიემართება, რა დროსაც ის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება და ყველა მიმართულებით გამოყოფს რენტგენულ გამოსხივებას.

ფლორიდისა და ტეხასის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა კი გვიჩვენებს, რომ თითოეულ შავ ხვრელს ერთი მაგნიტური ველი არ აქვს.

შავ ხვრელებს თავისთავად არ აქვთ მაგნიტური პოლუსები და ამიტომ მაგნიტურ ველებს არ გამოიმუშავებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აკრეციის დისკის გვირგვინის მაგნიტური ველები გამოიყოფა შავი ხვრელის ირგვლივ არსებული სივრცისგან  – ეს არის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე აუხსნელია.

ეს შედეგი არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე ჩატარებული დასკვნები, რომლის თანახმადაც ძლიერი მაგნიტური ველები არსებობს, არასწორია. თუმცა, მიანიშნებს იმაზე, რომ დინამიკა შესაძლოა უფრო რთული იყოს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.

გუნდის კვლევამ აღმოაჩინა, რომ სინქროტრონის პროცესები დომინირებს გაგრილების მოვლენებზე, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს მონაცემების მოწოდებას იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ნაწილაკების პირველ რიგში დაჩქარება.

,,ჩვენ უნდა გვესმოდეს შავი ხვრელები, ზოგადად” – აცხადებს ტეხასის უნივესრიტეტის მკვლევარი კრის პაკჰემი.

,,თუ სამყაროს ყველაზე ადრეულ წერტილამდე დავბრუნდებით, დიდი აფეთქების შემდეგ პერიოდში, ყოველთვის გვხვდება შავ ხვრელებსა და გალაქტიკებს შორის ძლიერი კორელაცია, როგორც ჩანს, შავი ხვრელებისა და გალაქტიკების დაბადება და ევოლუცია, ჩვენი კოსმოსური კუნძული, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ჩვენი შედეგები გასაოცარია და ჯერ კიდევ ვცდილობთ მათ ამოცნობას,“ – აცხადებს კრის პაკჰემი.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2