close

კულტურა

არქიტექტურა/დიზაინიისტორიაკულტურასაქართველოტურიზმი

თუშეთში 10 ციხე-სოფლის კვლევა და რეაბილიტაცია იგეგმება

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუშეთში 10 ციხე-სოფლის კვლევა და შემდგომში რეაბილიტაცია იგეგმება. პირველ ეტაპზე, ინვენტარიზაცია ჩატარდება, რომლისთვისაც 400 ათასი ლარია გათვალისწინებული.
,,მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი. კონკრეტულად, თავისი ულამაზესი ისტორიული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, თავისი ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, დღეისთვის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული ან განადგურების პირას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ – არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის. ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ ამ ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია, შემდგომში კი – სრული რეაბილიტაცია.
ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო კვლევით სამუშაობს. ეს არის ძველი დიკლო, ძველი გირები, ჭონთიო, ხეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა. ეს არის უძველესი ქართული სოფლები. ჩვენ ამისთვის, პირველ ეტაპზე, გამოვყოფთ 400 ათას ლარს, რომ მოხდეს აღწერა. ძალიან კარგია, რომ სამუშაოებში იქნებიან ჩართული ახალგაზრდები, სტუდენტები და ზაფხული უკვე კარს მოგვადგა. ამ პერიოდში განხორციელდება ეს სამუშაოები, შემდგომში კი, უკვე ამ აღწერის საფუძველზე და რა თქმა უნდა პროფესიონალური მიდგომების საფუძველზე, მოხდება ამ უძველესი ძეგლების რეაბილიტაცია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

თბილისში ვახტანგ გორგასლის ძეგლი გაიწმინდება

„თბილსერვის ჯგუფი“ ძველი თბილისის რაიონში ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდის სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები – 30 მაისს დაიწყება და 3 ივნისამდე გაგრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ძეგლი ისტორიული შენობების გასაწმენდი სპეციალური ხსნარით გაიწმინდება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ და კომპანია MAISTANBUL-ი განახორციელებენ. სამუშაოების ფარგლებში ძეგლი ნაჭრით შეიფუთება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.

მერიის ცნობით, კომპანია MAISTANBU-ის ხსნარით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი გაწმენდილა, მათ შორის არის ლუვრის მუზეუმი პარიზში და პრეზიდენტის სასახლე თურქეთში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

გაერომ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშავად საფოსტო მარკა გამოსცა

გაეროს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაეროს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული  შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. საფოსტო მარკები შოთა რუსთაველის დაბადების 850-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

გაეროში დამკვიდრებული პრაქტიკით, საზეიმო თარიღები აღინიშნება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემით, რომლის თემატიკა ეფუძნება ქვეყნების ეროვნულ-კულტურულ მახასიათებლებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო გამოსცემს სპეციალურ საფოსტო მარკას საქართველოს თემატიკაზე, რაც საქართველოსა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ასევე რუსთაველის გენიის და მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.

აღნიშნული მარკების თემატიკის და დიზაინის შესამუშავებლად ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელობასა და ეკონომიკის სამინისტროს   შორის. მის შემუშავებაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიკულტურასაქართველო

თბილისში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი გაიხსნება

საქართველოში ღვინის მუზეუმის გახსნა იგეგმება, რომელსაც ქვევრის ფორმა ექნება. ამ ეტაპზე, ჩვენ  გვაქვს პროექტი, რომელიც საქართველოს სახე უნდა გახდეს, ქვეყანაში რეალურად ღვინის მუზეუმი არ არსებობს, ამიტომ ეს პროექტი საქართველოს სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს,“ – ამის შესახებკომერსანტსექსკლუზიურად ღვინის მუზეუმის პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩადუნელმა განუცხადა.

მუზეუმს „ქვევრი“ ერქმევა და მისი განთავსების ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია, რადგან ამისათვის თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებია საჭირო. თუმცა, ძირითად ლოკაციებად რიყის პარკი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და მცხეთა განიხილება.

პროექტის მშენებლობაში, დაახლოებით, 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ის 800 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

ღვინის მუზეუმი „ქვევრი“ 4 სართულს მოიცავს და რამდენიმე ნაწილად დაიყოფა: მინუს სართულზე ქართული მარანი, მულტიმედიური სივრცე და ინსტალაციები განთავსდება. პირველ სართულზე სადეგუსტაციო დარბაზი, ღვინის სალონი და მაღაზია. მეორე სართულზე – მასტერკლასების სივრცე, ქართული პროდუქტი, სუვენირები და კაფე. ხოლო მეოთხე სართულზე – რესტორანი ავთენტური და ტრადიციული სამზარეულოთი განთავსდება.

სივრცეს ქვევრის ფორმა ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით გოგობერიშვილმა მისცა, რომელმაც ღვინის მუზეუმის პროექტი რამდენიმე წლის წინ შექმნა.

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მაია ჩადუნელი აცხადებს, აღნიშნული პროექტი კერძო წამოწყებაა, თუმცა რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარება საჭიროა. ამ ეტაპზე, თანხის 50%-ი მოძიებულია, ხოლო დარჩენილი 50%-ი – მოსაძიებელი. მუზეუმის შემქმნელები ბიზნესმენებთან კონსულტაციებსაც აპირებენ და იმასაც არ გამორიცხავენ, რომ პროექტის მეწილე უცხოელი ინვესტორი გახდეს.

წყარო:  commersant.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

15 წლის ქართველი პიანისტი, რომლის შემოქმედებაც უკვე მსოფლიომ გაიცნო

ილია ლომთათიძე 15 წლის მუსიკოსია, რომელმაც საკუთარი შემოქმედება უკვე არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ მსმენელსაც გააცნო. ახალგაზრდა პიანისტი მრავალი ჯილდოს მფლობელია და ახლახან შვეიცარიელი მსმენელის წინაშეც წარადგინა საკუთარი თავი. საკუთარი გამოცდილების შესახებ ილია თავად გვესაუბრება.

ილია, როდის დაინტერესდი მუსიკით პირველად და როგორ გახსენდება პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

-უკვე 7 წლის ასაკში დავიწყე  სწავლა მუსიკალურ სკოლაში და მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ვმოღვაწეობ.  8 წლის ასაკიდან  გავხდი ფონდ ,,SOS Talents Foundation-ის“   სტიპენდიატიც და ჩვენი ფონდის  გალაკონცერტები საფრანგეთისა თუ შვეიცარიის ტელევიზიებით რამდენჯერმე გადაიცა.  სწავლას ამჟამადაც ვაგრძელებ და ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში, ნატალია ნაცვლიშვილის კლასში ვიღებ მუსიკალურ განათლებას.

როგორც ვიცი, ძალიან ბევრ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული, გვიამბე მათ შესახებ.

-საერთოდ, ნებისმიერი კონკურსი ჩემთვის  განსაკუთრებულია, რადგან მას დიდი მომზადება სჭირდება და შედეგი მხოლოდ რამდენიმე წუთიანი გამოსვლის შემდეგაა შესამჩნევი, თუმცა – აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მონაწილეობა არაერთ კონკურსსა თუ ფესტივალში მაქვს მიღებული, მათგან გამოვარჩევდი: ,,Annecy Classic Festival-ს“, „FESTIVAL D’AUVERS-SUR-OISE-ს“,  ,,Ljubjana Festival-ს’’. ყოველწლიურად  ვმონაწილეობ  ბათუმის საერთაშორისო ფესტივალშიც, რომელიც დააარსა იუნესკოს მშვიდობის ელჩმა, ცნობილმა პიანისტმა – ელისო ბოლქვაძემ.

ბოლო დროს, შვეიცარიაშიც გამართე კონცერტი.

დიახ, 2017 წლის ზაფხულში მონაწილეობა მივიღე საზაფხულო აკადემიაში – «MISA» რომლის დამფუძნებელი პიანისტი – შორენა ცინცაბაძეა. ,,მისას” ორგანიზებით ახლახან სოლოკონცერტი გავმართე შვეიცარიაში, ბაზელში, რის შემდეგაც, კვლავ მივიღე მოწვევა კონცერტზე, რომელიც 2019 წელს, ორკესტრის თანხლებით გაიმართება.

-შვეიცარიის გარდა რომელ ქვეყნებში წარგიდგენია შენი შემოქმედება?

სისტემატურად ვუკრავ  პარიზში „SOS Talents Foundation-ის“ მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე: მარსელ  დასოს სასახლეში; ჰოლანდიაში, ,,კონცერტგებაუს“ საკონცერტო დარბაზში და ჟენევაში – გაეროს შტაბბინაში. 2015 წელს მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო  კონკურსში  ,,Astana Piano Passion-ი”, სადაც  მოვიპოვე პირველი პრიზი, ავიღე გრან-პრი  და ყაზახეთის პრეზიდენტ  ნურსულთან ნაზარბაევის სპეციალური პრიზი. ამის შემდეგ, დენის მაცუევისგან მივიღე მოწვევები მის პროექტებში „Звёзды на Байка́ле“, და „Crescendo-ს“ საიუბილეო კონცერტებში სოჭში, ირკუტსკში, ფსკოვში, მოსკოვში. 

რომელია შენთვის საყვარელი ნაწარმოები და რატომ?

ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს რეპერტუარში ყველა ნაწარმოები მომწონდეს, რადგან, სხვა შემთხვევაში, მათი შესრულება და გრძნობების თუ სათქმელის ხალხისთვის მიწოდება ძალიან გამიჭირდებოდა. რთული ნაწარმოებიც კი მარტივად შეიძლება გეჩვენოს, თუ ის ნამდვილად გიყვარს.

მუსიკის გარდა რითი ხარ დაკავებული და საინტერესოა, როგორ ხედავ თავს უახლოეს მომავალში.

-თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს ლიტერატურის კითხვა, ხატვა, პერსონაჟების შექმნა და შემდეგ მათი ფურცელზე გადატანა. აგრეთვე, დიდ სიამოვნებას მანიჭებს მეგობრებთან ერთად ყოფნა, ამ ყველაფრის კეთებისას თითქმის ყოველთვის ვუსმენ მუსიკას, რაც ყველაფერს უფრო საინტერესოს ხდის. მომავალს რაც შეეხება, მიხარია, როდესაც ჩემს თავს დიდ სცენებზე წარმოვიდგენ, იმედი მაქვს ჩამოვყალიბდები ძლიერ პიანისტად, თუმცა მუსიკოსობას პროფესიას ვერ ვუწოდებ, ეს ჩემი ცხოვრების სტილია.

 

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

ეროვნულ გალერეაში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩისა და რაფაელის ნამუშევრები გამოიფინება

ხვალიდან ეროვნულ გალერეაში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა იტალიელი დიდი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება. 

ეროვნულo გალერეის ინფორმაციით, გამოიფინება შემდეგი ნამუშევრები:

„ტიციანი – ფერთა ოსტატი: მადონა ყრმით“ (15.05. – 05.08.2018) – ნამუშევარი “ღვთისმშობელი ყრმით” (“მადონა ალბერტინი”) ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუშია. ნახატი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.

„რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ (25.05. – 26.08.2018) – ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის ოსტატები ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

“Evidence. A New State of Art” (25.05. – 26.08.2018) – გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.

„ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ (03.09. – 29.10.2018) – გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში” რომაული ბაროკოს მუზეუმიდან.

გამოფენები საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიოსაქართველო

ლონდონი ქართული ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლონდონი 1-8 მაისს ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც კინოპროგრამის გარდა კინოპოსტერების გამოფენა, საინტერესო დისკუსიები, ქართული კულინარია და მუსიკალური ნაწილიც იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალს –  „კინოში ასახული ცხოვრება” ბრიტანულ-ქართული საზოგადოება და პრესტიჟული Regent Street Cinema ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მართავენ.

ახლაგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიოსაქართველო

ქართული ფილმი – „საშიში დედა“ პეკინის კინოფესტივალზე საუკეთესოდ დაასახელეს

ანა ურუშაძის ფილმი – „საშიში დედა“ პეკინის კინოფესტივალზე საუკეთესოდ დაასახელეს. რეჟისორს ჯილდო რეჟისორს ჩინელმა კინორეჟისორმა და სცენარისტმა, ვონგ კარვაიმ გადასცა. 

ფესტივალი 15-22 აპრილს გაიმართა და მთავარი ჯილდოს – ,,Tiantan Award-ის” მოსაპოვებლად, მთავარ კონკურსში 2 ქართული ფილმი – ანა ურუშაძის ,,საშიში დედა” და მარიამ ხაჭვანის ,,დედე” მონაწილეობდა.

ანა ურუშაძის დრამაში მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. საშიში დედა 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

წყარო:  ეროვნული კინოცენტრი

ახლაგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურამსოფლიო

პოეტ ვიქტორია კოლონას პორტრეტში მიქელანჯელოს ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს

ეს ნახატი დიდი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება, ავტოპორტრეტი დაშიფრულია და სპეციალისტების მტკიცებით, ის პოეტი ქალის კაბაშია ჩახატული.

ერთი შეხედვით, ამის აღქმა საკმაოდ რთულია. როგორც სპეციალისტები ამბობენ,  ავტოპორტრეტში რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვარი ვიქტორია კოლონას პატივისცემის ნიშნად უკრავს თავს.

როგორც ცნობილია, მიქელანჯელოს ვიქტორია კოლონა უყვარდა და მას ლექსებიც მიუძღვნა.

სპეციალისტების ნაწილი მაინც საეჭვოდ უყურებს ამ აღმოჩენას.

 

წყარო:  Mirror

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

თვითნასწავლი ქართველი მხატვრის მიერ ნივთებზე გაცოცხლებული ჯადოსნური სამყარო

ქრისტი ბოტკოველი 26 წლის ახალგაზრდა ხელოვანია, რომელსაც საზოგადოებამ Nancy Woland-ის ფსევდონიმით უკვე დიდი ხანია გაიცნო. მას შემდეგ, რაც ილიას უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა, ქრისტიმ სამხატვრო აკადემიაში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, თუმცა იქედანაც მალევე წამოვიდა და საყვარელი სფეროს შესწავლა უკვე მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით დაიწყო, დღეს კი მისი ნაკეთობები ყველასგან განსხვავებული, ორიგინალური სტილითა და ჯადოსნური სიუჟეტებით გვამახსოვრებს თავს.

-ნენსი, როდის გადაწყვიტე, რომ საკუთარი შემოქმედება საზოგადოებამდე მიგეტანა და ძირითადად რა მასალებზე მუშაობ?

-2012 წელი იყო, როცა მაისურებზე დავიწყე ხატვა, სწორედ ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები, ამ სფეროში, ასე გავაცანი ხალხს საკუთარი თავი და შემდეგ, ნელ-ნელა უკვე ტილოზე დახატული ნახატებიც შევაპარე. პროცესი რთული იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ გამიმართლა და ადამიანების სიყვარული დავიმსახურე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირ ნივთზე ვხატავ, რაზეც იხატება – ჭიქები, კედლები, ღვინის ბოთლები, ჩანთები, საფულეები, მაგიდები, და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია, რადგან ძალიან ბევრი ენერგიასა და მასალას მოითხოვს, მაგრამ მთავარია ჩემი სურვილი, რომ ხელოვნებამ ისეთივე თავისუფლება და სიამოვნება აგრძნობინოს ადამიანებს, რომელსაც მე ვგრძნობ ხატვისას.
-რა დატვირთვას ატარებს Nancy Woland-ი?
-ეს ფსევდონიმი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან შემომრჩა, როცა ყველა ფორუმსა თუ სოციალურ სივრცეში სწორედ ამ სახელით ვრეგისტრირდებოდი. „Nancy Boy“ არის ჩემი საყვარელი ჯგუფის, პლასებოს სიმღერა, ხოლო ვოლანდი ბულგაკოვის ნაწარმოების „ოსტატი და მარგარიტას“ პერსონაჟის გამო შევარჩიე და მას მერე შემრჩა ასე ფსევდონიმად.

-ნენსი, გარდა იმისა, რომ ხატავ გრაფიკულ დიზაინერადაც მუშაობ, რამდენად რთულია ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება?
-ამჟამად წამოვედი რამდენიმე სამსახურიდან და მხოლოდ Freelance გრაფიკულ დიზაინერად დავრჩი, რადგან რაღაც მომენტებში ვხვდები, რომ ბოლომდე არ არის ეს ჩემი საქმე და გაწერილი გრაფიკით მუშაობაც ძალიან მაბნევს, ამიტომ გადავწყვიტე დამოუკიდებლად ავიღო შეკვეთები და სახლში კომფორტულად მივუჯდე ხოლმე დიზაინს, თან მხოლოდ ისეთ შეკვეთებზე ვიმუშავო, რომელიც მომწონს და არა საქმე მავალდებულებს. ყველაფრის ერთად შეთავსება, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ მიყვარს როცა რაღაცას ვაკეთებ და დროს ტყუილად არ ვხარჯავ, მით უმეტეს თუ ამ პროცესში ვვითარდები კიდევაც.

-როგორ ხდება ნამუშებრების რეალიზება და როგორია სამომავლო გეგმები?
-ჩემი ნახატების შეძენა, ჯერჯერობით, მხოლოდ სოციალური ქსელითაა შესაძლებელი, თუმცა უახლოეს მომავალში მაღაზიაც იქნება. ახლა საკმაოდ რთული და დატვითული პერიოდი მაქვს, რადგან გამოფენისთვის ვემზადები, რომელიც თვის ბოლოსთვის მქონდა დაგეგმილი, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვასწრებ, მჯერა, რომ აპრილის შუა რიცხვებამდე მაინც შევაკოწიწებ ყველაფერს და მოვაწყობ ისევ გამოფენას. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს შორსჭვრეტა და გეგმების დაწყობა, რადგან როგორც წესი ყოველთვის ყველანაირი გეგმა მენგრევა თავზე. ამიტომ, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს სპონტანურად ვაკეთებ და ხშირ შემთხვევაში ეს უფრო ამართლებს. სწორედ ასე სპონტანურად გადავწყვიტე ახლა ჩემი რიგით მეორე გამოფნის მოწყობაც და დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალშივე გავართმევ თავს.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 18 19 20 21 22 24
Page 20 of 24