close

არქეოლოგია

არქეოლოგიაისტორიასაქართველო

აღმოაჩინეს დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აღმოაჩინეს დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა. სინამდვილეში, მონეტა არის უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ნივთმტკიცება.
ჩატარებული ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და ორიგინალს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მონეტა ნივთმტკიცებაა, ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა, რადგან პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტია.
გამოძიების ფარგლებში ასევე აღმოაჩინეს 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასხვა პერიოდის მონეტა, რომელთა ნაწილი საბჭოთა პერიოდისაა, 3 მონეტა კი თარიღდება XIII საუკუნით. ეს უკანასკნელი მონღოლური წარმოშობისაა, წარწერით “დიდი მონღოლი ულუს ბეგი”, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომელზეც შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

მეცნიერებმა დინოზავრის კვერცხის შიგნით იდეალურად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა იდეალურად შემონახული, გამოჩეკის ზღვარზე მყოფი დინოზავრის ემბრიონი აღმოაჩინეს სამხრეთ-ჩინეთში, განჯოუს ტერიტორიაზე. იგი უკბილო თეროპოდი დინოზავრია, იგივე ოვირაპტოროზავრი, სახელად პატარა იანლიანი. მეცნიერები მას მინიმუმ 66 მილიონი წლით ათარიღებენ. ნამარხი აჩვენებს, რომ ემბრიონი მოკუნტულ პოზაშია, ამას კი ჩიტები აკეთებენ გამოჩეკამდე ცოტა ხნით ადრე. ეს მანიშნებელია იმისა, რომ თანამედროვე ფრინველებში ამგვარი ქცევა პირველად მათ წინაპარ დინოზავრებში წარმოიშვა.
მეცნიერების თქმით, ეს დინოზავრის საუკეთესო ემბრიონია, რაც კი ისტორიაში აქამდე უპოვიათ. ბუმბულით შემოსილი დინოზავრები ახლანდელი აზიისა და ჩრდილოეთ-ამერიკის ტერიტორიებზე სახლობდნენ გვიან ცარცულ პერიოდში, რაც 100-66 მილიონი წლის წინ იყო. პატარა იანლიანი თავიდან კუდამდე 27 სანტიმეტრი სიგრძისაა და 17 სანტიმეტრი სიგრძის კვერცხშია მოთავსებული. მართალია, კვერცხი პირველად 2000 წელს აღმოაჩინეს, თუმცა, 10 წლის განმავლობაში ინახავდნენ, მხოლოდ შემდეგ იეჭვეს, რომ მის შიგნით ემბრიონი იყო და კვერცხმაც მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

პოლონეთში ევრაზიის ერთ-ერთი უძველესი სამკაული აღმოაჩინეს

პოლონელმა არქეოლოგებმა მამონტის ეშვისგან დამზადებული კულონი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 41 500 წელს შეადგენს. ამის შესახებ Livescience-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ევრაზიაში უძველესი სამკაულია. კულონი ორი ნაწილისგან შედგება. სავარაუდოდ მას კისერზე ატარებდნენ, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. კვლევის მთავარი ავტორი სახრა ტალამო აღნიშნავს, რომ კულონი იმ დროს შექმნეს, როდესაც ადამიანებმა სამკაულების კეთება მთელი პლანეტას მასშტაბით დაიწყეს.

აღმოჩენა გამოქვაბულ სტაინაში გააკეთეს, რომელშიც 2008 წელს არქეოლოგებმა ცხოველების ძვლები და ნეანდერტალელებისნეშტები აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

პერუში „იდუმალი მუმია“ აღმოაჩინეს

პერუში, კახამარკილიას არქეოლოგიურ ველზე, აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მედია „იდუმალად“ მოიხსენიებს.

ირკვევა, რომ მუმია, რომლის სქესიც ჯერ უცნობია, ინკების იმპერიამდელ ხანას მიეკუთვნება და ეს ადამიანი, დაახლოებით, 1 200 წლის წინ ცხოვრობდა. ის თოკებში გადახვეული იპოვეს.

გათხრების შედეგად, მუმიასთან ერთად, ასევე აღმოჩენილია კერამიკული არტეფაქტები და ქვისგან დამზადებული სხვადასხვა იარაღი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, მაშინდელ ცივილიზაციაში, მუმიების თოკებით შეკვრა დაკრძალვის ცერემონიის ნაწილი იქნებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინიტექნოლოგიები

Microsoft-მა და საბერძნეთის მთავრობამ ძველი ოლიმპიის ვირტუალური ასლი შექმნეს 🏛

კომპანია Microsoft-მა და საბერძნეთის მთავრობამ ძველი ოლიმპიის ვირტუალური ასლი შექმნეს.

პროექტი ხელმისაწვდომია როგორც მობილურ ტელეფონიდან (Google Play და App Store), ასევე პერსონალური კომპიუტერიდან.

მომხმარებლებს შეუძლიათ, შეისწავლონ ქალაქის ძეგლები და არქიტექტურა, ასევე გაეცნონ ანტიკური ოლიმპიური თამაშების ჩატარების ისტორიას. ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია აუდიოგიდი, რომელიც პირველ ეტაპზე ინგლისურად და ბერძნულადაა ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

პომპეისთან ახლოს, სავარაუდოდ, მონების საცხოვრებელი ოთახი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა პომპეისთან ახლოს, უძველესი ოთახი აღმოაჩინეს, რომელიც მათი ვარაუდით, მონების საცხოვრებელი ადგილი იყო. ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის მიუხედავად, ოთახი კარგადაა შემონახული.

აღმოჩენილი ოთახის შესწავლით, სპეციალისტები, ძველი რომის პერიოდში, მონების ცხოვრების წესის შესახებ, მეტი ინფორმაციის მოპოვებას შეეცდებიან.

მონები მფლობელების საკუთრებად ითვლებოდნენ და იურიდიული სტატუსი არ ჰქონდათ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროზე მოყვარულმა მყვინთავმა ხმალი იპოვა, რომელიც 900 წლის წინ, სავარაუდოდ, ჯვაროსან რაინდს ეკუთვნოდა

ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროზე მოყვარულმა მყვინთავმა ხმალი იპოვა, რომელიც 900 წლის წინ, სავარაუდოდ, ჯვაროსან რაინდს ეკუთვნოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ერთი მეტრის სიგრძის ხმალი შლომი კაცინმა აღმოაჩინა და ის ისრაელის ანტიკვარიატის სამმართველოს (IAA) გადასცა.

„ხმალი, რომელიც შესანიშნავ მდგომარეობაშია, ლამაზი და იშვიათი აღმოჩენაა და აშკარად ჯვაროსან რაინდს ეკუთვნოდა. ამაღელვებელია ასეთი საგნის აღმოჩენა, რომელიც 900 წლით უკან, სხვა ეპოქაში გაბრუნებს“, – აღნიშნა ისრაელის ანტიკვარიატის სამმართველოს (IAA) ინსპექტორმა, ნირ დისტელფელდმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ბაბილონელები პითაგორას თეორემას პითაგორამდე 1000 წლით ადრე იყენებდნენ

3 700 წლით დათარიღებული ფირფიტით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბაბილონელებმა პითაგორას თეორემა პითაგორამდე 1 000 წლით ადრე იცოდნენ.
ფირფიტის სახელია Si.427 და მას უძველეს დროში იყენებდნენ საზღვრების ზუსტად გასავლებად. ფირტიტაზე მათემატიკური ცხრილი ამოტვიფრულია ლურსმნულით და გვაძლევს ინფორმაციას, თუ როგორ შექმნას ზუსტი მართკუთხა სამკუთხედი. ფირფიტა ნამდვილად წარმოადგენს გამოყენებითი გეომეტრიის უძველეს ნიმუშს.
Si.427 ფრანგული ექსპედიციის ფარგლებში იქნა ნაპოვნი ერაყის ტერიტორიაზე 1894 წელს, ამჟამად სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. თუმცა, მეცნიერებმა მისი ამოხსნა ახლახან შეძლეს.
ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა, დენიელ მესნფილდმა 2017 წელს აღმოაჩინა ფირფიტა იმავე პერიოდიდან, სახელწოდებით Plimpton 322 და კიდევ ერთი ცხრილით. თუმცა, მხოლოდ Si.427-ის სამეულების ნახვის შემდეგ გახდა შესაძლებელი იმის მიხვედრა, რომ ბაბილონელები ელემენტარულ ტრიგონომეტრიულ თეორიებს მიწის ნაკვეთების გასანაწილებლად იყენებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მიწის გაყოფის მიზეზები Si.427-ზე ნათელი არ არის, მესნფილდი მიიჩნევს, რომ მასზე აღნიშნულია დავა საზღვარზე არსებული ფინიკის პალმების გამო. დიდი ხნის მანძილზე არსებობდა მოსაზრება, რომ ბერძნებმა მათემატიკური სწავლება ეგვიპტელებისგან, ეგვიპტელებმა კი ბაბილონელებისგან მიიღეს. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თეორიული განათლების დონე.

წყარო:eurekalert.org
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

ქართველმა სპეციალისტებმა ძეგლი -“აბულმუგის” აბანო დაუშლელად გადაიტანეს

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  ახალი სიცოცხლე დაიწყო – „აბულმუგის“ სპარსული აბანოს უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა. საუკუნოვანი ისტორიის მქონე ძეგლი, რომელიც განადგურების პირას იყო მისული, ბიზნესის სექტორისა და აქტივისტების თანამშრომლობით ავთენტური სახით ახლა ვიზიტორებს ელოდება. თუმცა, მანამდე იყო მრავალწლიან ბრძოლა, ბრძოლა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ნაგებობის გადასარჩენად, რომელშიც „საყდრისის კომიტეტი“ და RMG იყვნენ ჩართულნი.

„აბულმუგის“ აბანო გვიანი შუა საუკუნეებისთვის (XVII – XVIII ს.ს.) დამახასიათებელ სპარსულ ნაგებობას წარმოადგენს, გათხრების დროს აბანოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსუდანის მონეტა, ასევე მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები (ინახება ეროვნულ მუზეუმში). ექსპედიციის მუშაობისას ძეგლზე წყალგაყვანილობის სისტემებიც დადასტურდა. აბანოს ახლოს შესწავლილი იყო თონე, რომელიც აბანოს დანგრევის შემდეგ ყოფილა გამართული.

პირველი გამაგრებითი საკონსერვაციო სამუშაოები ძეგლზე გასული საუკუნის 1970- იან წლებში ჩატარდა, თუმცა 2018 წლისთვის აბანოს მდგომარეობა საგანგაშო იყო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიმსოფლიო

კვლევა – ჩინეთში ლუდის დალევის ტრადიცია 9 000 წლის წინ არსებობდა!

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ალკოჰოლური სასმელები მნიშვნელოვან სოციალურ-კულტურულ ფუნქციას ასრულებდა ძველ საზოგადოებაში, მათ შორის რიტუალურ დღესასწაულებზე. ახალი კვლევის თანახმად, 9000 წლის წინ ჩინეთში ლუდის დალევის ტრადიცია დასტურდება, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილთა რიტუალის ნაწილი იყო.

აღნიშნული დასკვნები უძველესი ქოთნების ანალიზს ემყარება, რომელიც ქიაოტუუს სამარხში აღმოაჩინეს. უძველესი ქოთნები ადამიანის ხელით შექმნილი თხრილის პლატფორმაზე იპოვეს. მეცნიერებმა, გარდა კერამიკული ჭურჭლისა, სამარხში ორი ადამიანის ჩონჩხსაც მიაკვლიეს. ზოგიერთი ჭურჭელი თეთრად იყო შეღებილი, ნაწილი კი – აბსტრაქტული დიზაინით მორთული. კვლევის თანახმად, ეს არტეფაქტები სავარაუდოდ მსოფლიოში ყველაზე ადრეული მოხატული ჭურჭელია.

მკვლევართა ჯგუფმა ქიაოტუში აღმოჩენილი სხვადასხვა სახის ჭურჭელს ჩაუტარა ანალიზები. იმის დასადასტურებლად, რომ ჭურჭელი ალკოჰოლის დასალევად იყო გამოყენებული, მეცნიერებმა მიკროფოსილების ნაშთები, სახამებელი, ფიტოლიტი და ქოთნებს შიგნით არსებული სოკოები შეისწავლეს. შედეგად, ჭურჭელში სწორედ ის ნაწილაკები აღმოჩნდა, რომლებიც ლუდის დუღილის ნარჩენებს შეესაბამება და ბუნებრივად არ გვხვდება ნიადაგში ან სხვა არტეფაქტებში.

“ქიატოუს ქოთნების ნაშთების ანალიზი ადასტურებს, რომ კერამიკული ჭურჭელი ლუდის შესანახად გამოიყენებოდა. რა თქმა უნდა, ეს უძველესი ლუდი ზუსტად ისეთი არ იქნებოდა, როგორიც დღეს გვაქვს, მაგრამ ძირითადი მახასიათებლები მაინც საერთოა” – ამბობს კვლევის თანაავტორი ჯიაჯინგ ვანგი.

ამასთან, ქოთნის ნამსხვრევებში ბრინჯის ქერქისა და სხვა მცენარეების ფიტოლიტები იქნა აღმოჩენილი. ისინი, შესაძლოა, ლუდს დაემატოს, როგორც დუღილისთვის საჭირო ერთ-ერთი საშუალება. თანაც 9000 წლის წინ ბრინჯის ათვისების კულტურა საწყის ეტაპზე იყო და საკმაოდ დიდ შრომასთან ასოცირდებოდა. აქედან გამომდინარე, ქიაოტუში ლუდი რიტუალურად მნიშვნელოვანი სასმელი იყო.

გარდა ამისა, ქოთნების ნაშთების ანალიზმა ობის კვალიც დაადასტურა, რომელიც ასევე ლუდის წარმოების პროცესში მონაწილეობდა. თანაც, ქოთნებში ნაპოვნი ფორმა ძალიან წააგავდა ყალიბს, რომელიც აღმოსავლეთ აზიაში საკესა და სხვა ფერმენტირებული ბრინჯის სასმელების დასამზადებლად გამოიყენებოდა.

“ჩვენ არ ვიცით, როგორ შექმნეს ადამიანებმა ეს ყალიბები 9000 წლის წინ, რადგან დუღილი შეიძლება, ბუნებრივად მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძველმა ხალხმა ბიოქიმია არ იცოდა, რომელიც მარცვლეულთანაა დაკავშირებული, ისინი აშკარად აკვირდებოდნენ დუღილის პროცესს და ცდების შედეგად საბოლოო სახემდე მივიდნენ” – აღნიშნავს ვანგი.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ჭურჭელი სამარხების მახლობლადაა ნაპოვნი, ლუდის კულტურა გარდაცვლილთა რიტუალს უკავშირდებოდა. ასევე, მკვლევრების ვარაუდის თანახმად, სარიტუალო სმა სოციალურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას უკავშირდებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 20
Page 8 of 20