close
არქეოლოგია

მეცნიერებმა დინოზავრის კვერცხის შიგნით იდეალურად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა იდეალურად შემონახული, გამოჩეკის ზღვარზე მყოფი დინოზავრის ემბრიონი აღმოაჩინეს სამხრეთ-ჩინეთში, განჯოუს ტერიტორიაზე. იგი უკბილო თეროპოდი დინოზავრია, იგივე ოვირაპტოროზავრი, სახელად პატარა იანლიანი. მეცნიერები მას მინიმუმ 66 მილიონი წლით ათარიღებენ. ნამარხი აჩვენებს, რომ ემბრიონი მოკუნტულ პოზაშია, ამას კი ჩიტები აკეთებენ გამოჩეკამდე ცოტა ხნით ადრე. ეს მანიშნებელია იმისა, რომ თანამედროვე ფრინველებში ამგვარი ქცევა პირველად მათ წინაპარ დინოზავრებში წარმოიშვა.
მეცნიერების თქმით, ეს დინოზავრის საუკეთესო ემბრიონია, რაც კი ისტორიაში აქამდე უპოვიათ. ბუმბულით შემოსილი დინოზავრები ახლანდელი აზიისა და ჩრდილოეთ-ამერიკის ტერიტორიებზე სახლობდნენ გვიან ცარცულ პერიოდში, რაც 100-66 მილიონი წლის წინ იყო. პატარა იანლიანი თავიდან კუდამდე 27 სანტიმეტრი სიგრძისაა და 17 სანტიმეტრი სიგრძის კვერცხშია მოთავსებული. მართალია, კვერცხი პირველად 2000 წელს აღმოაჩინეს, თუმცა, 10 წლის განმავლობაში ინახავდნენ, მხოლოდ შემდეგ იეჭვეს, რომ მის შიგნით ემბრიონი იყო და კვერცხმაც მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response