close

არქეოლოგია

არქეოლოგიამსოფლიო

თურქეთში ტბის ფსკერზე 3,000 წლის სასახლე აღმოაჩინეს

ვანის ტბის ფსკერზე, თურქეთში, აღმოჩენილია 3000 წლის წინ არსებული სასახლის ნანგრევები, როგორც ჩანს, მრავალი წლის განმავლობაში იგი დაიფარა წყლით და არავინ იცოდა, სად გაუჩინარდა.

ასობით მეტრის სიღრმეზე მყვინთავებმა აღმოაჩინეს სასახლე, როდესაც ისინი ტბის შუაგულის შესასწავლად იყვნენ მომართულნი. თურქეთისს უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გამოაცხადეს, რომ წარმოუდგენელი რამ იქნა აღმოჩენილი. როგორც ჩანს, უკვალოდ არაფერი ქრება, ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, როდესაც საუკუნეების წინ დაკარგულ სასახლის ნანგრევებს პოულობ.

წყარო: Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ქობულეთში ძვ.წთ-ით 7769 წლით დათარიღებული შრომის იარაღები აღმოაჩინეს

სოფელი ქობულეთი ეტალონური ძეგლია – ამის შესახებ ის არქეოლოგები საუბრობენ, რომლებმაც ბოლო კვლევები ჩაატარეს. მათივე ცნობით დადგინდა, რომ სოფელში ნამოსახლარის ზუსტი ასაკი ძვ.წ. 7769 წელია. აღმოჩენილია ასობით არტეფაქტი და იარაღი.

„მთავარს“ არქეოლოგმა გურამ ჩხარტიშვილმა 10 ათასი წლის წინ პირველყოფილი ადამიანების პირველი დასახლების შესახებ უამბო და მონადირეთა ბანაკის ადგილიც აჩვენა. სპეციალისტის თქმით, დადასტურდა თუ როგორი მაღალი დონის განვითარება ჰქონდა ქვის ხანის ადამიანს, რომელიც  რთულ იარაღებს ამზადებდა, ამისთვის კი საკმაოდ შორი მანძილიდან ოფსიდიანის ქვას ეზიდებოდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებისაქართველოსოფლის მეურნეობა

BBC: ,,საქართველოში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი მეღვინეობის უძველეს კულტურას ადასტურებს”

 საქართველო ყოველთვის მიიჩნეოდა მეღვინეობის კულტურის საწყისად, თუმცა, როგორც ჩანს, უკანასკნელმა კვლევებმა ეს მოსაზრება კიდევ უფრო გააღრმავა და  თემა კვლავ მრავალი მნიშვნელოვანი გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა, მათ შორის, საქართველოში ბოლო დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის შესახებ წერს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული მაუწყებელიBBC.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ  საქართველოში აღმოჩენილი, 8000 წლის წინანდელი თიხის ჭურჭელი ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციის მაჩვენებელია. აღნიშნული ჭურჭელი ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, ორ უბანშია აღმოჩენილი და  ზოგიერთ მათგანზე გამოსახულია ყურძნის მტევნები და მოცეკვავე ადამიანები. ამ აღმოჩენამდე მეღვინეობის უძველესი ტრადიციის მტკიცებულებად  მეცნიერები, როგორც წესი, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნაპოვნ თიხის ჭურჭელს მიიჩნევდნენ.

უკანასკნელი კვლევა ახლახან გამოქვეყნდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (PNAS) მიერ, ,,ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გარეული ჯიშის ყურძნით ღვინის წარმოების უძველესი მაგალითი, ღვინოს ცენტრალური ადგილი ეჭირა დასავლეთის ქვეყნების განვითარებაში, მას იყენებდნენ მედიცინაში, ყოველდღიურ სასმელად, გონებრივი მდგომაროების შესაცვლელად და მიიჩნევდნენ მაღალკვალიფიციურ საქონლად. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ღვინო რელიგიური კულტების, ფარმაკოპეის, სამზარეულოს, ქვეყნის ეკონომიკისა და ზოგადად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა” – განაცხადა ტორონტოს უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, სტეფან ბატიუკმა.

თიხის ჭურჭელი აღმოჩენილია ორ ნეოლითურ სოფელში, რომელთაც ეწოდება –  გადაჭრილი გორა და შულავერის მთა, აღნიშნული ტერიტორიები თბილისიდან 50 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ღვინის სითხის ქიმიური ნიშნები  8 ქილაში აღინიშნება, უძველესი მათგანი  ქრ. შ-მდე 5980 წლით თარიღდება. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ  საქართველოს  ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი – დავით ლორთქიფანიძე აქტიურად მონაწილეობდა კვლევის წარმოებაში.

ბატიუკი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდშიც ღვინის დამზადების სწორედ ისეთი ტრადიცია არსებობდა, როგორიც დღეს, უპირველეს ყოვლისა, წურავდნენ ყურძენს და ხილს,  ამასთან ერთობლივად აფერმენტირებდნენ მცენარის ღეროსა  და თესლსაც. ხოლო რაც შეეხება ირანის აღმოჩენებს, ზაგროსის მთებში აღმოჩენილი ჭურჭელი უკანასკნელ კვლევამდე  ღვინის წარმოების უძველესიი მტკიცებულებად მიიჩნეოდა   და ისინი ქრ. შ-მდე 5400 – 5000 წწ-ებით თარიღდება.

2011 წელს ღვინის დაწურვის და ფერმენტაციისთვის საჭირო, 6000 წლის წინანდელი, ჭურჭელი აღმოაჩინეს სომხეთის ქვაბულშიც. ზოგადად ღვინის წარმოებას რაც შეეხება, გამოცემამ დასასრულს აღნიშნა, რომ ყურძნის გარდა, მსოფლიოში ამ სითხის უძველესი წარმოება ხდებოდა ჩინეთშიც,  უკვე დაახლოებით ქრ.შ-მდე 7000 წელს და ამისთვის აქ ბრინჯს, თაფლსა და ხილს იყენებდნენ.

 

წყარო:  BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

არქეოლოგებმა ისრალში „ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკი“ აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თელ – ავივის ჩრდლოეთით 5,000 წლის ქალაქი აღმოაჩინეს. ისრაელის სახელმწიფოს სიძველეთა დაცვის ორგანიზაციამ ქალაქს „ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკი“ უწოდა.

მეცნიერთა განმარტებით, ქალაქი 65 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გაშენებული და იქ 6,000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

უძველესი ქალაქის ტერიტორიაზე მეცნიერებმა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ტერიტორიები, ქუჩები და საფორტიფიკაციო ნაგებობები აღმოაჩინეს. ნაპოვნია ასევე  უჩვეულო სარიტუალო ტაძარი და დამწვარი ცხოველების ძვლები, რომლებიც სავარაუდოდ, შესაწირავად გამოიყენებოდა. აღმოჩენილია ასევე ქანდაკებების, ჭურჭლის და ხელსაწყოების ნაწილები.

არქეოლოგების თქმით, ქალაქის მოსახლეობა სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და სხვა რეგიონებსა და სამეფოებთან სავაჭრო ურთიერთობებსაც აწარმოებდა.

მკვლევარების აზრით, 5000 წლის ნანგრევების დახვეწილობა მიზანმიმართულ ქალაქგეგმარებაზე მიუთითებს. მათი თქმით, ამ ზომის ქალაქის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა „ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციული მექანიზმის” გარეშე.

აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამტკიცებს, რომ დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე ურბანულ დასახლებები გაცილებით უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ. მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ ბრინჯაოს ხანაში, რომელიც ძვ.წ.აღ.-ის 3,200- 1,200 წლებში გრძელდებოდა, დომინანტურ სოციალურ საცხოვრებელს მჭიდროდ დასახლებული სოფლები წარმოადგენდა.

წყარო : dw.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიადედამიწა

ტაილანდში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ტაიალანდის უნივერისტეტის პალეონტოლოგებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დინოზავრის ახალი სახეობის ნაწილები აღმოაჩინეს, რომელიც მილიონობით წლის წინ თანამედროვე ტაილანდისა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე ბინადრობდა. ამის შესახებ Thaiger-ი წერს.

ახლა სახეობას ქარის ინდუისტური ღმერთის ვაიუს პატივსაცემად Vayuraptor-ი უწოდეს. მეცნიერების თქმით, ის ტირანოზავრის 4-მეტრიანი „შორეული ნათესავია“, რომელიც ტაილანდის ტერიტორიაზე 60 მილიონზე მეტი წლის წინ ბინადრობდა.

პალეონტოლოგიური გათხრები ამ ტერიტორიაზე 30 წელზე მეტია მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში იქ დინოზავრის ისეთი სახეობის ნაწილები იპოვეს, რომელიც მსოფლიოში სხვაგან არსად უნახავთ. ერთ-ერთი მათგანია Tyranozaurus Siamicus-ი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკულტურა

ჩინეთში ბავშვმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა

ჩინეთში, გუანდუნის პროვინციის ქალაქ ჰეიუანში 10 წლის ბიჭმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ეს ფაქტი წყალდიდობას უკავშირდება, რომლის შედეგადაც, ჰეიუანის მახლობლად ერთ-ერთ ხევში მიწა ჩამოიშალა, ბავშვმა კი კვერცხები ხევში თამაშისას აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ბიჭმა სახელად გჟან იანჩჟე, დინოზავრის კვერცხის ცნობა შეძლო, რადგან აქამდე, მუზეუმში ჰქონდა ნანახი მსგავსი რამ. მას შემდეგ, რაც დედამისმა პოლიციას დაურეკა, ექსპერტებმა ხევში კიდევ 10 კვერცხი იპოვეს. თითოეული კვერცხის დიამეტრი, დაახლოებით, 9 სანტიმეტრია. მედიის მტკიცებით, კვერცხები 65 მილიონი წლისაა, თუმცა მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს. 


ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგია

მექსიკაში 15 ათასი წლის წინ მამონტებისთვის დაგებული მახეები იპოვეს

მექსიკაში, ტულტეპეკში მამონტებისთვის 15 000 წლის წინ დაგებული გიგანტური მახეები იპოვეს, წერს BBC.

იქვე იყო 14 მამონტის ჩონჩხიც. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეს არის პირველი მასშტაბური აღმოჩენა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ადამიანები მამონტებზე შორეულ წარსულში ნადირობდნენ.

არქეოლოგები ამბობენ, რომ მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, შესაძლოა მამონტების მახეები კიდევ იყოს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები მხოლოდ მახეში გაბმულ ან დაჭრილ მამონტებს კლავდნენ. მახეების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ მამონტებზე ნადირობა წინასწარ იყო დაგეგმილი.

მამონტებისთვის დაგებული მახის ორმოს სიღრმე 1,7 მეტრია, ხოლო დიამეტრი 25 მეტრი. გათხრები ამ ტერიტორიაზე მექსიკაში 10 თვეა მიმდინარეობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

აღმოჩენა შირაქის ველზე – დიდნაურის ნაქალაქარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა.

ნაქალაქარი, რომელიც სატელიტური ფოტოების გაშიფვრის შედეგად აღმოჩნდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დიდი შირაქის ველის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ივრის ზეგნის ამ მონაკვეთში, გეოგრაფიულად, დიდი შირაქის, პატარა შირაქისა და ზილიჩის ნაყოფიერი ველებია – ველებს ირგვლივ მთაგორებზე ორმოცდაათი მცირე დასახლებაა, რომელიც XII-IX სს. თარიღდება.

რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ბრძოლაში დაღუპული მხედართმთავრის სამარხი გაითხარა. მუცლის არეში ჩონჩხს აღმოაჩნდა ისრის პირი, რომელიც არ არის კავკასიური წარმომავლობის. ასევე, მას ზურგთან აქვს ბრინჯაოს მახვილი (ძვ.წ.აღ-ის XIII ს.).

 

სატელიტური გადაღებებისა და მცირე გათხრითი სამუშაოების მიხედვით, ნაქალაქარი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ზომისაა; შვიდი მეტრის სიგანის გალავანი ქვის, თიხის და ხის კონსტრუქციებით არის ნაგები. გალავნის სიგრძე დაახლოებით 1.5 კმ-ია. ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დიდი ზომის ნაგებობებია.

ექსპედიციამ, ნაქალაქარის წყლის მომარაგების სისტემაც გამოავლენა; გალავნის სამხრეთი ნაწილის გათხრებისას, კარიბჭის მახლობლად, აღმოჩნდა ორი რიტუალური ნაგებობა, ე. წ. „შესაწირი მაგიდით“, რომელსაც პარალელები ხეთურ სამყაროში ეძებნება, ასევე მიაკვლიეს ერთ საცხოვრებელ სათავსოს. დიდი რაოდენობით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის (ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ქვის საბრძოლო იარაღები, თიხის საბეჭდავები და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები) მიხედვით, „დიდნაურის“ ნაქალაქარი შეუცდომლად ძვ. წ. მეორე ათასწლეულის დასასრულით და ძვ. წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება.
2015 წელს, არქეოლოგიური სამუშაოები ნაქალაქარის მხოლოდ გარე პერიმეტრზე, სამხრეთ გალავნის კარიბჭესთან და ჩრდილოეთით მდებარე სამაროვანზე ჩატარდა; სამხრეთის გალავანთან გაიწმინდა კარიბჭე, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა გალავანთან შეერთების კუთხე, სადაც შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები; აქვე გამოიკვეთა ვერტიკალურად მდგარი ორი ბოძის კვალი.

კარიბჭის შიდა არეში გამოვლინდა ქვის ნაგებობების ფრაგმენტები. პირველ თხრილში გაიწმინდა თავდაცვითი თხრილის მცირე მონაკვეთი, მოხერხდა მისი სრული პროფილის დადგენა. სამაროვნის ტერიტორია დაფარულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მდინარეული ნარიყი ქვითა და ღორღით. გარკვეულ მონაკვეთზე ქვიანი ფენის აღების შემდეგ გაითხარა ოთხი სამარხი. ინვენტარი აღმოჩნდა მხოლოდ ერთ სამარხში. ამ მასალის მიხედვით, სამარხებს ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით ათარიღებენ. ზოგადად, ნაქალაქარს, მოპოვებული კერამიკული მასალის საფუძველზე, ძვ.წ. XII-XI _ VIII-VII სს. ათარიღებენ.

დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. მთლიანი კომპლექსის გამოკვლევამ, შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს დასკვნები ჩვენი წარსულის შესახებ და მრავალი საუკუნით გადაწიოს აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ეგვიპტეში 3,000 წლის სარკოფაგებში კარგად შენახული მუმიები აღმოაჩინეს

ეგვიპტეში ფერად-ფერადი ხის სარკოფაგებში 3,000 წლის მუმიები აღმოაჩინეს.

წარწერებითა და ნახატებით შემკობილი სარკოფაგები ასასიფის ნეკროპოლისში აღმოაჩინეს და ბოლო ასწლეულის მანძილზე ასეთი ტიპის ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად შეაფასეს.

სარკოფაგები ეგვიპტის სიძველეების სამინისტროს წარმოამდგენლებმა გახსნეს. მათი თქმით, უიშვიათესად მოხატულ და შენახულ სარკოფაგებში 22-ე დინასტიის 23 მამაკაცის, 5 ქალისა   2 ბავშვის მუმია აღმოაჩინეს. მუმიები ძვ. წ.აღ-ის 945-715 წლებით თარიღდება.

ეგვიპტის სიძველეების სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, სარკოფაგებს ნოემბერში ეგვიპტის დიდ მუზეუმში გადაიტანენ, რომელიც გიზას პირამიდებთან ახლოს ქაიროში შენდება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურასაქართველო

ესპანეთში იბერიული პერიოდის ტაძარში არქეოლოგებმა ქართული ასომთავრული ასო-ნიშანი აღმოაჩინეს

იბერიის ნახევარკუნძულზე, ესპანეთში ზალამეა დე ლა სერენას მუნიციპალიტეტში, ბადახოზის პროვინციაში, აღმოაჩინეს ძვ.წ. 550 წლისთვის აშენებული იბერიული სატაძრო კომპლექსი. მაშინ ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოღწეული ინდო-ევროპულ ტომებს და ეს ტერიტორია ჯერ კიდევ დომინანტურად იბერო-კავკასიელებს ეკუთვნოდათ. სატაძრო კომპლექსს კანჩო როანო უწოდეს, თუმცა მისი თავდაპირველი სახელი უცნობია. ტაძარი ცეცხლმა გაანადგურა ძვ.წ. 370 წელს. როგორც ჩანს ხანძარი ხელოვნურად, განგებ იქნა გამოწვეული და შემდეგ დამწვარი ტაძარი მიწით დაფარეს, ზუსტად ისე, როგორც ეტრუსკებს სჩვეოდათ განსაკუთრებული რელიგიური ცერემონიების დროს.

ტაძრის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1978 წელს ჯონ მალუკიე დე მოტემ, შემდეგ სამუშაოები შეწყდა და გაგრძელდა 2001 წელს. ის ესპანეთმა ეროვნულ მონუმენტთა სიაში შეიტანა 1986 წელს. დღეს ის ღიაა დამთვალიერებელთათვის.

მკვლევარი რიჩარდ ფლოინდის აზრით კანჩო როანო იყო “მემორიალური ქალაქი”, რომელიც იყო აგებული იმისთვის, რომ რელიგიური ფუნქცია შეესრულებინა ძველი ტარტესიული ქალაქისთვის. ამ კომპლექსის მთავარი ტაძრის იატაკზე აღმოჩნდა დიდი ზომის გამოსახულება ქართული ასომთავრული ანბანის ერთ-ერთი ასოსი – “დონის”. ცნობილია, რომ ეს ნიშანი იყო ასევე მზის ნიშანი კოლხი და იბერიელი ხალხისთვის. მას ხშირად გამოსახავდნენ იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრებლებიც ფარებზე.

საინტერესოა ისიც, რომ მკვლევარი რამაზ პატარიძე, შესანიშნავი დამწერლობათმცოდნე, რომელმაც მთელი ცხოვრება შეალია მსოფლიო დამწერლობათა ისტორიის, ჩამოყალიბების და სპეციფიკის შესწავლას, აცხადებს, რომ ძველ საქართველოში დასრულდა მთვარის კალენდარული დრო-ჟამი და დაიწყო მზის კალენდარული დრო-ჟამი ძვ.წ. 540 წელს. თავად ქართული მზის კალენდარი სათავეს იღებს ეგვიპტური მზის კალენდრიდან. ქართულ ანბანში მზე და მისი ნიშანი “დონი” მეოთხე ადგილზეა განთავსებული, ვინაიდან ცნობილია ძველი ბაბილონური მნათობთა განლაგება: მთვარე, მერკური, ვენერა და მზე. სწორედ ამის მიხედვითაა ის განლაგებული ქართულ ანბანშიც.

წყარო : intermedia.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 17
Page 10 of 17