close

არქეოლოგია

არქეოლოგიასაქართველო

თერჯოლაში ზედაპალეოლითური პერიოდის მასალა აღმოაჩინეს

სპეციალისტების თქმით, აღმოჩენილი მასალა, დაახლოებით, 15 ათასი წლის წინანდელია.

საგვარჯილეს კარსტული მღვიმე სოფელ ძევრის მახლობლად, მდინარე შავიწყლს ხეობაში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), 220 მეტრ სიმაღლელეზე მდებარეობს  და მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია.

სტრატიგრაფიულ ჭრილში ფიქსირებულია 12 ფენა; ზედა პალეოლითის, ნეოლითის, ენეოლითის, ადრინდელი ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის საერთო სიმძლავრეა 13 მ სტერილური შრეებით ერთმანეთისაგან გამოყოფილია პალეოლითური ხანის 5 ფენა. ქვედა ფენაში აღმოჩნდა ზედაპალეოლითური ხანის ქვის ნაწარმი, შუაპალეოლითური (მუსტიეს ეპოქის) წვეტანები და სახოკები. მომდევნო 4 ფენა შეიცავდა ზედა პალეოლითის სხვადასხვა საფეხურისათვის დამახასიათებელ ნივთებს (ზღვის ლოკოკინებისაგან დამზადებული ყელსაბამი; გეომეტრული ორნამეტრით შემკული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული წერტილოვანი ნაჭდევებით შენკული საკიდი – ავგაროზები, ცხოველთა გახვრეტილი კბილები და სხვა).

ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ფენებში ნაპოვნია ირმის რქისგან დამზადებული თოხისნაირი იარაღი, ძვლის ჭვილთი, ანკესი, ნემსები, სადგისები და სხვა. მრავლადაა კაჟის ქვის ნაკეთობანი (სხვადასხვა ტიპის ისრისპირები და შუბისპირები, ქვის გახეხილ-გაპრიალებული იარაღი, სამაჯურები, კერამიკური ნაწარმი და სხვა).

ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს მასალა დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, დანარჩენი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგარაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევის ცენტრში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიო

ჯოსერის პირამიდაში ოსირისის ქანდაკება აღმოაჩინეს

ჯოსერის პირამიდაში ოსირისის ქანდაკება აღმოაჩინეს მაშინ, როდესაც საჰარის უდაბნოში არსებული ნაგებობის რესტავრაცია მიმდინარეობდა. 

ოსირისი ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, მცენარეულობისა და წყლის ღმერთი, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული იყო. ჩნდება კითხვა, თუ რატომ იყო ოსირისის ქანდაკება პირამიდაში, რაზეც პასუხი ჯერჯერობით არ არის.

ძველი ეგვიპტის ფარაონ ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდა ძველი სამეფოს III დინასტიიდან, აგებულია, დაახლოებით, ძვ. წ. 2650 წლისათვის. ჯოსერის პირამიდა უძველესია ეგვიპტის პირამიდებს შორის, მისი სიმაღლე შეადგენს 62,5 მეტრს და, ამ მონაცემით, იგი მეცხრე ადგილს იკავებს. იგი ასევე ერთადერთი ეგვიპტური პირამიდაა, რომლის ფუნდამენტიც არაა კვადრატული ფორმის.

წყარო:  ancient-origins.net

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურასაქართველო

გუდიაშვილის მოედანზე სხვადასხვა ზომის ქვევრები აღმოაჩინეს

დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის ,,ახალი ტფილისი” ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს.

ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, ასევე, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა აღმოჩნდა. ხუთივე ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ ცოტა ხნის წინ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა. კერამიკული ნაწარმი, შესაძლოა, გვიანი შუა საუკუნით დათარიღდეს.

გარდა ამისა, ერთ-ერთ ქვევრში სპილენძის აზარფეშა – გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა.

გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგების ზედამხედველობით, სამშენებლო კომპანიები – „ინსი“ და „ანაგი“ ახორციელებენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინიკულტურარელიგია და მეცნიერებასაქართველო

მიწისძვრის გამო დანგრეულ ჯრუჭის მონასტერს აღადგენენ

საჩხერის მუნიციპალიტეტში 1991 წლის მიწისძვრის გამო დანგრეული ჯრუჭის მონასტრის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი გარდამავალია და ორწლიანი სამუშაოების სატენდერო ღირებულება შეადგენს 685 000 ლარს.

თანხა გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5% თანადაფინანსებით.

ჯრუჭის მონასტერი X საუკუნეშია დაარსებული და ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ცნობილია ჯრუჭის სახარება (ოთხთავი), რომელიც ქართული კალიგრაფიის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს და დაცულია საქართველოს კორნელი კეკეკლიძის სახელობის ხელნაწერთა სახელმწიფო ინსტიტუტში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებისაქართველო

არქეოლოგებმა მარნეულში ახალი ექსპონატები აღმოაჩინეს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა მარნეულში, იმირის გორაზე ახალი ექსპონატები –  ღვინის ჭურჭელი და სხვა ნივთები აღმოაჩინეს.

მარნეულის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, ძეგლზე შესრულებული  სამუშაოები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იგი დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის უძველესი მეღვინეობის და მევენახეობის ისტორიის შესახებ. ამჟამად სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, 12 ივნისიდან  კი – დაიწყება მარტივი კონსერვაცია.

„შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ერთობლივი საერთაშორისო პროექტი – „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში, საველეარქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს სოფელ იმირის მახლობლად მდებარე უძველეს ( ძვ. VI ათასწლეული) ნეოლითის ხანის ნასოფლარზე გადაჭრილ გორაზე და შულავერის გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.

არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით, იგი ვაზის კულტურულ სახეობას, ,,vitis vinisfera sativa-მიაკუთვნეს. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს“, – აცხადებენ მარნეულის მერიაში.

წყარო: http://marneuli.gov.ge

მასალა მოამზად:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერებმა 5 ათასი წლის მუმიებზე უძველესი ტატუირება აღმოაჩინეს

მკვლევარებმა ორ უძველეს ეგვიპტურ მუმიაზე მსოფლიოს უძველესი ფიგურალური ტატუები აღმოაჩინეს.

ბრიტანეთის მუზეუმის ინფორმაციით, მამაკაცის მუმიას მკლავის ზედა ნაწილში ველური ხარისა და ცხვრის ტატუ, ხოლო ქალ მუმიას ზედა მკლავსა და მხრებზე –  S- ის ფორმის ფიგურები აქვს გამოსახული.

ხელოვნების ნიმუშები ჩვეულებრივ სინათლეზე ლაქასავით მოჩანს, ისინი მეცნიერებმა ინფრაწითელი ფოტოგრაფიის საშუალებით დაათვალიერეს.

მუმიები ეგვიპტის ქალაქ გებელეინში 100 წლის წინ აღმოაჩინეს. ისინი ძველი წელთაღრიცხვის 3351 -3017 წლებით თარიღდებიან.

ამ აღმოჩენამდე არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტეში ტატუირებას მხოლოდ ქალებს უკეთებდნენ, ვინაიდან დღემდე არმოჩენილი ტატუები მხოლოდ ქალების სხეულებზე იყო გამოსახული.

აღმოჩენის დეტალები Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკვლევებიმსოფლიო

ეგვიპტეში 2,000 წლის სასაფლაო აღმოაჩინეს

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა აქამდე უცნობი ნეკროპოლისი აღმოაჩინეს, რომელიც ასწლეულების განმავლობაში ხელუხლებელი იყო.

2 000-ზე მეტი წლის სასაფლაო ფარაონული გვიანი პერიოდით თარიღდება და, სულ მცირე, 8 სამარხს შეიცავს, თითოეულ მათგანში კი რამდენიმე  სარკოფაგია.

კაიროს სამხრეთით ახლად აღმოჩენილი მიწისქვეშა საფლავის კომპლექსი ხმუნის ნეკროპოლისიდან  ექვს კილომეტრში მდებარეობს.

გათხრები გასული წლის ბოლოს დაიწყო. მკვლევართა ჯგუფი ეძებდა  უძველესი ეგვიპტის მე-15 ადმინისტრაციულ განყოფილებას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თოტის ქურუმის ერთ-ერთი საფლავი – იბისისთავიანი სიბრძნის, არბიტრაჟის, დამწერლობის, მეცნიერების, ჯადოსნობისა და გარდაცვლილთა განაჩენის ღმერთი.

საფლავში აღმოჩენილ იეროგლიფებზე ქურუმი მოხსენიებულია, როგორც – Djehuty-Irdy-Es, ასევე, როგორც ,,დიდი ხუთიდან ერთ-ერთი”.

საფლავში ასევე აღმოჩნდა თაბაშირისგან დამზადებული რამდენიმე ქილა. ოთხ მათგანს ღმერთი ჰურუსის ოთხი შვილის თავი აქვს. მათში მუმიფიცირებული ქურუმის ორგანოები დღემდე კარგადაა შემონახული.

საფლავში ასევე აღმოჩენილია 1000-მდე მოსამსახურის თიხისგან გაკეთებული ფიგურა, რომლებიც ეგვიპტელ დიდგვაროვნებთან იმ მიზნით მოათავსეს, რომ იმ ქვეყნად  მომსახურებოდნენ.

მუმია შემკობილია ბრინჯაოს საყელოთი, რომელიც ასახავს ქალღმერთ Nut-ს, რომელიც იმ ქვეყნად ფრთებით ,,იცავდა” გარდაცვლილებს. მუმიაზე ასევე აღმოაჩინეს ლურჯ და-წითელმძივებიანი ძვირფასი ქვა, ბრინჯაოს მოოქროვილი ფილები, სპილოს ძვლითა და კრისტალით მორთული ორი თვალი და ნახევრად ძვირფასი ქვების ოთხი ამულეტი.

სასაფლაოში 13 საფლავი იყო. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი საფლავი დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნის; საერთო ჯამში, კომპლექსში 8 საფლავი და 40 სარკოფაგი აღმოაჩინეს.

 

წყარო: ttps://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

მექსიკის წყალქვეშა მღვიმეში მაიას ცივილიზაციის სიწმინდეები აღმოაჩინეს

რამდენიმე თვის წინ მექსიკაში მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს, რომელიც 347 კილომეტრზეა გადაჭიმული. იქვე გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ აქ ჩაძირული უნდა ყოფილიყო ანტიკური მაიას ცივილიზაციის მრავალი არქეოლოგიური არტეფაქტი. სავარაუდოდ, ეს ჰიპოთეზა გამართლდება, რადგანაც, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მღვიმე შედგება თითქმის 250 სენოტისა (ბუნებრივი მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი) და 198 არქეოლოგიური ძეგლისგან, რომელთაგანაც 140 მაიას ცივილიზაციას ეკუთვნის.
მყვინთავებმა აღმოაჩინეს ადამიანთა ნაშთები, რომელთა ასაკიც, დაახლოებით, 9000 წელია, ასევე – კერამიკა, კედლის გრავიურები, მაიას ვაჭრობის ღმერთის საკურთხეველი და კიბის სტრუქტურები. მკვლევარ გილერმო დე ანდას ვარაუდით, აქ ადამიანები, კლიმატის გაუარესების დროს, წყლის პოვნის იმედით დაეხეტებოდნენ.

საინტერესოა, რომ მკვლევრებმა იპოვეს უკანასკნელი გამყინვარების ხანის მრავალი ქმნილების ნამარხი. მათ შორისაა გიგანტური ზარმაცები და დათვები,  სპილოს მსგავსი ცხოველი – გომფიტერი.

მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, მღვიმე იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე მოსალოდნელია და ბევრად უფრო საინტერესო არტეფაქტებიც გააცნოს კაცობრიობას.

 

წყარო: ScienceAlert

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიასაქართველო

გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დიონური დასახლების საკულტო ნაგებობის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

უნიკალური აღმოჩენა – გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დიონური დასახლების საკულტო ნაგებობის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი, შოთა მამულაძე ვარაუდობს, რომ ფრაგმენტები სავარაუდოდ ძვ.წ. აღრიცხვის მე-VIIl-ე, მე-VII- ე საუკუნეებით თარიღდება.

პროცესებს დღეიდან არქეოლოგები აკვირდებიან. სპეციალისტები კი სამუშაოებს ზაფხულში დაიწყებენ.

ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციისას თიხის მილიც იპოვეს.

​გონიოელები ამბობენ, რომ სამუშაოების პროცესში მილი დაინახეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თიხის მილი გონიოს ციხესთან გადის, რომელიც ქუჩიდან მოშორებით მდებარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, წლის განმავლობაში, არქეოლოგიური სამუშაოებისთვის 85 ათას ლარს ხარჯავს.

წყარო: http://ajaratv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკვლევები

ჰობიტები თანამედროვე ადამიანთან შეჯახების შედეგად განადგურდნენ

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ადამიანის გადაშენებული სახეობა – ,,ჰობიტი” მშობლიური ფლორენსიენსის კუნძულიდან იმაზე ადრე გაქრა, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ და, სავარაუდოდ, ამ საქმეში თანამედროვე ადამიანის წინაპრის ხელი ურევია. 
მკვლევარებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მათ ხელახლა გამოთვალეს ჰომო ფლორენსიენსის (Homo Floresiensis) სახეობის ძვლები, რომელიც ინდონეზიის ფლორენსის კუნძულზე აღმოაჩინეს, და დაადგინეს, რომ იგი დაახლოებით 50,000 წლის წინ გადაშენდა და არა 12,000 წლის წინ, როგორც ამას მანამდე ვარაუდობდნენ.
2003 წელს ჰობიტების აღმოაჩინა სამეცნიერო სენსაციად იქცა. გამოთვალეს ჰომო ფლორენსიენსი დაახლოებით 106 სმ სიმაღლის იღო. გააჩნდა პატარა, შიმპანზის ზომის ტვინი, გამოიყენებდა ქვის იარაღებს.
მეცნიერების განცხადებით, მათ ჯერჯერობით არ გააჩნიათ იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ჰობიტები ჰომო საპიენსებს გადაეყარნენ, თუმცა ამ დროისთვის თანამედროვე ადამიანის წინაპარი დაახლოებით იმ პერიოდისთვის რეგიონის სხვა კუნძულებზე უკვე იმყოფებოდა და ავსტრალიას დაახლოებით 50, 000 წლის წინ მიაღწია.
ავსტრალიის უნივერსიტეტის გეოქრონოლოგისტ ბერტ რობერტსის განცხადებით, შესაძლოა ჰომო საპიენსმა ჰობიტების გადაშენებაში გარკვეული როლი ითამაშა და ეს საკითხი შემდგომი კვლევების საგნად უნდა იქცეს.
2007 -2014 წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად მეცნიერებმა ჰომო ფლორენსიენსების ძვლებისა და ნაშთების ნალექი  ხელახლა შეაფასეს.
აღმოჩნდა, რომ ჰობიტების ჩონჩხის ნაშთები 60,000 -100,000 წლის იყო, მათი ქვის იარაღები კი – 50,000- 190,000 წლის.
გონიერი ადამიანი ანუ ჰომო საპიენსი (თამანედროვე ადამიანის წინაპარი) აფრიკაში პირველად დაახლოებით 200,000 წლის წინ გამოჩნდა და ამის შემდეგ გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 15 16 17 18 19 20
Page 17 of 20