close
რქეოლოგიას საინტერესოავლევებისოფლიო

მექსიკის წყალქვეშა მღვიმეში მაიას ცივილიზაციის სიწმინდეები აღმოაჩინეს

021-underwater-cave-sac-actun-maya-mexico-3-1519230649

რამდენიმე თვის წინ მექსიკაში მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს, რომელიც 347 კილომეტრზეა გადაჭიმული. იქვე გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ აქ ჩაძირული უნდა ყოფილიყო ანტიკური მაიას ცივილიზაციის მრავალი არქეოლოგიური არტეფაქტი. სავარაუდოდ, ეს ჰიპოთეზა გამართლდება, რადგანაც, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მღვიმე შედგება თითქმის 250 სენოტისა (ბუნებრივი მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი) და 198 არქეოლოგიური ძეგლისგან, რომელთაგანაც 140 მაიას ცივილიზაციას ეკუთვნის.
მყვინთავებმა აღმოაჩინეს ადამიანთა ნაშთები, რომელთა ასაკიც, დაახლოებით, 9000 წელია, ასევე – კერამიკა, კედლის გრავიურები, მაიას ვაჭრობის ღმერთის საკურთხეველი და კიბის სტრუქტურები. მკვლევარ გილერმო დე ანდას ვარაუდით, აქ ადამიანები, კლიმატის გაუარესების დროს, წყლის პოვნის იმედით დაეხეტებოდნენ.

საინტერესოა, რომ მკვლევრებმა იპოვეს უკანასკნელი გამყინვარების ხანის მრავალი ქმნილების ნამარხი. მათ შორისაა გიგანტური ზარმაცები და დათვები,  სპილოს მსგავსი ცხოველი – გომფიტერი.

მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, მღვიმე იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე მოსალოდნელია და ბევრად უფრო საინტერესო არტეფაქტებიც გააცნოს კაცობრიობას.

 

წყარო: ScienceAlert

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid