close
სასაფლაო ეგვიპტე

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა აქამდე უცნობი ნეკროპოლისი აღმოაჩინეს, რომელიც ასწლეულების განმავლობაში ხელუხლებელი იყო.

2 000-ზე მეტი წლის სასაფლაო ფარაონული გვიანი პერიოდით თარიღდება და, სულ მცირე, 8 სამარხს შეიცავს, თითოეულ მათგანში კი რამდენიმე  სარკოფაგია.

კაიროს სამხრეთით ახლად აღმოჩენილი მიწისქვეშა საფლავის კომპლექსი ხმუნის ნეკროპოლისიდან  ექვს კილომეტრში მდებარეობს.

გათხრები გასული წლის ბოლოს დაიწყო. მკვლევართა ჯგუფი ეძებდა  უძველესი ეგვიპტის მე-15 ადმინისტრაციულ განყოფილებას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თოტის ქურუმის ერთ-ერთი საფლავი – იბისისთავიანი სიბრძნის, არბიტრაჟის, დამწერლობის, მეცნიერების, ჯადოსნობისა და გარდაცვლილთა განაჩენის ღმერთი.

საფლავში აღმოჩენილ იეროგლიფებზე ქურუმი მოხსენიებულია, როგორც – Djehuty-Irdy-Es, ასევე, როგორც ,,დიდი ხუთიდან ერთ-ერთი”.

საფლავში ასევე აღმოჩნდა თაბაშირისგან დამზადებული რამდენიმე ქილა. ოთხ მათგანს ღმერთი ჰურუსის ოთხი შვილის თავი აქვს. მათში მუმიფიცირებული ქურუმის ორგანოები დღემდე კარგადაა შემონახული.

საფლავში ასევე აღმოჩენილია 1000-მდე მოსამსახურის თიხისგან გაკეთებული ფიგურა, რომლებიც ეგვიპტელ დიდგვაროვნებთან იმ მიზნით მოათავსეს, რომ იმ ქვეყნად  მომსახურებოდნენ.

მუმია შემკობილია ბრინჯაოს საყელოთი, რომელიც ასახავს ქალღმერთ Nut-ს, რომელიც იმ ქვეყნად ფრთებით ,,იცავდა” გარდაცვლილებს. მუმიაზე ასევე აღმოაჩინეს ლურჯ და-წითელმძივებიანი ძვირფასი ქვა, ბრინჯაოს მოოქროვილი ფილები, სპილოს ძვლითა და კრისტალით მორთული ორი თვალი და ნახევრად ძვირფასი ქვების ოთხი ამულეტი.

სასაფლაოში 13 საფლავი იყო. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი საფლავი დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნის; საერთო ჯამში, კომპლექსში 8 საფლავი და 40 სარკოფაგი აღმოაჩინეს.

 

წყარო: ttps://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2