close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოქიმია

ტყლარწში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აღმოაჩინეს

საკმაოდ პოპულარულ ტყლარწში საშიში ნივთიერება – ბორაკი აღმოაჩინეს. დიდი ბრიტანეთისა და აშშ რამდენიმე სკოლაში ტყლარწის გაყიდვა უკვე აიკრძალა.

ეს ის ნივთიერებაა, რომელსაც შეიცავს საოჯახო ქიმიის ნაწარმი – მას ლაქების ამომყვან სითხეებსა და ფხვნილებში იყენებენ.

გარდა ამისა – ტყლარწი წებოსა და საღებავსაც შეიცავს. ამ სამი ნივთიერების კომბინაცია კი – დამწვრობასა და ბევრ უკუჩვენებას იწვევს.

კვლევების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მშობლებმა სააკუთარი ბავშვებს ხელებზე დამწვრობა აღმოაჩინეს.

წყარო: The Guardian

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამანქანათმშენებლობატექნოლოგიები

„BMW-ს მომავლის მიმართულება“ –ახალი ინოვაციური პროდუტი

კომპანია ,,BMW–მ“ წარადგინა ახალი პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა ახალი ფუნქციებითაა გამორჩეული, რაც, შესაძლოა, აქამდე  არც გაგიგონიათ.

ახალ ავტომობილს შეუძლია თავისით მიგიყვანოთ დანიშნულების ადგილას, რომელსაც მიუთითებთ ნავიგატორით, მას მართვის სამი რეჟიმი აქვს:

  1. მხოლოდ მძღოლი მართავს;
  2. დამხმარე სისტემები, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან არიდებაში მოგეხმარებათ;
  3. მანქანა თავისით გადაადგილდება, თქვენ უნდა მიუთითოთ ადგილმდებარეობა და ის მიგიყვანთ, გაჩერდება შუქნიშანზე, მოუხვევს. თუ მას რაიმე პრობლემა შეექმნება – გადავა უსაფრთხო ადგილზე და გაჩერდება.

მანქანის ფუნქციების გასააქტიურებლად ჟესტები და სენსორი უნდა გამოიყენოთ, მისი მინიმალური ფასი, დაახლოებით, 140 ათასი დოლარიდან დაიწყება.

წყარო: inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა პოტენციურად დასახლებადი პლანეტა აღმოაჩინეს

გასული წლის თებერვალში ევროპელ ასტრონავტთა გუნდმა განაცხადა, რომ აღმოაჩინეს შვიდპლანეტიანი სისტემა, რომელიც ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის ახლომახლო მოძრაობს.

გარდა იმისა, რომ შვიდივე პლანეტა კლდოვანი იყო, სამი მათგანი TRAPPIST-1-ის სიცოცხლისთვის პოტენციურად ხელსაყრელ ზონაში მდებარეობს. იმ პერიოდიდან მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, არის თუ არა სიცოცხლე რომელიმე ამ პლანეტაზე.

კვლევები ორიენტირებული იყო იმაზე, აქვთ თუ არა ამ პლანეტებს ატმოსფერო, როგორია მათი შემადგენლობა და ინტერიერი.

ერთ-ერთი ბოლო კვლევა კოლუმბიის უნივერსიტეტის Cool Worlds Laboratory-ში ორმა მკვლევარმა ჩაატარა, რომლებმაც დაადგინეს, რომ TRAPPIST-1-ის ერთ-ერთ პლანეტას (TRAPPIST-1e) დიდი რკინის ბირთვი აქვს – ეს არის დასკვნა, რომელიც მეცნიერებს დაეხმარებათ იმის დადგენაში, არის თუ არა პლანეტაზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები.

კვლევა სახელწოდებით – „TRAPPIST-1e-ს დიდი რკინის ბირთვი აქვს“, გაბრიელ ენგლემენ-სუისამ და დევიდ კიპინგმა ჩაატარეს. მათ კვლევისთვის მანამდე ჩატარებული კვლევების მონაცემები გამოიყენეს. TRAPPIST-1-ის მასისა და რადიუსის პარამეტრების საშუალებით, თითოეული პლანეტის მაქსიმალური და მინიმალური ბირთვის რადიუსის ფრაქცია (CRF) განსაზღვრეს.

CRF-ის განსაზღვრის მეთოდს კიპინგი შემდეგნაირად აღწერს: ,,თუ თქვენ იცით მასა და რადიუსი ძალიან ზუსტად, ისევე როგორც TRAPPIST-1-ის სისტემის შემთხვევაში, შეგიძლიათ ის თეორიულად განსაზღვრულ ინტერიერის სტრუქტურის მოდელებს შეადაროთ.

პრობლემა ისაა, რომ ეს მოდელები, ზოგადად, მოიცავს ოთხ ფენას – რკინის ბირთვს, სილიკატურ მანტიას, წყლის ფენასა და მსუბუქ არამდგრად გარსს (დედამიწას აქვს მხოლოდ ორი მათგანი აქვს, მისი ატმოსფერო მასა და რადიუსზე უმნიშვნელოა).

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ TRAPPIST-1e-ის შემთხვევაში, მისი ბირთვი პლანეტის რადიუსის, სულ მცირე, 50 პროცენტი და მაქსიმუმ 78 პროცენტი უნდა ყოფილიყო. 

ეს მონაცემები რომ დედამიწისას შევადაროთ, სადაც შიდამყარი ბირთვი რკინისა და ნიკელისაა და გარეთხევადი კი – დამდნარი რკინა-ნიკელის, ის პლანეტის რადიუსის 55 პროცენტს შეადგენს.

TRAPPIST-1e-ის CRF-ის ზედა და ქვედა ზღვარის დადგენით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას მასიური ბირთვი უნდა ჰქონდეს, რომელიც დედამიწის მსგავსია.

ეს დასკვნა იმაზე მეტყველებს, რომ TRAPPIST-1-ის ერთ-ერთი პლანეტა – e – დედამიწას ყველაზე მეტად ჰგავს და, სავარაუდოდ, მას დამცავი  მაგნიტოსფერო აქვს.

კიპინგის განმარტებით, ამ დასკვნას დიდი მნიშვნელობა აქვს საცხოვრებლად ხელსაყრელი ეგზოპლანეტების აღმოჩენის თვალსაზრისით და, ამ მხრივ, TRAPPIST-1e-ი სიის თავში უნდა მოვაქციოთ.

,,პლანეტა დედამიწაზე უფრო პატარაა. ის მდებარეობს საცხოვრებლად ხელსაყრელ ზონაში და ახლა ვიცით, რომ დედამიწის მსგავსად დიდი რკინის ბირთვი აქვს. ისევე, როგორც დედამიწას, პლანეტას არ აქვს არამდგრადი გარსი. უფრო მეტიც, TRAPPIST-1 Proxima-ზე უფრო მშვიდი ვარსკვლავი ჩანს და, ჩემი აზრით, სიცოცხლის არსებობის შანსი TRAPPIST-1e -ზე უფრო მეტადაა, ვიდრე Proxima b -ზე,” – განაცხადა კიპინგმა.

აღსანიშნავია, რომ კიპინგი და მისი გუნდი აპირებენ ჩაატარონ კვლევები Proxima b-ის შესახებ, რათა დაადგინონ, აქვს თუ არა მას ატმოსფერო და რა რა შეიძლება იყოს მისი CRF-ი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალი კვლევების საშუალებით, რომლებსაც მომავალი თაობის ტელესკოპით ჩაატარებენ, კიდევ უფრო მეტს აღმოაჩენემ ამ სისტემის შესახებ და გაარკვევენ, არსებობს თუ არა ამ სისტემაში პოტენციურად დასახლებადი პლანეტა.

წყარო: http://sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ზეგავლენას ახდენს

ადამიანების უმრავლესობისთვის მათ წარმოსახვაში ხელოვნური ინტელექტი და რობოტები ჯერ კიდევ გამანადგურებელ მანქანებად არსებობენ, როგორც ფილმ „ტერმინატორის“ სერიებში.

თუმცა, სინამდვილეში, ხელოვნური ინტელექტი უკვე რეალურად არსებობს ჩვენ შორის – თუმცა, გადაჭარბებული წარმდგენისგან განსხვავბით, ის ჩვენს დასახოცად არაა შექმნილი. ალბათ ამჩნევთ, რომ ჩვენი კომპიუტერები, სმარტფონები ბევრად ჭკვიანები და სწრაფები არიან ჩვენზე და დღითი დღე ვითარდებიან. ეს ყველაფერი კი – გაუმჯობესებული ტექნოლოგიები, სწორედ ხელოვნური ინტელექტის დამსახურებაა.

მაიკლ მაკქუინი ,,Entrepreneur.com–ზე“ გამოქვეყნებულ ერთ–ერთ სტატიაში ამბობს, რომ ის გააოგნა ფაქტმა, როდესაც იგრძნო, რომ თავისი ტელეფონი უჩვეულო ოპერაციას ასრულებდა, მას სჭირდებოდა სურათი, რომლის მოძებნასაც ვერ ახერხებდა, შემდეგ – საძიებო სისტემაში მან სცადა ჩაეწერა აღწერა, საოცარი რამ მოხდა, მას 3 ასოც კი არ ჰქონდა დაწერილი, როდესაც ტელეფონმა მისთვის სასურველი სურათი აჩვენა, გასაკვირი კი ის იყო, რომ ტელეფონის მფლობელს სურათებისთვის არასდროს არ დაურქმევია სახელები.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიტექნოლოგიები

თაგვი, რომელსაც ულტრაიისფერი ხედვა განუვითარეს

2012 წელს დოქტორმა მიგელ ნიკოლელისმა ჩაქუჩი დაარტყა შუშის ყუთს, რომელშიც იყო მოთავსებული ყველაფერი, რაც მსოფლიოზე ვიცოდით. მან შექმნა თაგვი სუპერმგრძნობიარე ორგანოთი და შესაძლებლობით – დაინახვოს ყველაფერი ულტრაიისფერ სპექტრში.
ნეიროპროტეზი, რომელიც შექმნა მეცნიერების ჯგუფმა, შედგებოდა 2 ნაწილისგან:
I – ეს არის ულტრაიისფერი სენსორი, რომელიც მაგრდებოდა თაგვის თავზე, როგორც ქუდი.
II – ეს არის კაბელი, რომელიც პირდაპირ უერთდებოდა თაგვის ტვინს. ანუ ტვინის იმ ნაწილს რომელიც მოქმედებს სხეულის შეგრძნებებზე.
როცა ეს ორი ნაწილი ჩართულია, თაგვს ეძლევა საშუალება, აღიქვას ულტრაიისფერი სხივები. მკვლევარებს დასჭირდათ დაახლოებით ერთი თვე, რომ თაგვი მიმხვდარიყო, თუ რას შეიგრძნობდა, საბოლოოდ, 30 დღის შემდეგ, მან შეძლო გაერკვია თუ საიდან მოდიოდა ეს შეგრძნება.სხვათა შორის, მან ახალ შეგრძნებასთან შეგუება დაიწყო.

წყარო: Theverge.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ჩაანაცვლებს თუ არა პლასტმასის ბოთლს ინოვაციური ბოთლი, რომელიც სამ კვირაში იშლება

ბრიტანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ერთჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი გამოიგონა, რომელიც სამ კვირაში იშლება.
ჯეიმს ლონგკროფტი ამ გამოგონების საშუალებით პლასტმასის ბოთლების ჩანაცვლებასა და მათი ნარჩენებისგან მსოფლიო ოკეანეების დაცვას ისახავს მიზნად.
ბოთლის – CH2OOSE-ის გარეშრე რეციკლირებული ქაღალდისგან მზადდება, ხოლო წყალგამძლე შიდაფენა შედგება კომპოზიტური მასალისგან, რომელიც მეცნიერმა თავად შექმნა.
ლონგკროფტი აცხადებს, რომ ბოთლის ფოლადის თავსახურიც დაახლოებით ნახევარ წელიწადში სრულად იშლება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პლასტმასის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, ლონგკროფტის გამოგონება ნამდვილ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს.
მეცნიერი, რომელიც ჯერჯერობით თავისი გამოგონების დაპატენტებას ელოდება, იმედოვნებს, რომ მისი ბოთლი ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება და ფასი დაახლოებით 1,2 აშშ დოლარი იქნება.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო ოკეანეებში 55 ტონა პლასტმასია. ივლისში BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბოლო 67 წელიწადში კაცობრიობამ 8,3 მილიარდი ტონა პლასტიკური მასალა შექმნა. ჟურნალ ,,Science Advances-ის” სამეცნიერო სტატიის მიხედვით, მხოლოდ 2015 წლისთვის, კაცობრიობამ 6,3 მილიარდი ტონა პლასტმასი გამოიყენა. მათგან ხელმეორე გამოყენებისთვის მხოლოდ 9% გადაამუშავეს, 12% კი დაწვეს. დარჩენილი ნაგავი ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირზე რჩება. დედამიწის ზედაპირზე პლანეტის მოსახლოება ყოველწლიურად დაახლოებით 300 ტონა პლასტმასის ნარჩენს ყრის, რომელიც ხელუხლებელი რჩება. ოკეანეში კი ამის გამო თევზები და წყლის ცხოველები იხოცება.

წყარო: https://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

საყიდლების კალათა, რომელიც თქვენს აზრებს კითხულობს

„Chaotic Moon Labs-მა“ თებერვალში ჩააატარა ცდა და წარმოადგინა საყიდლების კალათა, რომელიც აზრებს კითხულობს. იმისათვის, რომ კალათამ იმუშაოს, მომხმარებელი წინასწარ აგზავნის ტექსტურ შეტყობინებას., რის შემდეგადაც, კალათა ხვდება რომელი მომხმარებელი მიუახლოვდა. მასში დამონტაჟებული Kinectსისტემის დახმარებით, კალათა მიყვება მომხმარებელს და უჩვენებს სასურველი პროდუქტის ადგილმდებარეობას.

თუ მომხმარებელი არასწორად ირჩევს პროდუქტს, კალათა გამოსცემს სიგნალს.  მას კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს –  პროდუქტი, რომელიც კალათაში ხვდება, ავტომატურ სკანირებას გადის და თანხა სალაროსთან მისვლამდე შეგიძლიათ გადაიხადოთ.

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

,,ნასა” მარსის ბიძგების შესასწავლად ახალ მისიას იწყებს

,,ნასამ” ახალი კოსმოსური მისია – InSight-ი დაიწყო, რომლის მიზანი მარსის ინტერიერის გამოკვლევაა.

ლენდერი წითელი პლანეტის ზედაპირზე სეისმომეტრებს განათავსებს, რათა მარსზე არსებული ბიძგები გამოავლინოს და ამ გზით მისი გეოლოგია და შიდაწყობა გამოიკვლიოს.

InSight-ით კოსმოსში რაკეტა ,,ატლას 5″-ით გადაიტანეს, რომელიც კალიფორნიის ვანდენბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან შაბათს გაუშვეს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  InSight-ი წელიწადში 3 მაგნიტუდზე ნაკლები სიმძლავრის ათეულობით ბიძგს გამოავლენს. სეისმომეტრები ფრანგმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს.

,,დედამიწაზე მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული.  არ ვფიქრობთ, რომ ტექტონიკური პროცესები მარსზე აქტიურია, თუმცა ზუსტად არ ვიცით, ასე რომ, სეისმური ნიმუშის მოპოვება საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაგვეხმარება,”- აცხადებენ პროექტში ჩართული მეცნიერები.

მკვლევარებმა მიიჩნევენ, რომ მარსს ოდესღაც ჰქონდა თხევადი ბირთვი ჰქონდა, რასაც იქ წარმოქმნილი მაგნეტიზმი ამტკიცებს. InSight-ის რადიოაღჭურვილობის საშუალებით, მეცნიერებს სურთ დაადგინონ, არსებობს თუ არა ამ უძველესი სითხის კვალი წითელ პლანეტაზე.

,,თუ მოუხარშავ და მოხარშულ კვერცხს აიღებთ და გაარყევთ, ისინი სხვადასხვაგვარად იმოძრავებენ შიგნით სითხის სხვადასხვაგვარი გადანაწილების გამო. თუკი კოსმოსური ხომალდით სრულყოფილ გამოკვლევას ჩავატარებთ, დავადგენთ, როგორ ირხევა წითელი პლანეტა, რაც მარსის ბირთვის შესახებ ბევრ ინფორმაციას მოგვაწვდის,” – აცხადებენ მეცნიერები. 

მანამდე კი,  ,,InSight-ს“ წინ 6 თვის გზა აქვს 26 ნოემბრამდე, ანუ სანამ ,,ნასას” მარს ლენდერი წითელ პლანეტამდე მიაღწევს.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკომუნიკაციატექნოლოგიები

რა არის ინტერნეტი?

ინტერნეტი ერთმანეთთან სხვადასხვა გზით დაკავშირებული კომპიუტერების უზარმაზარი ქსელია. თავდაპირველად ინტერნეტი მცირე კომპიუტერული ქსელი იყო, რომელიც მე–20 საუკუნის 60–იან წლებში შექმნეს ამერიკელმა სამხედრო მეცნიერებმა, რათა ავარიულ შემთხვევებში ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება ჰქონოდათ. მეცნიერებმა თანდათან გააცნობიერეს, რომ დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო ქსელს და მის განვითარებაზე ზრუნვა განაგრძეს. ბევრი დიდი ორგანიზაცია უშუალოდ ინტერნეტს უკავშირდება. მაგრამ შედარებით პატარა მომხმარებლები ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინტერნეტს იყენებენ.
ინტერნეტი ადამიანებს საშუალებას აძლევთ მიიღონ განათლების უსაზღვრო რაოდენობა, გაიგონ ყველაფერი აწმყოს, წარსულისა და მომავლის შესახებაც კი.

წყარო: Vox.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამანქანათმშენებლობარობოტექნიკატექნოლოგიები

იაპონიაში გამომგონებლებმა ტრანსფორმერი შექმნეს

რობოტები უკვე აღარ არის გასაკვირი, მაგრამ მანქანა-რობოტი, როგორიც მხოლოდ ფილმებში გვაქვს ნანახი, უკვე რეალობად იქცა.
რობოტი, რომელიც ადამიანის მსგავსი რობოტიდან ტრასფორმირდება მანქანად – ალბათ ძნელად წარმოსადგენი იყო მსგავსი რობოტის შექმნა. იგი, დაახლოებით, 4 მეტრის სიმაღლისაა. როდესაც რობოტის ფორმაშია, როდესაც მანქანად გადაიქცევა, მას შეუძლია განავითაროს 60 კმ/სთ სიჩქარე.
უნდა გვეშინოდეს თუ არა იმის, რომ მოხდება მსგავსი კატასტროფა, როგორიც ფილმშია აღწერილი?! ბევრი ადამიანისთვის შიშის ფაქტორს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების გამოგონება, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მათ გარეშე განვითარება შეუძლებელია.

წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 70 71 72 73 74 99
Page 72 of 99