close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

“პანდემია აჩქარდა და გაახალგაზრდავდა” – თემურ მიქელაძის მიმართვა საზოგადოებას

ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, სოცილაურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

“პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად გაახალგაზრდავდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ქვეყნების დაბალ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად არასწორად დაყოფამ მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ახლა უკვე საქართველოშიც ვიმყოფებით მასობრივი გავრცელების ზღვარზე. არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც შეუძლია ჯაჭვის გაწყვეტა და მედიკამენტი, რომლითაც შეიძლება ვუმკურნალოთ. ერთადერთი საშუალება ეს არის ჩემი, თქვენი და თქვენი შვილების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა : სოციალური დისტანცირება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა #დარჩითსახლში! თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავიცვათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებიც, რომელთაც ეპიდემიის მასობრივი გავრცელების პირობებში 24 საათის განმავლობაში მოუწევთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. გთხოვთ, დარჩით სახლში” – წერს თემურ მიქელაძე.

წყარო : mshoblebi.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

10 ყველაზე ძვირადღირებული ნახატი

დღეს რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ნახატებს გადავავლოთ თვალი, აღმოვაჩენთ, რომ მათ შორის თანაბრადაა იმპრესიონიზმისა და ექსპრესიონიზმის, არტ ნუვოს მიმდევრებისა და რენესანსისდროინდელი მხატვრების ნამუშევრები. თუმცა, არც თანამედროვე შემოქმედებს აკლდებათ დიდება – მაგალითად, 2 წლის წინ ბასკიას ნამუშევარი 110 მილიონ დოლარად გაიყიდა.

რაც დრო გადის, მით უფრო იცვლება ყველაზე ძვირადღირებული ნახატების სია, ამჟამად კი პირველი 10 ნახატის ჩამონათვალი ამგვარია:

Salvator Mundi – ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩიმ ეს ნახატი 1500 წელს დახატა. მასზე რენესანსისდროინდელი სამოსით შემოსილი იესოა გამოსახული. 2017 წლის 15 ნოემბერს, ნიუ იორკში გამართულ ერთ-ერთ აუქციონზე იგი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Interchange – უილიამ დე კუნინგი

ამერიკული და გერმანული წარმოშობის მხატვარმა, უილიამ დე კუნინგმა, ეს ნახატი 1955 წელს ზეთით შეასრულა. მისი ზომები 2 მეტრი 1.75 მეტრზეა. საკმაო მოცულობის ნახატი 2015 წლის სექტემბერში 300 მილიონ დოლარად შეიძინეს.

Card Players – პოლ სეზანი

ზეთშივეა შესრულებული 1892 წლით დათარიღებული “კარტის მოთამაშეები”. იგი ცნობილი პოსტ იმპრესიონისტის, პოლ სეზანის პოპულარული ნამუშევარია. 2011 წლის აპრილში იგი 250 მილიონ დოლარად გაიყიდა.

When Will You Marry? – პოლ გოგენი

“როდის დაქორწინდები?” ცნობილი პოსტ იმპრესიონისტის, პოლ გოგენის ნამუშევარია. გოგენმა იგი 1892 წელს შეასრულა და მასზე ტაიტის მკვიდრები გამოსახა. 2014 წელს ეს ნახატი 210 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Number 17A – ჯექსონ პოლოკი

“ნომერი 17ა” ამერიკელი მხატვრის, ჯექსონ პოლოკის შემოქმედების ნაწილს წარმოადგენს. ეს მხატვარი თავისი აბსტრაქტული ექსპრესიონიზმითაა განთქმული. აღნიშნული ნახატი მან 1948 წელს შექმნა. 2015 წლის სექტემბერში კი იგი ქენეთ გრიფინმა 200 მილიონ დოლარად შეიძინა.

Wasserschlangen II – გუსტავ კლიმტი

წყალში მცხოვრები ქალები გუსტავ კლიმტმა 2-ჯერ დახატა და ერთ სერიაში გააერთიანა. ზემოთ ნაჩვენები ნახატი კი მათგან ერთ-ერთია. ეს ნახატი 1904-07 წლებით თარიღდება და ავსტრიელი მხატვრის ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ნამუშევარს წარმოადგენს. იგი დიმიტრი რიბოლოვლევმა 2013 წელს 183.8 მილიონ დოლარად შეიძინა.

No.6 (Violent, Green, Red) – მარკ როთკო

“ნომერი ექვსი” ამერიკულ-რუსული წარმომავლობის ექსპრესიონისტის, მარკ როთკოს ნამუშევარია. მან იგი 1951 წელს შეასრულა და სამ ფერს აერთიანებს. 2014 წლის აგვისტოში ნახატი 186 მილიონ დოლარად გაიყიდა.

portraits of Maerten Soolmans and Oopjen Coppit – რემბრანდტი

ცნობილი გერმანელი მხატვრის, რემბრანდტის ეს ნახატი მისი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევა. მასზე ორი ადამიანის პორტრეტია გამოსახული. მხატვარმა იგი 1634 წელს დახატა. 2015 წლის სექტემბერში კი ნახატი 180 მილიონ ევროდ გაიყიდა.

Les Femmes d’Alger (“Version O”) – პაბლო პიკასო

“ალჟირის ქალები” – ასე ჰქვია ცნობილი ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ნამუშევრების სერიას, რომელიც მან 1954-55 წლებში შექმნა. ზემოთ ნაჩვენები ნახატიც სწორედ ამ სერიიდანაა, იგი 1955 წლით თარიღდება. ნიუ-იორკის ერთ-ერთ აუქციონზე ეს ნამუშევარი 179.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Nu Couche – ამედეო მოდილიანი

ეს ნახატი 1917 წელს ცნობილმა იტალიელმა მხატვარმა, ამედეო მოდილიანმა დახატა და მას მერე მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს წარმოადგენს. 2015 წლის 9 სექტემბერს იგი ნიუ იორკში 170.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

წყარო: marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

„გარდიანი“ საქართველოს კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითად ასახელებს

ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ საქართველო კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეანელეს ან შეაჩერეს კორონავირუსის გავრცელება, საქართველოც მოხვდა, რადგან 3.7 მილიონი მოსახლის ფონზე, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების მხოლოდ სამი შემთხვევა ფიქსირდება და სამივე შემთხვევაში პაციენტებს თანდართული დაავადებები ჰქონდათ.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოს შემთხვევაში, კორონავირუსის გავრცელების შენელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის სწრაფი რეაგირება გახდა.

„საქართველომ დროულად დააწესა შეზღუდვები გადაადგილებაზე, მათ შორის,ჩინეთიდან ფრენები იანვრიდანვე შეაჩერა. შემთხვევების მცირე რაოდენობის მიუხედავად, საქართველომ მარტის დასაწყისშივე დაკეტა ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები“, – წერს „გარდიანი“.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

შესაძლებელია თუ არა N95 პირბადეების სრულყოფილად დეზინფექცია და ხელახალი გამოყენება?

COVID -19 პანდემიის გამო პირბადეების დეფიციტით გამოწვეული გამოწვევების წინაშე დღეს მთელი მსოფლიო აღმოჩნდა.
არსებობს ოორი სახის პირბადე – N95 და ქირურგიული, თხელი პირბადე. N95-ს აქვს მაღალი დაცვითი ფუნქცია და მას ძირითადად მას სამედიცინო პერსონალი იყენებს.
ქირურგული პირბადის ხელახალი გამოყენება ინფექციისგან ვერ დაგვიცავს, მრავალჯერადობა ვრცელდება მარტო N95-ზე, ანუ მაღალი დაცვის რესპირატორებზე და ისიც ერთჯერადი უნდა იყოს, თუმცა დეფიციტის შემთხვევაში შესაძლებელია ხელმეორედ გამოყენება.
რა საშუალებებით ხდება N95 პირბადის დეზინფექცირება და რამდენად ეფექტურია ეს საშუალებები?
ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორი ჯიმ მოლი, რომელიც ეროვნული სადეზინფექციო მეთოდების ცნობილი ექსპერტია, აცხადებს, რომ ულტრაიისფერი სხივები, მაღალი ტემპერატურა და აორთქლებული წყალბადის ზეჟანგი ყველაზე ცნობილი განხორციელებადი პრაქტიკებია და მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან გამოსავალს ვერ გვთავაზობენ, სწორად გამოყენების შემთხვევაში ისინი საგანგებო სიტუაციაში ეფექტური საშუალებებია.
ჯიმ მოლის განმარტებით, როგორც ულტრაიისფერი სხივების, ასევე აორთქლებული წყალბადის ზეჟანგის გამოყენებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა დეზინფექცირებაზე მოთხოვნა იმდენად დიდია და იმდენად იზრდება როგორც მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე საავადმყოფოებში, ლაბორატორიებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებში, რომ ყველა არსებული საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს.

„როდესაც სამყაროში ყველაფერი კარგადაა, პირბადე ერთხელ უნდა გამოიყენო და გადააგდო, მაგრამ პანდემიის პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სისტემები საჭირო მარაგების დეფიციტს განიცდიან და მედიკოსების დაინფიციებისგან დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ულტრაიისფერი სხივები, მაღალი ტემპერატურა და აორთქლებული წყალბადის ზეჟანგი პერსონალური დაცვის საშუალებების დეზინფექციის ალტერნატიული საშუალებებია,“- აცხადებს პროფესორი მოლი.

ის დეზინფექციის ულტრაიისფერი სხივების საშუალებით განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ UV სხივები აზიანებენ ვირუსისა და ბაქტერიის დნმ-სა და რიბო ნუკლეინის მჟავას, რის გამოც მათ რეპლიკაცია ან დამიანის უჯრედის დაინფიცირება აღარ შეუძლიათ.

პროფესორი ხაზს უსვამს, რომ სრულფასოვანი დეზინფექციის ჩატარებისთვის აუცილებელია ერკვეოდეთ რადიოაქტიური გამოსხივების ინტენსივობა, უნდა იცოდეთ, რა დრო არის საკმარისი დეზინფექციისთვის და ასევე, უნდა ერკვეოდეთ დეზინფექციისთვის განკუთვნილ ხელსაწყოში.

ჯიმ მოლი განმარტავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დეზინფექციისას პირბადე შიგნიდანაც და გარედანაც სუფთა იყოს, რადგან მასზე მოცხებულმა თუნდაც უმნიშვნელო ოდენობის კოსმეტიკურმა საშულებამ, შესაძლოა, ულტრაიისფერ სხივს პირბადის სრულყოფილი დეზინფექციის განსახორციელებლად ხელი შეუშალოს.

წყარო : seacoastonline.com

მასალა მოამზადა :  თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოამათემატიკა

“მთელი ცხოვრება ვანგრევ მითს, რომ მათემატიკა რთული საგანია…” – მასწავლებელი, რომლის გაკვეთილმაც ფურორი მოახდინა

ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როდის განახლდება პანდემიის გამო შეწყვეტილი სწავლის პროცესი, რომელიც ონლაინსწავლებით ჩანაცვლდა. მაგრამ, მიუხედავად, იმისა, რომ ცოცხალ ურთიერთობებს ვერაფერი შეცვლის, პროფესიონალი და საყვარელი მასწავლებლები ონლაინსწავლებაშიც საოცრად მომხიბვლელები აღმოჩნდნენ. მათთვის, ვისაც ინტერნეტზე არ მიუწვდება ხელი, “საზოგადოებრივი მაუწყებლობის” მეორე არხზე დაიწყო ტელეგაკვეთილები. შეიძლება ითქვას, რომ პირველივე დღეს ფურორი მოახდინა გოგი ლაზრიშვილის, იგივე “ცვანციკა მასის” მათემატიკის გაკვეთილმა. ასეულობით მშობელი წერს, შვილების აღფრთოვანებაზე და იქვე ამატებენ, – თურმე მათემატიკა რა ადვილი და
საინტერესო ყოფილა, გაკვეთილს ჩვენც ვერ მოვწყდითო…
გოგი ლაზრიშვილი:

– ვერავინ წარმოიდგენს ჩემთვის რა ბედნიერებაა, როდესაც მეუბნებიან, – შენი გაკვეთილი მოგვეწონა, ჩემმა შვილმა თქვენი წყალობით ყველაფერი კარგად გაიგოო. ყველაზე ბედნიერი ამ დროს ვარ. თუმცა მთავარი ის არის, რომ ონლაინგაკვეთილებმა მიაღწიოს იმ მიზანს, რისთვისაც შეიქმნა, – ყველა ბავშვმა

შეძლოს სწავლა. ამისთვის კი ისე უნდა დააინტერესო, რომ გისმინონ, არ მოგშორდნენ. არასოდეს ვყოფილვარ მომხრე, რომ ბავშვი ეკრანს მიეჯაჭვოს და არც ახლა ვარ, მაგრამ ზომიერად, ეს აუცილებელია, მით უფრო ამ ეტაპზე.

რამდენიმე დღეა მოსწავლეების დისტანციური სწავლების ერთ-ერთ გზად ტელესკოლა იქცა. მართალია, ეს პროექტი სულ ახალი დაწყებულია, ამის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ პირველივე დღეს ფურორი მოახდინა გოგი ლაზრიშვილის, იგივე “ცვანციკა მასის” მათემატიკის გაკვეთილმა. ასეულობით მშობელი წერს, შვილების აღფრთოვანებაზე და იქვე ამატებენ, – თურმე მათემატიკა რა ადვილი და
საინტერესო ყოფილა, გაკვეთილს ჩვენც ვერ მოვწყდითო…
– არა მხოლოდ ბავშვები, უამრავი მშობელიც გწერთ, – რა ბედნიერებაა, რომ თურმე რა მარტივი და რა კარგი ყოფილა მათემატიკა,გაკვეთილის დამთავრება არ გვინდოდაო…

– ეს შეფასებაა ჩემთვის პრემიაც არის და ღირსების ორდენიც. მთელი ცხოვრებაა იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ მათემატიკა სულაც არ არის რთული და ყველამ შეიძლება ისწავლოს! და უნდა ისწავლოს იმიტომ, რომ მათემატიკა გვასწავლის ლოგიკურ აზროვნებას, რაც ასე საჭიროა ცხოვრების პრობლემების გადასალახად.

მაგრამ საქმე იმაშიც არის, რომ დღეს მათემატიკის სწავლას და არა მხოლოდ, ხელს უშლის ის სირთულეები და წიაღსვლები, რაც ჩვენს სახელმღვანელოებშია. გენიალობა სიმარტივეშია! როდესაც თუნდაც მეხუთეკლასელებისთვის ვწერდი ონლაინკაგვეთილებს და რამდენიმე სახელმძღვანელოს ერთად გადავხედე, უფრო მძაფრად ვიგრძენი, რომ ასეთ “წიაღსვლებში” ბავშვი იკარგება. სჯობს, ბავშვმა ცოტა იცოდეს, მაგრამ ის ძირითადი

იცოდეს, რაც ყველგან გაუღებს კარს. არ არის სავალდებულო ყველა მათემატიკოსი გამოვიდეს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს მათემატიკის “ანი” და “ჰოე”!
– არადა, მათემატიკა ტრადიციულად რთულ საგნად მიიჩნევა…

– ეგ მითია და მთელი ცხოვრება ვცდილობ, მაგ მითის დამსხვრევას. რას ჰქვია, რომ მათემატიკას ყველა ბავშვი ვერ ისწავლის! ვინ იცის, რამდენი მშობელი მოსულა ჩემთან და დაახლოებით ასეთი რამ დაუჩივლია, – მე მხატვარი ვარ, ჩემი მეუღლე მუსიკოსი, აბა, ჩვენს შვილს მათმატიკის შესწავლის ნიჭი საიდან ექნება, გენეტიკა არ უწობს ხელსო… არადა, ეს აბსურდია. მთავარია, მასწავლებელი “ჩაუჯდეს” და ბავშვი გაიყოლოს მათემატიკის ძალიან საინტერესო გზაზე. უთხრას, – მოდი აქ, ნახე რა საინტერესოა, ჩემთან ერთად დაიწყე ფიქრი, ჩემთან ერთად “იფუსფუსე” და ერთად ვნახოთ, რამხელა აზარტია, როდესაც სწორ პასუხს მიიღებო! აი, როდესაც ბავშვი მათემატიკაში სწორ პასუხს იღებს და სახე უბრწყინავს, სწორედ ეს გვაძლევს ყველაზე ლამაზად პასუხს იმაზე, რა არის მათემატიკას და რაში გვჭირდება, რას ნიშნავს მისი სწავლა.
სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ენტონი ფაუჩი: შეიძლება, კორონავირუსმა სეზონური ხასიათი შეიძინოს

ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსმა, შეიძლება, სეზონური ხასიათი შეიძინოს. როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, თუკი მსოფლიო შეძლებს, პანდემია გააკონტროლოს, „ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ვირუსმა მომავალ სეზონამდე ძალა დაკარგოს“.

ეს განცხადება იმასაც ნიშნავს, რომ covid-19-ის ბოლომდე დამარცხება შეუძლებელია, თუმცა ვირუსის სეზონური ბუნება, თუ ის გამოვლინდა, მსოფლიოს სერიოზულ დროს მოაგებინებს.

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რადგან ვირუსს ამ პლანეტას ბოლომდე ვერ მოვაშორებთ, ახალ სეზონზე ვირუსის მოქმედება შეიძლება განახლდეს”, – აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ამერიკის ფედერალური მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ვაქცინის შექმნა დაჩქარდეს.

“იმედი გვაქვს, რომ თუ ვირუსის მოქმედება მართლაც განახლდება, ჩვენ მას გაცილებით მზად დავხვდებით – მკურნალობის ისეთი მეთოდებით და საშუალებებით, რაც აქამდე არ გვქონდა”, – აცხადებს ფაუჩი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მუშაობა 40-ზე მეტ ვაქცინაზე მიმდინარეობს. მათ ნაწილს უკვე ადამიანებზე ცდიან. ფაუჩის შეფასებით, აშშ-ს ვაქცინის შესაქმნელად 12-18 თვე დასჭირდება.

ყველა შეფასებით, ეს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია, თუმცა, ბიზნესი, როგორც ჩანს, ფაუჩის პროგნოზს ენდობა, რადგან მაგალითად, ბილ გეითსმა, უკვე დაიწყო ადრეული ექსპერიმენტების ფინანსური მხარდაჭერა.

წყარო : bm.ge 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულების სიკვდილიანობა რეკორდულად დაეცა

იტალიაში ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID 19-ს 525 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 19 მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ჰოსპიტლებში იმყოფება ან ვისაც ინტენსიური მკურნალობა ესაჭიროება.

იტალიაში ინფიცირების 124 632 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 362 პაციენტი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოა

ჩერნობილში რადიოაქტიური ტყე იწვის

ხანძარი გაჩნდა უკრაინის აკრძალულ ზონაში. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ 20 ჰექტარზე რადიოაქტიური ტყე იწვის.

უკრაინის ხელისუფლებამ ადგილზე 90-მდე მეხანძრე-მაშველი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს.

ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ვერტმფრენი და ორი წყლისშემაგროვებელია ჩართული..

ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის ავარია 1986 წლის აპრილში მოხდა. მას შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებები მიმოიფანტა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

”იტალიაში სიცოცხლე ბრუნდება” – 21 ათასი ადამიანი ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა

იტალიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 21 000-ს ადამიანზე მეტია. თუ გამოჯანმრთელებულთა ზრდა ასე გაგრძელდება, ექსპერტი პროგნოზირებენ რომ ვირუსი იტალიაში უკვე მალე დასრულდება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაკვლევები

Diamond Princess-ზე კორონავირუსის რნმ-ი მგზავრებისგან დაცლის დღიდან 17 შემდეგ აღმოაჩინეს

საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, მგზავრებისგან დაცლის დღიდან 17 დღის გასვლის შემდეგ ექსპერტებმა კორონავირუსის რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) აღმოაჩინეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ზედაპირზე იმაზე ხანგრძლივად რჩება, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მკვლევარები აცხადებენ, რომ რიბონუკლეინის მჟავა, იმ ვირუსის გენეტიკური მასალა, რომელიც COVID-19-ს იწვევს, დეზინფექციის ჩატარებამდე გემის იმ კაბინების ზედაპირებზე აღმოაჩინეს, რომლებშიც სიმპტომატური ინფიცირებული მგზავრები იმყოფებოდნენ ასევე იმათშიც, რომლებშიც ასიმპტომატური ინფიცირებული მგზავრები იყვნენ განთავსებული.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა პრევენციის ცენტრის განმარტებით, მეცნიერებს უჭირთ იმის განსაზღვრა, გავრცელდა თუ არა კორონავირუსი ლაინერზე დაბინძურებული ზედაპირის გზით.
„კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, მოხდა თუ არა გადაცემა დაბინძურებული ზედაპირის საშუალებით, თუმცა კვლევის შედეგები გვკარნახობს, რომ აუცილებელია შემდგომი კვლევის ჩატარება იმის დასადგენად, ვრცელდება თუ არა საკრუიზო გემებზე კორონავირუსი ფომიტებიდან (დაბინძურებული საგნებიდან),“- ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა პრევენციის ცენტრის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 17 მარტის მონაცემებით, კრონავირუსი 25 საკრუიზო გემზე აღმოაჩინეს.
რაც შეეხება Diamond Princess-ს, შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში 4 თებერვალს დააკავეს და მასზე ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადეს, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელმაც აღნიშნული გემით მანამდე იმგზავრა, კორონავირუსი აღმოაჩნდა. გემზე, რომლის ბორტზე 3 700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, COVID-19-ი 700-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

წყარო : cnbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 42 43 44 45 46 99
Page 44 of 99