close
ეს საინტერესოა

შესაძლებელია თუ არა N95 პირბადეების სრულყოფილად დეზინფექცია და ხელახალი გამოყენება?

COVID -19 პანდემიის გამო პირბადეების დეფიციტით გამოწვეული გამოწვევების წინაშე დღეს მთელი მსოფლიო აღმოჩნდა.
არსებობს ოორი სახის პირბადე – N95 და ქირურგიული, თხელი პირბადე. N95-ს აქვს მაღალი დაცვითი ფუნქცია და მას ძირითადად მას სამედიცინო პერსონალი იყენებს.
ქირურგული პირბადის ხელახალი გამოყენება ინფექციისგან ვერ დაგვიცავს, მრავალჯერადობა ვრცელდება მარტო N95-ზე, ანუ მაღალი დაცვის რესპირატორებზე და ისიც ერთჯერადი უნდა იყოს, თუმცა დეფიციტის შემთხვევაში შესაძლებელია ხელმეორედ გამოყენება.
რა საშუალებებით ხდება N95 პირბადის დეზინფექცირება და რამდენად ეფექტურია ეს საშუალებები?
ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორი ჯიმ მოლი, რომელიც ეროვნული სადეზინფექციო მეთოდების ცნობილი ექსპერტია, აცხადებს, რომ ულტრაიისფერი სხივები, მაღალი ტემპერატურა და აორთქლებული წყალბადის ზეჟანგი ყველაზე ცნობილი განხორციელებადი პრაქტიკებია და მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან გამოსავალს ვერ გვთავაზობენ, სწორად გამოყენების შემთხვევაში ისინი საგანგებო სიტუაციაში ეფექტური საშუალებებია.
ჯიმ მოლის განმარტებით, როგორც ულტრაიისფერი სხივების, ასევე აორთქლებული წყალბადის ზეჟანგის გამოყენებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა დეზინფექცირებაზე მოთხოვნა იმდენად დიდია და იმდენად იზრდება როგორც მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე საავადმყოფოებში, ლაბორატორიებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებში, რომ ყველა არსებული საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს.

„როდესაც სამყაროში ყველაფერი კარგადაა, პირბადე ერთხელ უნდა გამოიყენო და გადააგდო, მაგრამ პანდემიის პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სისტემები საჭირო მარაგების დეფიციტს განიცდიან და მედიკოსების დაინფიციებისგან დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ულტრაიისფერი სხივები, მაღალი ტემპერატურა და აორთქლებული წყალბადის ზეჟანგი პერსონალური დაცვის საშუალებების დეზინფექციის ალტერნატიული საშუალებებია,“- აცხადებს პროფესორი მოლი.

ის დეზინფექციის ულტრაიისფერი სხივების საშუალებით განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ UV სხივები აზიანებენ ვირუსისა და ბაქტერიის დნმ-სა და რიბო ნუკლეინის მჟავას, რის გამოც მათ რეპლიკაცია ან დამიანის უჯრედის დაინფიცირება აღარ შეუძლიათ.

პროფესორი ხაზს უსვამს, რომ სრულფასოვანი დეზინფექციის ჩატარებისთვის აუცილებელია ერკვეოდეთ რადიოაქტიური გამოსხივების ინტენსივობა, უნდა იცოდეთ, რა დრო არის საკმარისი დეზინფექციისთვის და ასევე, უნდა ერკვეოდეთ დეზინფექციისთვის განკუთვნილ ხელსაწყოში.

ჯიმ მოლი განმარტავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დეზინფექციისას პირბადე შიგნიდანაც და გარედანაც სუფთა იყოს, რადგან მასზე მოცხებულმა თუნდაც უმნიშვნელო ოდენობის კოსმეტიკურმა საშულებამ, შესაძლოა, ულტრაიისფერ სხივს პირბადის სრულყოფილი დეზინფექციის განსახორციელებლად ხელი შეუშალოს.

წყარო : seacoastonline.com

მასალა მოამზადა :  თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0