close

ეს საინტერესოა

დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

უჩვეულო ყინვის გამო საფრანგეთში ვენახებს ცეცხლით ათბობენ

საფრანგეთის ზოგიერთ რაიონში უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურის გამო, რომელიც ვაზს ემუქრება, ვარაუდობენ, რომ მინიმუმ 2021 წლის მოსავლის მესამედი განადგურდება, რაც მეღვინეებს 2 მილიარდი ევრო დაუჯდებათ.
ფერმერებმა ყველა მეთოდი გამოიყენეს მოსავლის გადასარჩენად. ზოგიერთ რაიონში ვენახის 90% განადგურდა, დაზარალდა ასევე ხილის კულტურაც. ის ფერმერები, რომელთაც არ ჰქონდათ სპეციალური ტექნიკა ვენახის გასათბობად გადაწყვიტეს ვენახი ცეცხლით გაეთბოთ, ნაწილმა თივის ზვინები დაწვა ვენახის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსავლის გადასარჩენად შესაძლოა საკმარისი არც ეს გაწეული შრომა იყოს და დიდი რაოდენობით მოსავალი განადგურდეს. კვამლის გავრცელების და დაბინძურების გამო კი ახლომდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან მოსახლეობამ ჩივილი დაიწყო.
30 წლის განმავლობაში მეღვინეები შესაძლოა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, უკანასკნელად ტემპერატურის მსგავსი დაცემა 1991 წელს მოხდა. ისინი აღნიშნულს ტრაგედიად აფასებენ, რადგანაც საფრანგეთის უდიდეს საექსპორტო ინდუსტრიას ემუქრება საფრთხე.
COVID19-ის გამო ღვინის ბაზრობამ მძიმე დარტყმა აქამდეც განიცადა და ღვინის დამოუკიდებელი მწარმოებლებიც დააზარალა, რამაც შესაბამისად საერთაშორისო ექსპორტზეც იქონია გავლენა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

რა არის ოქროს პასპორტი?

ოქროს პასპორტი არის სპეციალური საბუთი, რომელიც მიიღება ინვესტიციის პროგრამების საფუძველზე და საშუალებას იძლევა გაიცეს ინვესტორებზე და მათ ოჯახებზე. დღესდღეობით, ათამდე ქვეყანა სთავაზობს  ოქროს პასპორტს ინვესტორებს, მათ, ვინც ინვესტიციებს დებენ ამ ქვეყნებში.

მარტივად რომ ვთქვათ, ოქროს პასპორტი არის სტატუსი, თავისუფლება, მოქალაქეობა, პრივილეგია ინვესტიციების სანაცვლოდ. მრავალჯერადი პასპორტი განკუთვნილია მსოფლიოს ელიტარული მოსახლეობისთვის და ორმაგი მოქალაქეობის უფლებასაც ანიჭებს მათ.

გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ოქროს პასპორტი გაუქმდება, თუკი თაღლითობასა და უკანონო  ქმედებაში იქნება ინვესტორი შემჩნეული. ასევე ის გაიცემა 5-დან 10 წლამდე ვადით სხვადასხვა ქვეყანაში. ოქროს პასპორტის ფასები იწყება 100,000 აშშ დოლარიდან.

ევროპაში ხუთი ქვეყანა გვთავაზობს ოქროს პასპორტს, მათგან 3 ევროკავშირის წევრია: მალტა(1 მლნ), კვიპროსი(2.5 მლნ), ბულგარეთი(1.1 მლნ), ხოლო ორი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა: მოლდოვა(125 000 აშშ დოლარი) და მონტენეგრო(400 000 აშშ დოლარი), ასევე 5 კარიბული, 2 აზიული და 1 წყნარ ოკეანული სახელმწიფო.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთი ულამაზესი კერძო კუნძული იყიდება

ალბათ ყველას მოგვინდებოდა ბაჰამის კუნძულებზე ერთი საკუთარი კუნძული გვქონდეს ულამაზესი ბუნებით, ხედით, სანაპირო ზოლით და ირგვლივ მხოლოდ ლურჯი ოკეანით.

წმინდა ანდრიუსის კუნძული(Little Ragged Island)  არის ყველაზე დიდი კუნძული კარიბის სამოთხიდან იმ კუნძულებს შორის, რომლებიც ამჟამად იყიდება. კუნძული 730 ჰექტარს მოიცავს, ირგვლივ მხოლოდ ოკეანე და ხელუხლებელი სანაპიროა. კუნძული შედარებით იზოლირებულია სხვა კუნძულებიდან, დანარჩენ მსოფლიოსთან დაკავშირება ნავით არის შესაძლებელი და ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულები კი 10 წუთის სავალზეა.

კერძო კუნძულის ღირებულება 19.5 მილიონი დოლარიდან დაიწყება, ის აუქციონზე გაიყიდება, რომელსაც აშშ-ს უძრავი ქონების კომპანია გაუძღვება. კომპანია აუქციონზე გასატან ნივთებს დიდი ყურადღებით არჩევს, მაგალითად, მოცემულმა კომპანიამ აშშ-ს ყველაზე ძვირადღირებული სახლი გაყიდა და კლიენტების სიასაც თავად აცხადებს, რომელთა ნაწილზე ნამდვილად ბევრი გვსმენია.

კუნძულების ბროკერები აცხადებენ, რომ კერძო კუნძულებზე მოთხოვნა გაიზარდა COVID-19-ის პერიოდში, ასევე ოქტომბერში New York Times-მა განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დატვირთული ბოლო ორი თვე იყო.

წყარო: CNN

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ყალბი ვაქცინების დამზადების გამო ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ადამიანები დააკავეს

COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე გაზრდილი კონკურენციის გამო, გაიზარდა ყალბი ვაქცინის დამზადების შემთხვევებიც. პოლიციამ ჩინეთის ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე დააკავა 80 ადამიანი, რომლებიც ყალბი ვაქცინის დამზადებით იყვნენ დაკავებულები, მათ ამოიღეს 3000 ყალბი ამპულა.

გარდა ჩინეთისა, 3 ჩინელი და 1 ზამბიელი დააკავეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იგივე ბრალდებით, გაუთენგის საწყობში 2400 ვაქცინის ყალბი დოზა და ყალბი ნიღბები აღმოაჩინეს.

ინტერპოლის გენერალური მდივნის, ურგენ სტოკის(Jürgen Stock) განცხადებით,  ეს არის ,,მხოლოდ აისბერგის წვერი“, რაც ეხება COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებულ დანაშაულს და ცხადია, როდესაც მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, მსგავსი დანაშაულების რაოდენობაც მოიმატებს.

გასულ თვეში, ჩინეთში ასევე დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფი, ისინი მარილიან ხსნარსა და მინერალურ წყალს ყიდნენ, როგორც COVID19-ის ვაქცინას. ვაქცინების კონტრაბანდის ნაწილი საზღვარგარეთ იგზავნებოდა, თუმცა ზუსტი ადგილი ცნობილი არ არის.  კონგმა და მისმა გუნდმა საერთო ჯამში 2,78 მილიონი აშშ დოლარის მოგება ნახეს.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

განა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც COVAX-ის პროგრამის ფარგლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო

განა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVAX-ის პროგრამის ფარგლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო.

ქვეყნის დედაქალაქში, აკრაში, AstraZeneca-ს ვაქცინის 600 000 დოზა ჩაიტანეს.

“დღეს აღინიშნება ის ისტორიული მომენტი, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავდით და ვმუშაობდით. პირველი დოზების გადაზიდვით, ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ COVAX-ის სქემით გათვალისწინებული დაპირება, რაც ითვალისწინებს იმის უზრუნველყოფას, რომ ადამიანები, რომლებიც ნაკლებად მდიდარი ქვეყნებიდან არიან, სიცოცხლის მხსნელი ვაქცინების გარეშე არ დარჩნენ,“- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორი ჰენრიეტა ფორემ.

COVAX-ი გლობალური ინიციატივაა, რომლის მიზანი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობაა. პროექტი მსოფლიოს 92 ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდამდე დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.

წყარო : cnn.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

კორონავირუსის კიდევ ერთი სიმპტომი – თმის ცვენა

რა გავლენას ახდენს კორონავირუსი თმაზე – ამასთან დაკავშირებით ექიმი-დერმატოლოგი ნინო ლორთქიფანიძე, „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.

„გამოჩნდა კავშირი თმის ცვენასა და კორონავირუსს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ხალხს ეშინია კლინიკაში მისვლის, ამის ფონზე მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია“- ამბობს ექიმი ნინო ლორთქიფანიძე.

“თმის ცვენის ბევრი ფორმა არსებობს.კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით გამოვლენილია დაავადება, რომელსაც დიფუზური ალოპეცია ეწოდება, რომლის დროსაც ზრდის ფაზიდან ცვენის ფაზაში გადადის თმა. ან დროს იმატებს თმის ცვენა და ნელნელა თხელდება თმის საფარი.

ამ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორი არის: მძიმე ინფექციის გადატანა და სტრესი. კოვიდ გადატანილ პაციენტებს  2-4 თვეში უვითარდებათ აღნიშნული პრობლემა.

ექიმის განცხადებით მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ეს ყველაფერი ნორმააა. გადატანილი ინფექციიდან და მასთან დაკავშირებული სტრესიდან, 6-ს თვეში პროცესი უნდა ალაგდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობის სხვა მეთოდების ჩატარება გახდება საჭირო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

კორეაში 4 წლის წინ გარდაცვლილი გოგონა „გააცოცხლეს“ და დედას შეახვედრეს

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების დახმარებით, დედამ, რომელსაც 2016 წელს შვილი გარდაეცვალა, შეძლო გოგონასთან საუბარი, ხელის ჩაკიდება და მასთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნაც კი.

 

Aju Business Daily- ს ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტებმა მოახერხეს გოგონას ციფრული გამოსახულების შექმნა, მას შეეძლო ლაპარაკი და ხელის ჩაკიდებაც კი.

 

შვიდი წლის ნიონი 2016 წელს, განუკურნებელი დაავადებით გარდაიცვალა. სამი წლის შემდეგ, კომპანია „მუნჰვამ“ დაიწყო მუშაობა სპეციალურ ციფრულ დოკუმენტურ ფილმზე, რათა ნიონის დედას მისცემოდა შვილთან შეხვედრის საშუალება.

 

ვირტუალურ რეალობაში შეიქმნა პარკი, სადაც დედა და ქალიშვილი სეირნობდნენ, სანამ გოგონა ცოცხალი იყო; სპეციალურად დაქირავებულმა ბავშვმა მსახიობმა შექმნა ნაოინის მოძრაობები და ჟესტები. დედას „შეხვედრისთვის“ მხოლოდ ვირტუალური რეალობის ყურსასმენი და ციფრული ხელთათმანები სჭირდებოდა. შედეგად, ქალმა შეძლო ქალიშვილთან საუბარი, მისი ხელი ეჭირა და მასთან ერთად დაბადების დღის ტორტზე სანთლებიც კი ჩააქრო.

 

„შესაძლოა, ეს ნამდვილი სამოთხეა”, – თქვა ჩანგ ჯი-სენმა შვილთან „შეხვედრის“ შემდეგ. – შევხვდი ნიონს, რომელმაც ძალიან მოკლე დროში ღიმილით დამტოვა, მაგრამ ეს ძალიან ბედნიერი დრო იყო. ვფიქრობ, ეს ჩემი ოცნება იყო, რომელზეც ყოველთვის ვფიქრობდი და ამისრულდა”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ვინ არიან COVID-19-ის “სუპერგამავრცელებლები”?

სუპერგამავრცელებლები ან როგორც მათ უწოდებენ – “სუპერსპრედერები” არიან ადამიანები, რომლებიც ინფექციური დაავადებების ეპიდემიის დროს უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებენ, ვიდრე – სხვა პაციენტების ძირითადი ნაწილი. რაც შეეხება COVID-19-ს, ერთი ადამიანი საშუალოდ სამს აინფიცირებს, სუპერგამავრცელებელი კი – 6-8 ახალი შემთხვევის მიზეზი ხდება. რა იციან ამ მიმართულებით მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პირველი წლის ბოლოსთვის?

პირველად როდის გახდა ცნობილი სუპერგამავრცელებლების შესახებ?

სუპერგამავრცელებლებს ყურადღება ჯერ კიდევ ეპიდემიის პირველი ტალღის დროს, თებერვალ-მარტში მიაქციეს. ამ მხრივ ყველაზე ცნობილი შემთხვევა იყო სამხრეთ კორეელი “პაციენტი # 31”-ი. ვირუსი ქვეყანაში 2020 წლის 20 იანვარს გამოჩნდა 35 წლის ჩინელ ქალთან ერთად, რომელიც უჰანიდან სეულში ჩაფრინდა. თუმცა ის ჩასვლისთანავე იზოლაციაში მოათავსეს, რის გამოც ინფექციის აფეთქების თავიდან აცილება იმ დროისთვის შესაძლებელი გახდა. ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ კორეაში მხოლოდ 30 ადამიანი დაინფიცირდა. თუმცა თებერვალში სცენაზე გამოჩნდა  ქალი, რომელიც დაავადების “31-ე შემთხვევა” გახდა. მას შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.

სად და როდის დაინფიცირდა “პაციენტი #31”, დღემდე უცნობია. დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე მან ქალაქ დეგუს რამდენიმე ხალხმრავალი ადგილისა და სეულის მონახულება მოასწრო. დეგუში ის ავარიაში მოჰყვა და საავადმყოფოში მოხვდა. მანამდე კი „პაციენტი #31“ რელიგიურ რიტუალსაც დაესწრო და სასტუმროში ივახშმა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

როდესაც “პაციენტი #31” გამოკვლევაზე გაგზავნეს და COVID-19 დაუდასტურდა, უკვე გვიანი იყო. ტაძარში წირვას ესწრებოდა  9 300 ადამიანი, რომელთაგან 1200-ს გრიპის მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა. საერთო ჯამში, “პაციენტი #31”-ისგან რელიგიურ რიტუალზე მყოფი 5 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რაც 18 მარტის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში დაფიქსირებული ყველა შემთხვევის დაახლოებით 60%-ს შეადგენდა.

მეორე გახმაურებული ეპიზოდი უკავშირდება კომპანია Biogen-ის ბიოტექნოლოგიურ კონფერენციას, რომელიც 26-27 თებერვალს ბოსტონში ჩატარდა. შეხვედრას 175 ადამიანი ესწრებოდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ, 90 მონაწილეს და მათ, ვისაც ამ ადამიანებთან კონტაქტი ჰქონდა, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. როდესაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა აღნიშნული რეგიონის კოვიდშემთხვევების სრული გენომები შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი ერთი ადამიანისგან დაინფიცირდა. იმ პაციენტებს, რომლებიც ამ კონფერენციას ესწრებოდნენ ან მათთან კონტაქტი ჰქონდათ, აღმოუჩინეს უნიკალური შტამის ვირუსი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრამდე აშშ-ში დაფიქსირებული არ იყო. ის სუპერგამავრცელებელმა მონაწილემ დასავლეთ ევროპიდან ჩაიტანა. მოგვიანებით, იგივე შტამი ბევრად უფრო მეტ ადამიანში აღმოაჩინეს. მკვლევართა ვარაუდით, დაახლოებით 20 ათასი მოქალაქე დაინფიცირდა.

კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა ამერიკულ ქოროს უკავშირდება. ეს მოხდა 2020 წლის 10 მარტის ყოველკვირეულ რეპეტიციაზე, რომელსაც 61 ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ 53 მონაწილე დაინფიცირდა, ორი კი გარდაიცვალა.

სუპერგავრცელების შემთხვევები მთელ მსოფლიოში ხდება. მაგალითად, 13 მარტს, იორდანიაში გაიმართა ქორწილი, რომელსაც 350 ადამიანი ესწრებოდა. აღნიშნული რიტუალის დასრულების შემდეგ, 76 ადამიანი დაინფიცირდა, ერთი ქალი კი გარდაიცვალა. დიდი ალბათობით, ყველა სტუმარი პატარძლის მამისგან დაინფიცირდა – დღესასწაულამდე ოთხი დღით ადრე ის ესპანეთიდან ჩავიდა იორდანიაში, სადაც ეპიდემია საწყის ეტაპზე იყო.

დღეს უკვე მეცნიერთა დიდი ნაწილი ინფექციის გავრცელების მთავარ მამოძრავებელ ძალად სწორედ „სუპერსპრედერებს“ მიიჩნევს.

საიდან ჩნდებიან სუპერგამარვცელებლები?

განსხვავებული სოციალური სტატუსისა და პროფესიის ადამიანები დაავადებასაც სხვადასხვანაირად ავრცელებენ. მაგალითად, საავადმყოფოში მომუშავე ექიმს შეუძლია დღეში ასობით პაციენტსა და კოლეგას შეხვდეს. მაშინ როდესაც მარტოხელა პენსიონერს შეიძლება კონტაქტი დღის განმავლობაში საერთოდ არავისთან ჰქონდეს. აშკარაა, რომ თუ პირველი მათგანი დაინფიცირდება, მაშინ მას გაცილებით მეტი შანსი ექნება, სუპერგამავრცელებელი გახდეს, ვიდრე – მეორეს.

ჰონგ-კონგის მონაცემებით, ინფიცირებული ადამიანების 20%-ი დანარჩენი 80% -ის დაავადებას “უწყობს ხელს”. ინდოეთიდან მიღებული მონაცემები ამას ადასტურებს – ინფიცირებულთა  8% საერთო შემთხვევების 60% -ს იწვევს, ხოლო პაციენტების დაახლოებით 70% -ს საერთოდ არავინ დაუინფიცირებია. აპრილის კვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ინფიცირების 80% -ზე “პასუხისმგებელი“ პაციენტების  10%-ია.

ეს ყველაფერი შეესაბამება ემპირიულ “20/80 წესს”, რომელიც ჯერ კიდევ კოვიდამდე პერიოდში იყო შემუშავებული. აღნიშნული ფორმულა ეხებოდა ვენერიულ დაავადებებსა და პარაზიტებს: მეორადი ინფიცირების 80% -ზე პირველად დაინფიცირებულთა 20%-ია „პასუხისმგებელი“. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი „სუპერგავრცელება“ ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევაშიც აქტუალურია.

 

ვინ შეიძლება იყოს სუპერგამავრცელებელი?

პოტენციურად, „სუპერსპრედერები“ შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ ექიმი, არამედ – კურიერი, მაღაზიის კონსულტანტი, პედაგოგი ან ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური მოქალაქე, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო 43 წლის ვიეტნამელი, რომელიც წმინდა პატრიკის დღის აღნიშვნას ბარიში დაესწრო და 18 ადამიანის დაინფიცირება მოახერხა.

მკვლევრებმა შეძლეს დაედგინათ ის სამი გარემოება, რომლებსაც შეუძლია, ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანი “სუპერგამავრცელებელი”გახადოს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი პიროვნებაც კი, ვისაც ბევრი კონტაქტი არც ჰქონია. ასეთ საშიშროებას შეიცავს ცუდი ვენტილაციის მქონე დახურული სივრცე, ხალხმრავალი და პირისპირ მჭიდრო კომუნიკაციის მქონე ადგილები. როგორც წესი, ეს არის ბარები, სპორტული დარბაზები, ქარხნები, გემები, ეკლესიები და სკოლები.

დაწესებულებების გარდა, სადაც ინფიცირებული ადამიანი იმყოფება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის, თუ როგორ იქცევიან გარშემომყოფები. სიმღერა (რეპეტიციის დროს), ხმამაღალი შეძახილები (ქორწილში) და მძიმე სუნთქვა (სავარჯიშო დარბაზში ან დახურულ ბარში) – ეს ყველაფერი ინფიცირების რისკს ზრდის.

სუპერგამავრცელებლების ორგანიზმი განსხვავებულია?

ერთ-ერთი პოპულარული ჰიპოთეზის მიხედვით, სუპერგამავრცელებლები ახალი კორონავირუსის უფრო აგრესიული შტამის მატარებლები არიან. სხვა მოსაზრების მიხედვით კი, ისინი ხველების დროს უფრო მეტ ვირუსს ავრცელებენ, ვიდრე სხვა ადამიანები.

ერთადერთი რამ, რაც „სუპერსპრედერების“ შესახებ ჯერჯერობით ვიცით და რაც მათ სოციალურ ან პროფესიულ როლს არ უკავშირდება არის ის, რომ ყველა მათგანი ზრდასრული ადამიანია და არა – ბავშვი. პანდემიის დასაწყისში მკვლევრებმა შეიმუშავეს ვერსია, რომ ბავშვებს, რომლებსაც COVID-19 მსუბუქად ან უსიმპტომოდ გადააქვთ, შეუძლიათ დაავადება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გაავრცელონ, ამავდროულად თავიანთი ოჯახების ზრდასრულ წევრები დააინფიცირონ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვებს ნამდვილად შეუძლიათ ახალი კორონავირუსი უფროსებს გადასდონ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს პირიქით ხდება: პატარები კი არ აინფიცირებენ უფროსებს, არამედ ზრდასრულებისგან მცირეწლოვნებს გადაედებათ.

ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ სუპერგამავრცელებლები ახალი კორონავირუსის განსაკუთრებით აგრესიული შტამის მატარებლები არიან, ასევე არ დადასტურდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთან კონტაქტი ახალი „სუპერსპრედერების“ გაჩენას გამოიწვევდა, ასეთი რამ კი არ მომხდარა.

ამავდროულად, არსებობენ ადამიანები, რომელთა სხეულის სტრუქტურულმა მახასიათებლებმა შეიძლება ახალი კორონავირუსის გავრცელებას ხელი ნამდვილად შეუწყოს. მაგალითად, ცხვირის ძგიდის პრობლემების ან პოლიპების მქონე ადამიანი უფრო ძლიერად ახველებს და ამ პროცესში ამოაფრქვევს 300%-ით მეტ მცირე წვეთს, რომლებიც შეიძლება ვირუსულ ნაწილაკებს  შეიცავდეს. თუმცა ჯერ დანამდვილებით არ ვიცით, რამდენად სერიოზულია ამ გზით ინფექციის გავრცელების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი.

როგორ გავუმკლავდეთ სუპერგამავრცელებლებს?

საუკეთესო და უმარტივესი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ხალხმრავალ და დახურულ სივრცეებში ყოფნისგან თავის შეკავება. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგებმა და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა კონტაქტების შესწავლა და გადამცემი ჯაჭვის მოკვლევა უნდა განაგრძონ. თუ ცალკეული ადამიანების სუპერგავრცელებაში ბიოლოგიური კომპონენტი მაინც არსებობს, ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები მის გამოვლენას ხელს შეუწყობს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს გარკვეულ მომენტში რისკი ექმნება, რომ სრულიად შემთხვევით სუპერგამავრცელებლად გადაიქცეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაფრაზები

“ფულის ჭკვიანურად დახარჯვა ისევე რთულია, როგორც მათი შოვნა“ – ბილ გეიტსის რჩევები

“მაიკროსოფტის” დამაარსებლისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ქველმოქმედის, ბილ გეიტსის ქონება 79 მლრდ დოლარია.

32 წლის ასაკში, 1987 წელს, ბილ გეითსი მილიარდერი გახდა.

მან უნივერსიტეტში სწავლისას პროფესორებს განუცხადა, რომ მილიონერი 30 წლამდე გახდებოდა. 32 წლის ასაკში ის უკვე მილიარდერი იყო.

გეიტსი 1955 წელს დაიბადა სიეტლში, კორპორაციული ადვოკატისა და ერთ-ერთი დიდი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის ოჯახში. სიეტლის პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა და იქვე აითვისა კომპიუტერული პროგრამირების უნარ-ჩვევები. ცამეტი წლისამ დაწერა თავისი პირველი პროგრამა – თამაში “ბეისიკის” პროგრამირების ენაზე. შემდეგ იყო ჰარვარდის უნივერსიტეტი (რომელიც ორ წელიწადში მიატოვა), რასაც მოჰყვა კომპანიონებთან ერთად შექმნილი უძლიერესი კორპორაცია, რომელმაც ბილ გეიტსი მილიარდერად და ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად აქცია მსოფლიოში.

  • ნებისმიერ დროს წადით და საკუთარი საქმე წამოიწყეთ – ჰარვარდში დაბრუნება კი არასდროსარის გვიან.
  • წარმატება ცუდი მასწავლებელიაის აიძულებს ჭკვიან ადამიანებსიფიქრონრომ არასდროსწააგებენ.
  • მეშინია მარცხის. ყოველდღე, როცა ოფისში მივდივარ, საკუთარ თავს ვეკითხები: “ჯერ კიდევ კარგად ვმუშაობთ? ხომ არ გაგვასწრო ვინმემ? ნამდვილად კარგად მიიღეს ესა თუ ის პროდუქტი? რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ?”
  • მსოფლიოსთვის სულერთია შენი განცდები და პატივმოყვარეობამსოფლიო შენგან ელოდებარაიმე მიღწევასსანამ პატივს მიაგებს შენი ღირსების გრძნობას.
  • მე მაქვს თეთრი დაფა და ფერადი ფლომასტერების ნაკრებირომლებიც შესანიშნავად მეხმარებიანკოლეგებთან თათბირის დროს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს.
  • ბიზნესს ვუდგები როგორც გამოწვევასპრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობას.
  • არ მომწონსროცა ახალგაზრდები ამბობენარ გვინდა კოლეჯში სიარულიორადგან თურმე მე არდამიმთავრებია უმაღლესი სასწავლებელიჯერ ერთიმე საკმაოდ კარგი განათლება მივიღეთუმცახარისხის მიღებას არ დაველოდემეორე – მსოფლიო სულ უფრო რთულიწლიდან წლამდე მეტადსპეციალიზებული და კონკურენტული ხდებაუმაღლესი განათლება დღეს ისევე მნიშვნელოვანიაროგორც წინათ – სასკოლო.
  • ორჯერ არ მიიღოთ ერთი და იგივე გადაწყვეტილებაჯობსმეტი დრო და ძალა დახარჯოთპირველივე ჯერზემტკიცე გადაწყვეტილების მისაღებად.
  • ბიზნესი კარგი თამაშიაბევრი მეტოქეობა და ცოტა წესიანგარიში ფულით ითვლება.
  • ვფიქრობბიზნესის მართვა იოლიამოგებადანაკარგიგაყიდვებს აკლებთ დანახარჯებს და იღებთდიდ დადებით რიცხვსსუფთა მათემატიკაა.
  • კარგი მენეჯერის უმნიშვნელოვანესი თვისებაანებისმიერ ცუდ ინფორმაციას მკერდით შეეგებოსთავად ეძებოს მათთან შეხვედრაიმის ნაცვლადთავი ქვიშაში ჩარგოს.
  • დღევანდელ საინფორმაციო საზოგადოებაში მთავარი ბუნებრივი რესურსებია ადამიანის გონებაგამოცდილება და ლიდერობა.
  • ფულის ჭკვიანურად დახარჯვა ისევე რთულიაროგორც მათი შოვნა.
  • ყოველთვის გადაჭარბებულად ვაფასებთ ცვლილებებსრომლებიც უახლოეს ორ წელიწადშიმოხდება და სათანადოდ ვერ ვაფასებთ შემდეგი ათი წლის ცვლილებებსეს იმას ნიშნავსრომმოდუნება არაფრით არ შეიძლება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეს საინტერესოასაქართველო

რატომ აღმოჩნდა მშვიდობის ხიდი ჰარი პოტერის ახალი გამოცემის ყდაზე ?

რა კავშირშია ერთმანეთთან თბილისის სიმბოლო, მშვიდობის ხიდი და ჰარი პოტერის ახალი გამოცემა?

ჰარი პოტერის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სერიის იტალიური გამოცემის დასკვნითი წიგნის, ,,ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების”, ყდაზე გამოსახული ხიდი ძალიან ჰგავს თბილისის სიმბოლოს, მშვიდობის ხიდს.

რატომ უნდა იყოს გამოსახული ჰარი პოტერის წიგნის ყდაზე ეს ხიდი? არა იმიტომ, რომ ყდის დიზაინერს უბრალოდ ძალიან მოსწონს საქართველო, თუმცა შეიძლება ასეც არის, არამედ იმიტომ, რომ მშვიდობის ხიდისა და ჰარი პოტერის იტალიური გამოცემის გარეკანის ავტორი ერთი და იგივე ადამიანია, იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი მიკელე დე ლუკი. არქიტექტორს ასევე ეკუთვნის  შსს-ს შენობა, ავლაბრის რეზიდენცია და სასტუმრო მედეა.

იტალიური გამოცემა, Sky იუწყება, რომ ამ დრომდე ჰარი პოტერის უამრავი გამოცემა დაიბეჭდა, ყველა მათგანი განსხვავებული იყო, თუმცა არცერთი მათგანი იპყრობდა ყურადღებას ყდის ილუსტრაციაზე გამოსახული ჯადოსნური სამყაროს არქიტექტურით. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ეთანამშრომლათ მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორებთან, რომელთა რიგებშიც აღმოჩნდნენ მიკელე დე ლუკი და გამომცემლობა ,,Salani”.

ჰარი პოტერის წიგნების სერიის ყველა ნაწილის ყდა ერთმანეთისგან განსხვავებულია და ჯოან როულინგის მიერ შექმნილ სამყაროს აღწერს წიგნის შინაარსთან თანხვედრაში.

,,ჰარი პოტერის ყდების შექმნისას მე და ჩემმა სტუდიამ ყველაზე მეტად გამორჩეული არქიტექტურული ელემენტები ამოვკრიბეთ, რათა მკითხველის წარმოსახვაში სამყაროს დიდებულება ისეთი სცენარით გაგვეცოცხლებინა, როგორიც აქამდე არ გინახავთ. ფენტეზის ჟანრის თანამედროვე არქიტექტურასთან შერწყმით მივიღეთ შედეგი. ეს შედეგი კი ჰარი პოტერის ჩვენეულ აღქმასა და კოლექტიურ აღქმას შორის გადებული ხიდია”.— ამბობს მიკელე დე ლუკი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 30 31 32 33 34 99
Page 32 of 99