close

ეს საინტერესოა

ბიზნესიეს საინტერესოა

ვილ ბოუნის ძალიან საინტერესო მოხსენება – სამყარო წუწუნის გარეშე

ტედექსი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელსაც უამრავი მონაწილე ჰყავს. ისინი დროის გარკვეულ მონაკვეთში წარმოაგდენენ მოხსენებას სხვადასხვა საკითხის შესახებ, მონაწილეები არიან კარგი მოსაუბრები და საკითხის ირგვლივ წარმოაგდენენ თავიანთ მოსაზრებას. ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ვილ ბოუნის მოხსენებიდან. იგი საუბრობს წუწუნის შესახებ, რატომაა იგი მავნებელი და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ სენს. იგი არის ბესტსელერების ავტორი და მისმა იდეამ მოიცვა არა მარტო შეერთებული შტატები, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანები.

მაშ ასე, გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი მოხსენებიდან:

1. რა მოხდება, თუ თქვენ გააცნობიერებთ, რომ გაქვთ ვირუსი, ვირუსი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ანადგურებს. ამ ვირუსმა მოკლა ჩემი ძმა 59 წლის ასაკში. ამ ვირუსის გამო შესაძლოა გასუქდეთ. აგიწიოთ წნევამ, გაგიჩნდეთ დიაბეტი, მიიღოთ გულის ინფარქტი. ამ ვირუსს შეუძლია თქვენი ტვინი მთლიანად დააავადოს, რადგან სწორედ ეს ვირუსი იწვევს თქვენს გაღიზიანებასა და დეპრესიას.

რას იგრძნობთ, თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ გაქვთ ვირუსი, რომლის გამოც თქვენ შეიძლება გასცილდეთ მეუღლეს, ფინანსურად გაგიჭირდეთ და მეგობრებიც კი დაკარგოთ, რადგან სწორედ ამ ვირუსით წამლავთ თქვენს მეგობრებს, ოჯახსა და თანამშრომლებს. 10 წლის წინ მე სწორედ ამ ვირუსით ვიყავი დაავადებული. ერთადერთი, ვინც დაგეხმარებათ განკურნებაში, ხართ თავად თქვენ და მკურნალობაც არაფერი დაგიჯდებათ. ვირუსი, რომელზეც ვლაპარაკობ არის – წუწუნი.

2. სწორედ წუწუნი გაიძულებთ თქვენ კონცენტრირდეთ ნეგატივზე და გახდეთ დეპრესიულები. ამ დროს გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც ზრდის წნევას, გულის დაავადებებს და თქვენს წონასაც.

3. როდესაც წუწუნებთ და ამბობთ საყვედურებს, თქვენ არ შეგიძლიათ ჭკვიანურად ფიქრი, რადგან თავში ბურუსია და არ მოგდით ნათელი აზრები.

4. საშუალოდ ადამიანი დღეში 15–30–ჯერ წუწუნებს.

5. წუწინი ჰგავს უსიამოვნო სუნთვქას, როცა იგი გამოდის სხვისი პირიდან, არაა სასურველი, მაგრამ საკუთარი პირიდან ამოსული უსიამოვნო სუნთქვა თავად არ გაწუხებთ.

6.ყოველ ადამიანს სურს, რომ იყოს წარმატებული. როცა კითხულობ, რა არის მათთვის წარმატება, პასუხი ასეთია: მეტი ფული, მეტი მეგობარი ან სიყვარული ან ჯანმრთელობა. ჩვენ ვწუწუნებთ იმაზე, რაც უკვე გვაქვს და უბრალოდ, გვინდა გვქონდეს მეტი.

7. თუ თქვენ მოახერხებთ, რომ არ იწუწუნოთ და ეს აქციოთ ჩვევად, თქვენ იქნებით უფრო ბედნიერი და წარმატებული.

ვილის იდეა იყო ყოველდღიურ ჩვევად ექცია ის, რომ არ ეწუწუნა, ამიტომ მან დაიწყო სამაჯურის ტარება, როცა დაიჩივლებდა, ერთი ხელიდან მეორეზე გადაჰქონდა და ასე აანალიზებდა, როდის, რატომ და რამდენჯერ იწუწუნა, შემდეგ კი ეს იდეა დააპატენტა და სამაჯურები უსწრაფესად გაიყიდა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში ჩივილის ეპიდემიაა და მათ სურთ, რომ ამ დაავადებისგან გათავისუფლდნენ. ის მოხსენებაში ამბობს, რომ საჭირო სულაც არაა სამაჯური, შეგიძლიათ საფულე გადაიტანოთ ერთი ჯიბიდან მეორეში ან თმის სამაგრი, ნებისმიერი რამ, უბრალოდ ეს ჩვევა დაგეხმარებათ მუდმივად აკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა და დროთა განმავლობაში შეძლებთ გათავისუფლდეთ ამ სენისგან.

ამ სენისგან გათავისუფლება არ ნიშნავს პირში წყლის ჩაგუბებას და არაფრის თქმას, არამედ ჯანსაღ საუბრებს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ კოლეგებთან. ეს ნიშნავს ილაპარაკო პირდაპირ იმ ადამიანთან, ვისთანაც გაქვს პრობლემა და ვისაც შეუძლია შენი დახმარება.

წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რატომ ვწუწუნებთ ვილ ბოუნის მიხედვით:

1. მივიქციოთ ყურადღება

ეს არის ყველაზე გავრცელებული – ადამიანებს უბრალოდ სჭირდებათ ყურადღება სხვა ადამიანებისგან და არ იციან, როგორ დაამყარონ ურთიერთობა, გავიხსენოთ, როცა გვინდა საუბრის წამოწყება და არ ვიცით, რაზე ვილაპარაკოთ, ყოველთვის ვიშველიებთ ამინდს…

2. რათა ავირიდოთ პასუხისმგებლობა თავიდან.

3. წუწუნი კარგი ხერხია ასევე ძალაუფლების მოსაპოვებლად, ამას აქტიურად იყენებენ პოლიტიკური პარტიები.

4. ჩვენი წარუმატებლობის გასამათლებლად.

5. შურის გასაღვივებლად.

21 დღე თუ დააკვირდებით და იმუშავებთ საკუთარ თავზე, რომ არ იწუწუნოთ, შემდეგ ის ამბობს, რომ ჩვევად გადაიქცევა ეს ყველაფერი და დაინახავთ სასიამოვნო ცვლილებებს.

ჩვენ ვართ წუწუნის პროფესიონალები, იმისათვის, რომ გავამართლოთ ჩვენი ცუდი საქციელი და წარუმატებელობა – ამბობს ვილ ბოუნი

სტატია მომზადებულია ვიდეო ჩანაწერის მიხედვით.

წყარო : intermedia.ge

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

დადასტურებულია – წითელ ღვინოსა და შოკოლადს ანტივირუსული ეფექტი აქვს

წითელ ღვინოსა და შოკოლადს ანტივირუსული ეფექტი აქვს – ამაზე ალბათ აქამდეც გსმენოდათ, თუმცა, ახლა, საბოლოოდ, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილად ასეა. 

სულ ახლახან, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ამერიკული ცენტრის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყურძენი და კაკაო, შესაბამისად, წითელი ღვინო და შოკოლადი, შეიცავს ქიმიურ ნივთიერება რესვერატროლს, რომელსაც  ანტივირუსული ეფექტი აქვს.

 სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს – რესვერატროლი ადამიანის უჯრედებს დაუმატეს, იმ უჯრედებს -რომლებიც დავირუსებული იყო. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ნაერთის არსებობა არ აძლევდა მათ გამრავლების საშუალებას.

მეცნიერები ამაზე არ შეჩერდნენ და რესვერატროლი უჯრედების გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენეს და აღადგინეს ფისკალური ციკლი -გაიზარდა ტელომერების სიგრძე. როგორც ცნობილია, სიბერე სწორედ ტელომერების სიგრძის შემცირებასთან ერთად მოდის. თუკი ასე ვიმსჯელებთ, საკმაოდ სენსაციურ დასკვნამდე მივდივართ.

რესვერატროლს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ანტისიმსივნური ეფექტიც აქვს და თრგუნავს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას.

წყარო:   MedicalXpress

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკვლევებიმსოფლიო

2050 წლისთვის, შესაძლოა, დედამიწიდან შოკოლადი გაქრეს

2050 წლისთვის, არსებობს საფრთხე, რომ დედამიწაზე კაკაოს პლანტაციები ვეღარ გაიხარებს. მიზეზი ჰაერის გამოშრობა და გლობალური დათბობაა. შედეგად, ჩვენი პლანეტიდან შოკოლადი გაქრება.

პრობლემა ის არის, რომ კაკაო ტროპიკული ტყეში, ვიწრო ზოლებად მოდის, ანუ იმ ადგილებში, სადაც მაღალი ხეები და სხვადასხვა სახის ტროპიკული მცენარეები ხარობს. იქ ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და წვიმა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ერთნაირია. გლობალური დათბობისა და დედამიწაზე ჰაერის გამოშრობის პირობებში კი, რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა შეიცვლება. სწორედ ამიტომ ჩნდება ჩვენი პლანეტიდან შოკოლადის გადაშენების საშიშროება.

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

ბერმუდის სამკუთხედი – საიდუმლოებით მოცული ადგილი ატლანტის ოკეანეში

ბერმუდის სამკუთხედი, ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც თითქოს საზღვაო და საჰაერო ხომალდები საიდუმლოდ უჩინარდებიან. ტერიტორია შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე.
ამ გაუჩინარებათა ასახსნელად ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა, დაწყებული უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან, დამთავრებული უცხოპლანეტელების გავლენამდე. თუმცა, ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარება არ ვლინდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება.
XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ბევრი ახალი ინფორმაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.
1974 წელს, ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარები იყო აღწერილი, თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.

წყარო: Sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ვიტამინი, რომელიც სიზმრების დამახსოვრებაში დაგეხმარებათ

ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც იღვიძებთ, იცით, რომ სიზმარი ნახეთ, მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტები გახსოვთ, ან საერთოდ ვერ იხსენებთ, რა დაგესიზმრათ.
სამეცნიერო ჟურნალ ,,Perceptual and Motor Skills-ში” გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძილის წინ B6 ვიტამინის აბების დიდი დოზით მიღება ადამიანებს სიზმრის დამახსოვრებაში ეხმარება.
ადელაიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 100 ადამიანზე ცდა ჩაატარეს. მათგან ნახევარს 5 დღის განმავლობაში 240 მგ B6 ვიტამინის აბს ასმევდნენ, მეორე ნახევარს კი – პლაცებოს.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც B6 ვიტამინს ასმევდნენ, სიზმრები კარგად ამახსოვრდებოდათ იმათთან შედარებით, ვინც პლაცებოს სვამდა. აღსანიშნავია, რომ გამოსაცდელი ადამიანების არცერთმა ჯგუფმა არ იცოდა, რა მედიკამენტს ღებულობდა.
მონაწილეთა განცხადებით, მათი სიზმრები „ნათელი და ადვილად დასამახსოვრებელი“ იყო და „ფრაგმენტებს“ არ კარგავდნენ.

„ჩემი სიზმრები იმდენად რეალური იყო, ერთი სული მქონდა, დამეძინა და სიზმარი დამსიზმრებოდა,“ – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.
ნაყოფიერი სიზმარი
,,Scientific American-ში” გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, სიზმარი რთულად გასახსენებელია, ვინაიდან პროცესები, რომელიც გრძელვადიან მახსოვრობას უწყობს ხელს, ძილის დროს შეჩერებულია. მაგალითად, ძალიან დაბალია ნეიროტრანსმიტრის ნორიპინეფრინის დონე, რომელიც აუცილებელია რაიმეს დასამახსოვრებლად.
ადამიანი ცხოვრების მანძილზე სიზმარში საშუალოდ 6 საათს ატარებს. ასე რომ, თუკი სიზმრების მართვას ვისწავლით, მათ უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებთ. მაგალითად, როცა სიზმარში ვიცით, რომ სიზმარში ვართ, ეს ღამის კოშმარებისა ფობიების დამარცხებაში დაგვეხმარება.

წყარო
: sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეს საინტერესოარობოტექნიკა

როგორი იქნება რობოტების ზეგავლენა ჩვენს მომავალზე

რობოტების სიმრავლე რომ პრობლემაა  – უკვე აღარავინ დავობს, მაგრამ მათი დადებითი მხარეების არდანახვა დანაშაულია.

მთელ  მსოფლიოში, რობოტები დასაქმებულ ადამიანებს სამსახურს ართმევენ. ,,BBC-ის” ცნობით, 2030 წლისთვის მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი გაქრება.

მაღაზიებს, საწყობებს, ადმინისტრაციას  –  ყველაზე დიდი საშიშროება ემუქრებათ. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დაეხმარება ადამიანებს ახალი უნარების ათვისებაში ახალი სამსახურის მოძიებისთვის. ქვეყანაში ყოველწლიურად 80 000 სამუშაო ქრება და მას რობოტი ანაცვლებს.

სამსახურის დაკარგვა, ძირითადად, დაბალკვალიფიციურ პირებს შეეხებათ, საცალო ვაჭრობის ქსელში დასაქმებულებს და იმ პირებს, რომლებიც გადაწყვეტილებას არ ღებულობენ და ძირითადად მექანიკური საქმიანობით არიან დაკავებულები. ამ სფეროში სამსახურს ყოველი მესამე ან მეოთხე ადამიანი დაკარგავს.

წყარო: BBC.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიოსამართალი

ყოფილი პრეზიდენტის ყალბი წამალი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა 

ადამიანის უფლებების დარღვევის უდიდესი სკანდალი – ასე აფასებს ორგანიზაცია ,,Aids-Free World-ი” დანაშაულს, რომელშიც ბრალს გამბიის ყოფილ პრეზიდენტს, იაჰია ჯამეჰს დებენ.

ჯამეჰი, რომელმაც ქვეყანა ოცწლიანი მმართველობის შემდეგ ორი წლის წინ დატოვა, უამრავ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი უცნაური ბრალდება ისაა, რომ ჯამეჰი აივ-ინფეცირებულ ათასობით ადამიანს აიძულებდა, თავის მიერ შექმნილი მცენარეული ნაყენით ემკურნალათ.

„მკურნალობის“  შედეგად გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია.

2007 წელს ჯამეჰმა განაცხადა, რომ მან მცენარეული მედიცინისა და სულიერი სამკურნალო საშუალებების ტექნოლოგიის გამოყენებით შიდსის სამკურნალო მიქსტურა შექმნა, რომელსაც შედეგი მხოლოდ ორშაბათობით და ხუთშაბათობით ჰქონდა.

გასაკვირი არაა, რომ „გამოგონება“ მსოფლიო ჯანდაცვის ლიდერებმა სახიფათოდ აღიარეს, თუმცა გამბიაში იმის გაბედვა, რომ პრეზიდენტის სამკურნალო მიქსტურა სისულელე იყო, საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა.

სამკურნალო ცდებს პრეზიდენტის კლინიკაში ატარებდნენ, ყოველ დილით პრეზიდენტი პაციენტებს სხეულზე მწვანე პასტას უსვამდა, პარალელურად ყურანიდან ლოცვებს კითხულობდა. პაციენტებს დღეში ორჯერ ბოთლიდან მწვანე ფერის გაურკვეველი სითხე უნდა დაელიათ.  ჯამეჰი არავის ეუბნებოდა, რა სითხე იყო ეს. მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ თუკი შიდსის განკურნებას რეალურად შეძლებდა, გამბიას მდიდარ ქვეყნად აქცევდა.

პრეზიდენტის ერთ-ერთი ყოფილი „პაციენტი“ – ლამის სიზი იხსენებს, რომ მას კლინიკაში დიარეა დაემართა, გარდა ამისა, სხვა პაციენტისგან ტუბერკულოზი შეეყარა და ისე დასუსტდა, რომ მისი შესაბამის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ტესტებმა აჩვენა, რომ შიდსის ვირუსული დატვირთვა მომატებული იყო და ის კვლავ პრეზიდენტის კლინიკაში „სამკურნალოდ“ დააბრუნეს.

სიზი იმ იღბლიანთა შორის იყო, რომლებიც გადარჩნენ. მისი მეუღლე, რომელიც ასევე აივ-დადებითი იყო და რომელიც გაურკვეველი მცენარეული პროგრამის მონაწილე იყო, გარდაიცვალა. ლამის სიზი აცხადებს, რომ პაციენტთა უმრავლესობა პროგრამის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.

პაციენტებს აიძულებდნენ, სახელმწფო ტელევიზიით პროგრამის წარმატებულობაზე ესაუბრათ. მათ შორის იყო ოსმან სოუ. მას სამედიცინო განათლება ბრიტანეთში ჰქონდა მიღებული. იმისათვის რომ პროგრამისთვის მეტი სერიოზულობა მიენიჭებინა, ჯამეჰმა სოუ პრეს სპიკერად დანიშნა. ის უცხოურ პრესასთან პროგრამის ეფექტურობაზე საუბრობდა.

„როგორც სამედიცინო განათლების მქონე პირმა, კარგად ვიცოდი, რა ნაგავიც იყო, თუმცა საწინააღმდეგოს თქმის უფლება არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იღუპებოდნენ,“ – აცხადებს სოუ BBC-თან საუბარში.

როგორც ცნობილია, პროგრამაში სულ 9,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან კლინიკის ყველა ჩანაწერი და ანკეტა გასაიდუმლოებული იყო.   

სოუ და სხვა გადარჩენილი პაციენტები Aids-Free World-ში მუშაობენ, ეს გახლავთ აშშ-ის კამპანიის ჯგუფი, რომელსაც სურს ჯამეჰისთვის ბრალის წაყენება. Aids-Free World-ი აცხადებს, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ადამიანის უფლებების დარღვევის სკანდალი, რომელიც გამბიის ყოფილი ლიდერთანაა დაკავშირებული.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

დეპრესანტი, როგორც აგრესიისა და თვითმკვლელობის მაპროვოცირებელი

საჭიროების  შემთხვევაში, ექიმები ავადმყოფებს უნიშავენ ტრანკვილიზატორებს (დამამშვიდებელ საშუალებებს). ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათი მიღება უსაფრთხოა და თვითნებურადაა შესაძლებელი. ექიმი გარკვეული ვადით ნიშნავს ამა თუ იმ დამამშვიდებელ საშუალებას, ვინაიდან ხანგრძლივი გამოყენება მათზე მიჯაჭვულობას იწვევს. 

აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატებზე დამოკიდებულ პირებს გამოხატული აქვთ: უმძიმესი ,,აღკვეთის” სინდრომი ( ,,ლომკა”) გაუსაძლისი ტკივილებით; გულყრები, მეხსიერებისა და ყურადღების მკვეთრი დეფექტი, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ძლიერი დეპრესია – ზოგჯერ თვითმკვლელობის მცდელობით, ძლიერი ფსიქიკური აშლილობა, მეტყველების შენელება და გაღარიბება, აზროვნების დაქვეითება, რაც შესაძლოა ჭკუასუსტობით დამთავრდეს.

საძილე და დამამშვიდებელი ნივთიერების მაღალი დოზები ერთჯერადი მოხმარებისთვისაც კი ძალიან სახიფათოა, მათ შესაძლოა გამოიწვიონ სუნთქვისა და გულის მამოძრავებელი ცენტრების დათრგუნვა, კომა და სიკვდილი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

რა არის IQ, რა მნიშვნელობა აქვს მას და ვინაა ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე

 IQ– ადამიანის ინტელექტის დონის შეფასებას, ლოგიკურ აზროვნებას, დასახული მიზნის მიღწევისა, დასაბუთებული მსჯელობის უნარს და თვითკრიტიკას ითვალისწინებს.

ალფრედ ბინემ შექმნა ინტელექტის განმსაზღვრელი ტესტი. ბინემ და მისმა კოლეგამ – თეოდორ საიმონმა დაიწყეს ისეთი კითხვების შემუშავება, რომლებიც სკოლის პროგრამასთან კავშირში არ იყო, მაგალითად, ყურადღება და პრობლემების გადაწყვეტის უნარები. ამ კითხვების საშუალებით ბინემ შეძლო გამოეცალკევებინა მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში წარმატებას მარტივად მიაღწევდნენ. მან აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი მოსწავლე გაცილებით უფრო რთულ და მაღალი დონის შეკითხვას სცემდა პასუხს, ვიდრე ისინი, რომლებსაც ასაკის მიხედვით ეს უნდა შესძლებოდათ.

ახლა კი შემოგთავაზებთ დღესდღეობით ყველაზე მაღალი IQ–ს მქონე ადამიანების ხუთეულს:

 

  1. სტეფან ჰოუკინგი
  2. ედგარ ვიტენი
  3. ენდრიუ ვილსი
  4. გრეგორი პელერმანი
  5. რუთ ლოვრენსი

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ჰალუცინოგენი – უკუჩვენების მქონე მოჩვენებების გამომწვევი ნივთიერება

 ჰალუცინოგენი  ( LSD, ექსტაზი და ა.შ.) ნიშნავს მოჩვენებების გამომწვევს ნივთიერებას. მოჩვენებები გარემოს პათოლოგიურად აღქმაა. ადამიანი ,,ხედავს”, ,,ისმენს”, ,შეიგრძნობს” ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში არ ხდება. ეს ნივთიერებები აღვევს ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას. მათ მიღებას მოჩვენებებთან ერთად თან ახლავს უძილობა, კანკალი, მომატებული მაჯისცემა, არტერიული წნევის ცვლილება, გამძაფრებული სმენა, ყნოსვა და მხედველობა, ეიფორია, უღონობა, თვალის გუგების გაფართოება, კოორდინაციის (წონასწორობის) დარღვევა.

ფართოდ გავრცელებულია მითი, რომ ექსტაზი არ არის ნარკოტიკული ნივთიერება და არ ვნებს ორგანიზმს. ექსტაზი არის ნარკოტიკი, რომლის მოხმარებაც ისევე სახიფათოა, როგორც ყველა დანარჩენის.

LSD-ს, ექსტაზისა და სხვა ჰალუცინოგენების გამოყენება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემისა და პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების დაზიანებას, კიდურების პარალიზებას, ქრონიკულ ფსიქოზებს.

შეუძლებელია, ზუსტი წინასწარმეტყველება იმისა, თუ რომელ ადამიანზე როგორ იმოქმედებს ეს ნივთიერებები: ზოგი პანიკაში ვარდება, სხვები აგრესიული ხდებიან და მათგან ნებისმერი ქცევაა მოსალოდნელი – ძლიერი აგზნება, უკონტროლო აგრესია, თავის მოკვლის მცდელობა და ა.შ.

ნარკოტული ნივთიერებების ერთჯერადმა მოხმარებამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 98
Page 14 of 98