close

ეკოლოგია

ბიზნესიეკოლოგიამსოფლიო

საათები ოკეანის ნაგვისგან

სტარტაპი, რომელიც ძალიან ბევრ საკითხში გააუმჯობესებს სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, ორმა ფრანგმა ბიზნესმენმა წამოიწყო.

მათ გამოხატეს თავისი აზრი გარემო-პირობებზე, პრიორიტეტად მიიჩნიეს პროდუქტის სტილი და ხარისხი. იგი დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასითა და უჟანგავი რკინით. ასევე – საათი მუშაობს მზის ენერგიაზე, ბატარეა ძლებს 6 თვის განმავლობაში – დატენვის გარეშე.

სტარტაპერების იდეა იყო, რომ რამენაირად გამოეყენებინათ ოკეანეებსა და ზღვებში არსებული ნაგავი, რაც უკვე უვარგისი იყო. მათ გადაწყვიტეს გამოუსადეგარი ნივთები და ნაგავი ბიზნესად გადაექციათ, დაიწყეს საათების წარმოება, ეს კი იქნება მაგალითი – არა მხოლოდ საათი, ასევე მრავალი სხვა პროდუქტის შექმნაა შესაძლებელი გადამუშავებული რკინისა და პლასტმასისგან.

 

 

წყარო:  Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაენერგეტიკაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოტრანსპორტი

მანქანებისთვის მეტი ელექტროენერგია იქნება საჭირო

როგორც კვლევაში წერია, ამ დროისთვის ელექტრომობილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის წილი მსოფლიო ენერგეტიკაში მხოლოდ 0,2%-ია და ის 20 000 ტერავატ საათ ელექტროენერგიას შეადგენს. თუმცა როგორც ,,Bloomberg-ი” წერს, უკვე 2030 წლისთვის, აკუმულატორებზე ფასების დაწევის გამო, ელექტრომობილები უფრო ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობისთვის, შესაბამისად, გაიზრდება მასზე მოთხოვნაც.

მათივე ინფორმაციით, ამისკენ წახალისებას თავად ელექტროკომპანიებიც მოახდენენ, რომლებიც დენზე დაბალი ტარიფების შედეგად, მძღოლებს მოტივაციას მისცემენ იქონიონ ელექტრომობილები.

ამ დროისთვის მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიონი ელექტრომობილია და მათი 95% თავმოყრილია მსოფლიოს 10 ქვეყანაშიაშშ, ჩინეთი, იაპონია, კანადა, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და შვედეთი.

2020 წლისთვის მათი რიცხვი შესაძლოა, 9-20 მილიონამდე გაიზარდოს, ხოლო 2025 წლისთვის –  40-75 მილიონამდე.

წყარო: Bloomberg.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიოსაქართველოტექნოლოგიები

რა საფრთხეს უქმნის გარემოს გამაგრილებელი სისტემები?

,,ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, 2 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, საქართველოში ენერგოსისტემის პიკური მოხმარება გამოვლინდა”, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იუწყება.

კომპანიის ცნობით, მოხმარებამ 1 920 მეგავატი შეადგინა, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

„ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის სიდიდეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკური მოხმარების ზრდის ტემპებს და ეს ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება“, – აცხადებენ ელექტროსისტემაში.

ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონერებით აღჭურვილი შენობები ნამდვილად დიდი შვებაა, თუმცა გაგრილებული ადამიანებისგან ძალიან ცოტა თუ ფიქრობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ენერგია კლიმატის ცვლილებებს უწყობს ხელს და გარემოს აზიანებს.  

ექსპერტები და მეცნიერები კი, აცნობიერებენ რა მოსალოდნელ საფრთხეს, გამოსავლის გზებზე ფიქრობენ და ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად უფრო ენერგოეფექტური გაგრილების სისტემების შექმნას ცდილობენ.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ მსოფლიოში ჰაერის კონდიცირების სისტემების მიერ მოხმარებული ენერგია 2050 წლისთვის გასამმაგდება. ეს კი აშშ-ის, ევროკავშირისა და იაპონიის მიერ დღეს მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის ტოლფასია.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, რომელიც თანამედროვე მასალებსა და „ნანოფოტონიქსებს“ იყენებს. მათ გამოიგონეს ულტრათხელი მაღალამრეკლი მასალა, რომელიც სიცხეს პირდაპირი მზის სხივების პირობებშიც კი ასხივებს. ინფრაწითელი, თერმული ენერგიის გამოსხივება ატმოსფეროში იჭრება  და ნაკლებად შეიწოვება.

გამოცდისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს შესაძლოა მილებში გამავალი წყლის გასაგრილებლად იქნას გამოყენებული. ამ წყლის საშუალებით კი, რომელიც ჰაერის ტემპერატურაზე გაცილებით გრილია, შენობების გასაგრილებლად შიძლება იქნას გამოყენებული. და ამ ყველაფრის განხორციელება ელექტროენერგიის მოხმარების გარეშეა შესაძლებელი.

აღნიშნული ტექნოლოგია  SkyCool Systems-ის შესაქმნელად გამოიყენეს. ტექნოლოგიების გიგანტმა ,,Samsung-მა” „wind free-ი” ტექნოლოგიის შესაქმნელად გამოიყენა, რომელსაც ოთახში საჭირო ტემპერატურის მისაღწევად ენერგიის შთანმთქმელი ვენტილატორების გამოყენება არ სჭირდება. კომპანია აცხადებს, რომ ის 32%-ით უფრო ეკონომიურია, ვიდრე სტანდარტული ჰაერის კონდიციონერები.  

ბაზარზე დღესაც არსებობს ეკონომიური ჰაერის კონდიციონერები, მათ შორის, – კონდიციონერი ინვერტერის ტექნოლოგიით.

თუმცა, განვითარებად სამყაროში მცხოვრები ბევრი ადამიანი თავს იკავებს კონდიციონერებში ზედმეტი თანხის გადახდისგან. „ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რამდენად ხელსაყრელია ეკონომიური კონდიციონერების შეძენა,“ – აცხადებენ ენერგიის საერთაშორისო  სააგენტოში.

წყარო: Ihttps://www.bbc.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიასაქართველო

ჭუბერის ხეობაში სტიქია მძვინვარებს

მესტიის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდების გამო, მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ჭუბერის ხეობა თითქმის მთლიანად მოსწყდა გარესამყაროს. 

მერის წარმომადგენელი ჭუბერის თემში ნინო ვიბლიანი ამბობს, რომ მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილეს მდინარის ადიდების საშიშროების შესახებ და ტერიტორიას განარიდეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ამ წუთებში მოსახლეობის ევაკუაციის, ან პროცესში თვითმფრინავის ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

,,ადგილზე ვართ. ჯერჯერობით მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ჩართულები ვართ. ხდება სიტუაციის შეფასება. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან და მიმდინარეობს სამუშაოები“, – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე მძიმე ტექნიკას და მაშველებს ელოდებიან.

ჭუბერის თემის წარმომადგენლის ნინო ვბილიანის თქმით, მომხდარი ნენსკრაჰესის მშენებლობასთან კავშირში არ არის.

ჭუბერში მთის ნაწილი მოსწყდა და მდინარე ნენსკრაში ჩავარდა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. შედეგად, მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. საკრებულოში ჭუბერის დეპუტატ ზაზა ვიბლიანის ინფორმაციით, წაღებულია სახლები და ხიდებიც.

წყარო:  Livepress

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიამსოფლიოსაქართველო

დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა

დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა მაიკლ ჰოსეკმა მინისტრ ლევან დავითაშვილს წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა. 

„ამიერიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები წარმოდგენილი იქნება ევროპის საუკეთესო დაცული ტერიტორიების გვერდით, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაში ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით. ბუნების მოყვარულები უკეთ გაიცნობენ საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეძლევა საუკეთესო გამოცდილების და ცოდნის გაზიარების, ფედერაციის სხვა წევრებთან აქტიურად თანამშრომლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ევროპარკების ფედერაცია წარმოადგენს ევროპის დაცული ტერიტორიების ქოლგა ორგანიზაციას და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ევროპის ეროვნული პარკებისა და ბუნების პროფესიული ქსელი. ფედერაციაში გაწევრიანებულია 36 ქვეყანა და ასობით დაცული ტერიტორია. ფედერაციაში გაწევრიანებით საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეძელვა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანება ჩეხეთის საელჩოს, WWF- კავკასიის ოფისს, TJS-ს და KFW-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ანტარქტიდამ 1992 წლიდან 3 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა

მეცნიერები აცხადებენ, რომ ანტარქტიდამ 1992 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში 3 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 80-ზე მეტმა მეცნიერმა ყინულის საფარის გასაზომად სატელიტური მონაცემები გამოიყენა. მათი გაანგარიშებით, გლობალური ზღვის დონე აღნიშნულ პერიოდში 7.6 მილიმეტრით გაიზარდა.

ყველაზე მეტად შემაშფოთებელი კი ის ფაქტია, რომ ყინულის დნობის პროცესი ბოლო წლებში საგრძნობლადაა დაჩქარებული.

2012 წლამდე ყინულის დნობის მაჩვენებელი ძირითადად სტაბილური იყო და წელიწადში 76 მილიარდ ტონას აღწევდა, შესაბამისად, ზღვის დონე 0.2 მილიმეტრით მატულობდა. 2012 წლიდან კი ეს მაჩვენებელი გასამმაგდა და წელიწადში 219 მილიარდი ტონა შეადგინა, ოკეანის დონე კი  0.6 მილიმეტრით იზრდება.

,,მონაცემები გვიჩვენებს, რომ პრობლემა არა მხოლოდ არსებობს, არამედ ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება,” – განაცხადა ნასას მკვლევარმა – იზაბელა ველიკოგნამ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, 2070 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 3.5°C -ით, ზღვის დონე კი – ყოველწლიურად 10-15 მილიმეტრით მოიმატებს.

უფრო შორს თუ წავალთ, მომავალ 10,000  წელიწადში ზღვის დონე 50 მეტრით აიწევს, ამ ზრდის 80 პროცენტი ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობით იქნება გამოწვეული.

თუმცა, ასე პესიმისტურადაც ნუ განვეწყობით, ეს პროგნოზი იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ მსოფლიოში დაბინძურებისა და სათბური აირების ემისიის შემცირება არ მოხდება. მეცნიერები კი აცხადებენ, რომ ბოლო წლებში განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდა და ემისიების შემცირება ფიქსირდება, ეს კი თავის მხრივ, გლობალური ტემპერატურის ზრდასაც შეამცირებს.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

საკვებად ვარგისი წყლის ბუშტები – ინოვაცია გარემოს დაცვით საქმიანობაში

გარემოს დაბინძურება დღვანდელი მსოფლიოსთვის ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, გარდა იმისა, რომ ქარხნები და მანქანის გამონაბოლქვები აბინძურებენ ჰაერს, ნაგავიც, პოლიეთილენის პარკები და ბოთლები ასევე საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ ბუნებას.

საკვებად ვარგისი წყლის ბუშტები, სახელწოდებით „Ooho“ – შეფუთვის ორიგინალური სახეა, რომელიც გარემოსათვის მავნე პლასტმასის ბოთლების შემცვლელია. წყალმცენარეებისგან დამზადებულ ჭურჭელში შეიძლება ჩაისხას წყალი, ხილის წვენები და სხვა მსგავსი სითხეები. დაცლის შემდეგ ბუშტების გამოყენება თამამად შეიძლება საკვებად, მაგრამ თუ მათი გემო არ მოგეწონებათ, არც ეგაა პრობლემა: გადაგდებიდან 4-6 კვირის შემდეგ ისინი ბოლომდე დნებიან და წყლად იქცევიან.

ინოვაციის ავტორმა  კომპანია „Skipping Rocks Lab-მა“ გარემოს დაცვის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის საკმაოდ ბევრი ჯილდო მიიღო.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ინოვაციური კედელი, რომელიც დადებითი თვისებებით 275 ხეს უთანაბრდება

იმისათვის, რომ ჟანგბადი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ – რაც შეიძლება სუფთა იყოს, ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს, რომ იპოვოს ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის გზა.  მოდი, ასე ვთქვათ – მოჭრილი ხეების ადგილზე შენობების აღმართვა წარმატებას არ მოგვიტანს.

კომპანია ,,Green City Solutions-ის“ მიერ შემუშავებული კამპანია ,,ქალაქის ხე” არის მწვანე კედელი, სადაც გამოსახულია ბუნება. სხვადასხვა ჯიშის ხავსისაგან შექმნილი კედელი ასუფთავებს ჰაერს და დადებითი თვისებებით 275  ხეს უთანაბრდება, ანადგურებს დღეში 250 გრამ მტვერს, გამონაბოლქვ აირებს, ხოლო მზის პანელებთან ერთად – კომპლექსში მას შეუძლია შეაგროვოს წვიმის წყალი და აკონტროლოს ნიადაგის მდგომარეობა. ,,ქალაქის ხე” უკვე მსოფლიოს 25 დიდ ქალაქშია დამონტაჟებული, მათგან ყველაზე მეტი ინდოეთშია.

 

წყარო:  Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ანტარქტიდაზე აღმოჩენილი პლასტმასის ნარჩენები გლობალური დაბინძურების მასშტაბზე მეტყველებს

შორეულ ანტარქტიდაზე პლასტმასის ნარჩენები და ტოქსიკური ქიმიკატები აღმოაჩინეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დაბინძურების პრობლემა მთელ დედამიწაზე არსებობს.

ამის შესახებ გარემოს დაცვის ორგანიზაცია ,,Greenpeace-ი” იუწყება.

2018 წლის დასაწყისში მიკროპლასტმასები – პლასტმასის პატარა ნაწილაკები, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ნარჩენისგან,  სავაჭრო ჩანთებიდან დაწყებული ავტომობილის საბურავებით დამთავრებული, ანტარქტიდის ნახევარკუნძულიდან აღებული წყლის 17 ნიმუშიდან 9-ში აღმოჩნდა. ხოლო თოვლის 9 ნიმუშიდან 7-ში ნივთიერება PFA-ი აღმოაჩინეს, რომელიც საწარმოო პროდუქტებში გამოიყენება და ველური სამყაროსთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

გაეროს გარემოს დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ დაბინძურების ნიშნები არქტიკიდან ანტარქტიდამდეა აღმოჩენილი და ისეთ შორეულ ადგილებშიც კი, როგორიცაა -მარიანას ღრმული, წყნარი ოკეანის ყველაზე უფრო ღრმა ადგილი.

სააგენტო აცხადებს, რომ წარმოებული პლასტმასის მხოლოდ მეათედია ხელახლა გადამუშავებული და ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს, რომ აკრძალონ ან დაბეგრონ ერთჯერადი პარკებისა და საკვები კონტეინერების გამოყენება.

წყარო:  Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა – როგორ აღნიშნავენ საქართველოში?

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან მიმართებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალიტებმა მდინარე არაგვზე  წყლის სინჯები აიღეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ ეტაპზე, სპეციალისტები მონიტორინგს 170-მდე წერტილში ახორციელებენ.

აგრეთვე – ეროვნული სატყეო სააგენტოს ინციატივით, ყვარლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 20 21 22 23 24 29
Page 22 of 29