close
ეკოლოგია

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი სამეცნიერო კვლევებს უახლესი ხელსაწყოებით განახორციელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის კვლევებს თანამედროვე მოწყობილობებით სამეცნიერო-კვლევითი ექოსაუნდერის და წყლის ხარისხის მონიტორინგის უახლესი პორტატიული აღჭურვილობით განახორცილებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს შესაძლებლობა ექნება სამეცნიერო კვლევები და შავი ზღვის მონიტორინგი მაღალი სიზუსტით შეაფასონ. სპეციალისტები მიღებული გამოცდილების საფუძველზე უკვე სრულიად ახალი, თანამედროვე ხელსაწყოთი – ეკოსაუნდერის საშულებით განახორციელებენ შავ ზღვაში თევზის მარაგების ოდენობის დათვლას. ეს საშუალებას მისცემს სპეციალისტებს მაღალი სიზუსტით ჩაატარონ კვლევები, განსაზღვრონ სწორი სარეწაო პროგნოზირება, რაც ხელს შეუწყობს მეთევზეობის განვითარებას.

შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში, წყლის ხარისხის მონიტორინგის უახლესი აღჭურვილობის საშუალებით კი სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ ზღვისა და მტკნარი წყლების ფიზიკურ-ქიმიური, დაბინძურების ევტროფიკაციის მონიტორინგი განახორციელონ.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს მსგავსი სახის მოწყობილობები არ გააჩნდა. უახლესი თანამედროვე ხელსაწყოები გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა შეძენილი რომლის მთლიანი ღირებულება 343 500 ლარს შეადგენს.

 

http://nea.gov.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0