close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

აუტიზმთან დაკავშირებული მუტირებული გენი წარმატებით აღადგინეს

ახლად ჩატარებული კვლევის თანახმად, კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა აუტიზმის სპექტრისა (ASD) და სხვა ტიპის აშლილობებთან დაკავშირებულ მუტირებულს გენს პირველადი ფუნქცია აღუდგინეს. მათ ამისთვის გენური ინჟინერია გამოიყენეს, ექსპერიმენტი კი ორგანოიდებზე, ე. წ. „მინი-ტვინებზე“ ჩაატარეს.

„ამ ბავშვებისა და მათი ახლობლებისთვის მოტორულ-კოგნიტიური ფუნქციისა და ცხოვრების ხარისხის ნებისმიერი გაუმჯობესება ნამდვილად ღირდა ცდად“, – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ალისონ მუოტრი.

მუტირებულს გენს TCF4 ეწოდება. ის ნერვული სისტემისა და ტვინის განვითარების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, მისი მუტაციები სხვადასხვა ნეიროფსიქიატრიულ მდგომარეობებთან ასოცირდება, როგორიცაა აუტიზმი და შიზოფრენია. ამის მიუხედავად, კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი მექანიზმის შესახებ ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.

ახლა კი მეცნიერებმა პიტ-კოპჰინსის სინდრომის მქონე ბავშვების ორგანიზმიდან კანის უჯრედთა ნიმუშები აიღეს და „მინი-ტვინები“ შექმნეს, რომლებშიც TCF4 მუტაციები იყო. სწორედ ასე შეძლეს მკვლევრებმა იმის დადგენა, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა მუტაციის შეცვლა.

მუტაციური TCF4-ის მქონე ორგანოიდებმა მრავალი განსხვავება აჩვენა – მათ შორის იყო ახალი ნეირონების შექმნის უნარის დაქვეითება. როგორც გაირკვა, ეს ბაზისური გენის დაბალი ექსპრესიითაა გამოწვეული. „მიკროსკოპის გარეშეც კი შესაძლებელი იყო იმის დადგენა, თუ სად მოხდა მუტაცია“… ამის მიზეზი კი არის, რომ ნეირონების ურთიერთკავშირის შეფერხებამ სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვია. და თუ მეცნიერთა ვარაუდს დავეყრდნობით, სწორედ ეს უნდა იდგეს ASD-ის მსგავსი კოგნიტიური დარღვევების მიღმა.

დაქვეითებული ფუნქციის გაუმჯობესების მცდელობისას, მკვლევრებმა ორი ალტერნატიული მეთოდი შეიმუშავეს, TCF4 დონის გაზრდის მიზნით. საბედნიეროდ, ორივე წარმატებული აღმოჩნდა და  შედეგად სტრუქტურული ცვლილებები გაქრა.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ეს ერთი გენი და მთელი ნერვული სისტემა აღვადგინოთ, თუნდაც ფუნქციურ დონეზე, გასაოცარია“, – თქვა მუოტრიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ჩინეთში H3N8 ტიპის ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში H3N8 ტიპის ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ინფიცირებული ხენანის პროვინციაში მცხოვრები 4 წლის ბიჭია. მას მაღალი ტემპერატურა და სხვა სიმპტომები აქვს. როგორც ირკვევა, მას კონტაქტი ჰქონდა ქათმებთან და ყვავებთან.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აქამდე H3N8 ტიპის ფრინველის გრიპი ცხენებთან, ძაღლებთან ფრინველებთან და სელაპებთან, თუმცა ადამიანის ინფიცირების შემთხვევა პირველად დადასტურდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

გიორგი ფხაკაძე – “კოვიდი ისევ მოდის… სამწუხაროდ, ისევ დაიწყო…“

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს, რომ კოვიდინფექცია ისევ იკრებს ძალებს. გთავაზობთ მის სტატუსს:

„კოვიდი ისევ მოდის…

სამწუხაროდ, ისევ დაიწყო …. ყველა ევროპულ ქვეყნებში დაიწყო კოვიდის ჰოსპიტალიზაციის რიცხვის ზრდა, ვარიანტებზე საუბარმა უკვე აზრიც დაკარგა. აზიაში და ჩინეთში რაც ხდება, გუშინ დავწერე…  რატომ ?!

ვიჩქარეთ… ძალიან ვიჩქარეთ რეგულაციების მოხსნა…

ვაქცინები არ გვინდაო, ახლაც გამოდის „ბრძენი” ხალხი, რუსული პროპაგანდა კი კიდევ მუშაობს – „ფაიზერი/მოდერნა“ დასავლური ვაქცინა არისო” და ამას ემატება ნაყიდი ვაქცინაციის საბუთების „ეფექტურობა”, დიახ, ბევრი ყალბი საბუთია…

სამედიცინო პირბადე არ გვინდა, „დავიღალეთო” …

დისტანცია – რას ლაპარაკობ, ხომ უნდა გადაგკოცნო, დიდი ხანია, არ მინახავხარ… რა ვიცი…

ვიცი, ყველა დაიღალა, მეც დავიღალე, ძალიან დავიღალე ….

ნუ იღლებით და აიცერით 3 დოზა ფაიზერით ან მოდერნათი, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, და დაიცავით დისტანცია!.. რამდეჯერ უნდა გითხრათ❗️ყველა, ბოდიში და იდიოტს, შარლატანს, გაუნათლებელს (ყველა გაგებით), აფერისტს (თქვენზე ფულს რომ აკეთებენ) უსმენთ და მეცნიერებს არ უსმენთ… რა ენაზე უნდა გითხრათ, არ ვიცი… ქართულიც ვისწავლე ამასობაში, მაგრამ თქვენამდე მაინც არ დადის. რა ვიცი… მითხარით, რა ენაზე უნდა გესაუბროთ. მგონი, ყველაფერი ვცადე, გამომრჩა რაიმე?

თუ კოვიდის არ გჯერათ, რა ვიცი,, ნუ დაიჯერებთ, ის თავად დაგაჯერებთ… დაელოდეთ, ის მოდის… დიახ, საქართველოსკენაც მოდის… პრინციპში, არც არსად წასულა…

ჰიპოთეზების მოყვარულებს ვურჩევ, ან წიგნი გადაშალეთ, ან უნივერსიტეტში შესაბამის ფაკულტეტზე ჩააბარეთ სასწავლებლად, იქნებ, რაიმე ისწავლოთ… დამღლელია რა…

კოვიდი ისევ მოდის…“

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მედიცინაში პირველად — ქალი პაციენტი აივ ინფექციისგან სრულად განიკურნა

გუშინ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შერეული რასის ქალი გახდა მესამე ადამიანი, ვინც აივ-ისგან განიკურნა — ამისათვის კი ჭიპლარის სისხლი გამოიყენეს. ჭიპლარის სისხლი გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე ზრდასრული ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაში გამოიყენება…

სწორედ ღეროვანი უჯრედების მეშვეობით განიკურნა წინა ორი პაციენტი, თუმცა ეს პროცედურა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და პაციენტებში ბევრი უკუჩვენებაც გამოიწვია. ტრადიციულად, ასეთ დონორს საკმარისად მსგავსი ლეიკოციტური ანტიგენი ან HLA უნდა ჰქონდეს, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შანსი. ასევე, დონორს იშვიათი გენეტიკური პათოლოგია უნდა აღენიშნებოდეს, რომელიც აივ-ის მიმართ რეზისტენტობას აძლიერებს. ეს გენეტიკური ანომალია კი ძირითადად ჩრდილოეთ ევროპის წარმოშობის ხალხში გვხვდება და იქაც მხოლოდ მოსახლეობის 1%-ია ასეთი.

“ნიუ-იორკელი პაციენტი”, როგორც მას ექიმები უწოდებენ, 2013 წლიდან მკურნალობდა აივ-ინფექციას, 2017 წელს კი ლეიკემიის დიაგნოზიც დაუდგინდა. მის სამკურნალოდ გამოყენებული პროცედურა, რომელიც ცნობილია, როგორც “Haplo-Cord ტრანსპლანტაცია”, ვეილ კორნელის ჯგუფმა შეიმუშავა. აღნიშნული მეთოდის დროს პაციენტს ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაცია უტარდება, რომლის ღეროვანი უჯრედებიც მძლავრ ახალწარმოქმნილ იმუნურ სისტემას შეიცავს. ერთი დღის შემდეგ კი დაავადებული ადამიანი ზრდასრული ღეროვანი უჯრედების უფრო დიდ რაოდენობას იღებს.

ზრდასრულ ღეროვან უჯრედებთან შედარებით, ჭიპლარის სისხლი უფრო ადაპტირებადია — როგორც წესი, ნაკლებ HLA-ის შესაბამისობას საჭიროებს კიბოს წარმატებული მკურნალობისთვის და ასევე, ნაკლებ გართულებებს იწვევს. თუმცა ჭიპლარის სისხლი საკმარის უჯრედებს არ აწარმოებს, რათა ეფექტურ სამკურნალო საშუალებად იქცეს მაღალი სტადიის კიბოსთვის. Haplo-Cord-ის ტრანსპლანტაციისას კი ზრდასრული დონორისგან დამატებითი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა დამხმარე საშუალებას წარმოადგენს, რადგან იგი ბევრი უჯრედის წარმოქმნას უზრუნველყოფს.

“ზრდასრული დონორის უჯრედების როლი ადრეული ტრანსპლანტაციის პროცესის დაჩქარება, გამარტივება და უსაფრთხოებაა”,— აცხადებენ ექიმები. მათი შეფასებით, აშშ-ში, დაახლოებით, 50 პაციენტს შეუძლია ამ პროცედურით სარგებლობა… ვინაიდან, ჭიპლარის სისხლის ნაწილობრივ თავსებადი ტრანსპლანტაციის გამოყენების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ზრდის ამ პაციენტებისთვის შესაფერისი დონორების პოვნის ალბათობას.

ჭიპლარის სისხლის გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ამ რესურსში გაცილებით ადვილია აივ რეზისტენტობის ანომალიების სკრინინგი, ვიდრე ეს ძვლის ტვინის შემთხვევაში ხდება.

ვიდრე ნიუ-იორკელი პაციენტი ამ მეთოდით მკურნალობის კანდიდატი გახდებოდა, ექიმმა ივონ ბრაისონმა და მისმა კოლეგებმა ჭიპლარის სისხლის ათასობით ნიმუში გამოცადეს… საბოლოოდ, პროცედურამ ძალიან კარგად ჩაიარა — ტრანსპლანტაციიდან სამი წლის თავზე პაციენტმა შეწყვიტა აივ მკურნალობა, რის შემდეგაც უკვე 14 თვე გავიდა, მაგრამ დაავადება აღარ გამოჩენილა. თანაც, მკვლევრებმა ქალის იმუნური უჯრედების ნიმუში აიღეს და ლაბორატორიული ექსპერიმენტით სცადეს მათი აივ-ით დაინფიცირება, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი – გიორგი ფხაკაძე

კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

„კოვიდი, თავისი „გრძელი კოვიდით“, ნამდვილად ვერაგია. პაციენტები ვისაც აქვთ „გრძელი კოვიდი“, 56% შანსია, რომ დაავადების დაწყებიდან 6 თვეში ჯანმრთელოს პრობლემები დაუმძიმდეთ.

ასევე კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი.

დიაბეტის ახალი ეპიდემია გამოწვეული კოვიდის მიერ“,- ამბობს ფხაკაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, აუცილებლად მონახავს ყველა აუცრელს – იმნაძე

სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს. ამიტომ, ამის იმედი ნურავის ექნება, მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა. ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას იმისათვის, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს ამ პატარა ქვეყანაში

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კურიერთან ინტერვიუში განაცხადა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც კორონავირუსით მძიმედ დაავადების რისკს აორმაგებს

პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც, მათი მტკიცებით, ინფიცირებულებში კოვიდ-19-ის მძიმედ მიმდინარეობის რისკს აორმაგებს. კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა დაეხმარება ექიმებს იმ ადამიანების იდენტიფიცირებაში, რომლებსაც კორონავირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნით.

„წელიწადნახევარზე მეტხანს მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა იმ გენის იდენტიფიცირება, რომელიც პასუხისმგებელია მძიმედ დაავადებისკენ მიდრეკილებაზე. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ, ამოვიცნოთ ადამიანები, რომლებიც კოვიდ 19-სგან სერიოზულად დაზიანების რისკი ემუქრებათ“, – განაცხადა პოლონეთი ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნეჯელსკიმ.

ბელოსტოკის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გენი მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკის, წონის და სქესის შემდეგ, რომელიც განსაზღვრავს რამდენად მძიმედ ავადდება ადამიანი კოვიდ 19-ით. პროექტში ჩართული მეცნიერები განმარტებით, აღნიშნული გენი პოლონეთის მოსახლეობის დაახლოებით 14%-შია, ევროპის მოსახლეობის 8-9%-ში და ინდოეთში – მოსახლეობის 27%-ში.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

“ფაიზერის“ ხელმძღვანელი – ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში იქნება საჭირო

კომპანია “ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით ყოველწლიურად ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი წლის
განმავლობაში დასჭირდებათ. მისი თქმით, ეს საჭირო იქნება იმისთვის, რომ მოქალაქეები ვირუსისგან
მაქსიმალურად დაცულები იყვნენ.
ალბერტ ბურლას განცხადებით ვაქცინამ, რომელიც „ფაიზერმა“ გერმანულ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

„ჩვენ ვაქცინაციით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ და მსოფლიო ეკონომიკის ტრილიონობით დოლარი დავზოგეთ. იმ ხალხს, რომლებსაც უბრალოდ ეშინიათ, მინდა ვუთხრა : ერთადერთი
ადამიანური ემოცია, რომელიც შიშზე ძლიერია, არის სიყვარული. მიიღო გადაწყვეტილება, აიცრა, მხოლოდ შენს ჯანმრთელობაზე არ ახდენს ზეგავლენას, ეს ზეგავლენას ახდენს სხვა ადამიანებზეც და განსაკუთრებით იმათზე, ვისთანაც შენთან ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს. ასე რომ, გამოიჩინე გამბედაობა, დაძლიო შიშები და მოიქეცით სწორად“, – განაცხადა მან.

ცნობილია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა -70C ტემპერატურაზე უნდა მოხდეს, რაც ართულებს მის ტრანსპორტირებას ბევრ ქვეყანაში, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს ერთი თვის განმავლობაში
იგეგმება ვაქცინის ახლებურად შემუშავება და მისი შენახვა სამი თვის განმავლობაში მაცივრის ტემპერატურაზე იქნება შესაძლებელი.
ცნობილია, რომ კომპანია “ფაიზერი“ მუშაობს ვაქცინაზე, რომელიც „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ იმოქმედებს და ის, სავარაუდოდ, 100 დღეში იქნება მზად. ამასთან, „ფაიზერმა“ შექნა ანტივირუსული აბი Paxlovid-ი. კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, პრეპარატი ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს თითქმის 90%-ით ამცირებს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

“სულაჟერი” – ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა

პროფესორმა ალექსანდრე თავართქილაძემ კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა, „სულაჟერი“ ასე ქვია მედიკამნეტს, თავართქილაძე ონკოლოგია.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ზაზა ლურსმანაშვილი ავრცელებს:

“ალექსანდრე თავართქილაძე, მადლობა შენ, რომ უბრალოდ არსებობ და ასეთ შედევრებს ქმნი!

კოვიდის საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი “სულაჟერი” (კაფსულები და პერორალური ამპულები). შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში (გვ.85).

„სულაჟერით“ უკვე 50 – მდე პაციენტი მკურნალობს, გამონაკლისი იქნა დაშვებული რეანიმაციის განყოფილებაში მყოფ 3 უმძიმეს პაციენტზე, რომლებიც “სულაჟერი”-ს მკურნალობაში ჩაერთვნენ დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 12-14 დღის შემდეგ.

თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 19 პაციენტი. 7 მათგანი კლინიკიდან გაეწერა შემოსვლიდან 6-7 დღეში, ხოლო 3 პაციენტი გაწერა 10 დღეში. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 4 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში შემოსვლიდან 7 დღეში გაწერილი პირველი პაციენტის ასაკი 87 წ.

არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მისი გადაყვანა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მითუმეტეს სიკვდილი.

განსაკუთრებით საყურადღებოა რეანიმაციის განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტის შემთხვევა.

მამაკაცი, 57 წლის, ჭარბწონიანი (210 კგ). ანამნეზში: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, ჰიპერტონული დაავადება, ქრონიკული ვენური უკმარისობა. შემოსვლისას სატურაცია ატმოსფერულ ჰაერზე: 82%, სუნთქვის სიხშირე 33’. მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც დინამიკაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბაზისურ მკურნალობასთან ერთად, სიმპტომების დაწყებიდან მე-14 დღეს, მკურნალობაში ჩაერთო „სულაჟერი“ ჯერ კაფსულების სახით ( 3 კაფსულა დღეში სამჯერ), ხოლო 5 დღის შემდეგ „სულაჟერის“-ს პერორალური ამპულები, 3 ამპულა ყოველ 8 საათში ერთხელ. აღსანიშნავია, რომ „სულაჟერი“-ს ჩართვის პირველ დღეს პაციენტის სატურაცია იყო 50-55% ჟანგბადის მაღალნაკადური მიწოდების ფონზე. „სულაჟერი“-ს მიღებიდან მე-10 დღეს სატურაცია გახდა 92%. მოგვიანებთ, 12 დღის განმავლობაში, დინამიკაში დაკვირვების შემდეგ, პაციენტმა დატოვა კლინიკა.

მამაკაცი, 73 წლის. თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, კახექსიური, ძილიანი, პერიოდულად აგზნების და ჰალუცინაციების ეპიზოდებით, სიმპტომების სავარაუდო დაწყებიდან მე-8 დღეს, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში.

სატურაცია 87% ატმოსფერულ ჰაერზე. ლაბორატორიული მონაცემებიდან, სხვა პარამეტრებთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებო იყო: ინტერლეიკინი – 836. მკურნალობის სქემაში „სულაჟერი“ ჩაერთო შემოსვლიდან მე-6 დღეს და შედეგად, 4 დღეში ინტერლეიკინის მაჩვენებელი გახდა 33. პაციენტი შემოსვლიდან 13 დღეში გაეწერა კლინიკიდან.ქალბატონი, 34 წლის. მოთავსდა თერაპიის განყოფილებაში. მოგვიანებით, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და გადაყვანილ იქნა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ის დააინტუბირეს და გადაიყვანეს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. დინამიკაში მდგომარეობა დამძიმდა, მკვეთრად მოიმატა ანთების მარკერებმა, ჰემოდინამიკა გახდა არასტაბილური, გამოვლინა კანქვეშა ემფიზემა, მიკროცირკულაციის მოშლა. ფხვ-ს აგრესიულ პარამეტრებზე, სატურაცია 50-70%-ის ფარგლებში. ვაზოინოტროპული მედიკამენტების მაქსიმალური დოზების ფონზე, არტერიული წნევა 70 მმ-ის ფარგლებში. შემოსვლიდან 2 კვირის შემდეგ დაწყებულ იქნა „სულაჟერი“-ს პერორალური ამპულებით მკურნალობა. 3 ამპულა 8 საათში ერთხელ. მე-5 დღიდან დაიწყო ვაზოინოტროპული მედიკამენტების დოზის შემცირება, სატურაციის მაჩვენებლის მატება, ანთების მარკერების შემცირება, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. “სულაჟერი”-თ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში პაციენტს შეუწყდა ფხვ, გამოსწორდა სატურაცია და ჰემოდინამიკური მაჩვენებლები. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური. თავისუფლად ამოძრავებს კიდურებს. დღეის მდგომარეობით აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში, იკვებება ზონდის გარეშე, გადაადგილდება დამოუკიდებლად”, – წერს ლურსმანაშვილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

“აღარც ცე ვიტამინი გჭირდებათ, აღარც დე, აღარც სიცხის დამწევი” – გიორგი ღოღობერიძე

ექიმ, გიორგი ღოღობერიძის პროგნოზები კოვიდთან დაკავშირებით ასე იმედიანი არასოდეს ყოფილა. მან ,,პირველის” ეთერიდან ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.

“ომიკრონის შემთხვევაში ინფექცია ფილტვებიდან ამოვიდა ზედა სასუნთქ გზებში. რაც შეეხება რეკომანდაციებს, სიმშვიდის გარდა არაფერია საჭირო, ცე და დე ვიტამინებიხ მიღებაც კი არ გჭირდებათ, არც სიცხის დამწევი. ომიკრონი იმაზე უფრო მსუბუქია, ვიდრე სხვა დაავადებები, რომლებიც არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში. ასევე გაცილებით მსუბუქია, ვიდრე კოვიდის სხვა ვარიანტები.

ბავშვების სკოლაში სწავლაც სრულიად უსაფრთხო იქნება, თუ დაცული იქნება დისტანცია, პირბადის ტარება და ოთახები ხშირად განიავდება. იყავით მშვიდად, წყანარად, სხვა არაფერი გჭირდებათ”, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​tia.ge/

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 28 29 30 31 32 91
Page 30 of 91