close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

დიდ ბრიტანეთში ფრინველის გრიპით ადამიანი დაინფიცირდა

დიდ ბრიტანეთში ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. 

BBC-ს ინფორმაციით, ვირუსი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრებ ადამიანს დაუდასტურდა.

ფაქტს ოფიციალური პირები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაავადებული თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაშია და რომ საზოგადოებისთვის რისკს არ წარმოადგენს.

ფრინველის გრიპით ადამიანის დაინფიცირების შემთხვევები იშვიათია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, სავარაუდოდ, პირი ავადმყოფ ან მკვდარ ფრინველთან ძალიან ახლო კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდა.

ეპიდემიოლოგების თქმით, ვირუსის შემდგომი გავრცელების მტკიცებულება არ არსებობს და ინფიცირებულის ყველა ახლო კონტაქტის მონიტორინგი მიმდინარეობს.

ფრინველის გრიპი გრიპის სახეობაა, რომელიც ფრინველებში ვრცელდება. ადამიანიდან ადამიანზე მისი გადაცემა კი იშვიათი შემთხვევაა.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, გამოვლენილი ვირუსი H5 ტიპს მიეკუთვნება, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, არის თუ არა ეს იგივე H5N1 შტამი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში იწვევდა ეპიდემიებს ფრინველებში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც 46 მუტაციის მატარებელია

მეცნიერებმა საფრანგეთში კორონავირუსის ახალი, B.1.640.2, ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც 46 მუტაციის მატარებელია და პოტენციურად შემაშფოთებელი ვარიანტია.
მეცნიერებმა ახალ ვარიანტს IHU უწოდეს. ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში B.1.640.2-ით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი შემთხვევა უკავშირდება პირს, რომელსაც დასავლეთ აფრიკაში, კამერუნში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ის კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად იყო
ვაქცინირებული. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ახალი ვარიანტის გაჩენა ხაზს უსვამს გენომური სეკვენირების მნიშვნელობას და აცხადებენ, რომ მათმა დაკვირვებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ახალი SARS-CoV-2-ის ვარიანტების გაჩენის არაპროგნოზირებადობა.
ეპიდემიოლოგისა და ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თანამშრომლის, ერიკ ფეიგლ-დინგის თქმით, მიმდინარეობს ახალი ვარიანტის მონიტორინგი, რათა შეფასდეს, რამდენად გადამდები ან საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ის.
”ის, რაც ვარიანტს უფრო ცნობილსა და საშიშს ხდის, არის მუტაციების რაოდენობის გამო მისი გამრავლების უნარი. ეს არის შემთხვევა, როცა ის შემაშფოთებელი ვარიანტი ხდება, „ომიკრონის“ მსგავსად, რომელიც უფრო
გადამდებია და იმუნიტეტისგან თავის დაღწევას უკეთ ახერხებს. ჯერ კიდევ გასარკვევია, რომელ კატეგორიაში მოხვდება ეს ახალი ვარიანტი,“- აცხადებს ერიკ ფეიგლ-დინგი.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 წლიდან ბავშვების აცრა დაიწყო.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერი/ბიონტექის” ვაქცინის 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებას მხარი რამდენიმე დღის
წინ დაუჭირა, მანამდე კი ქვეყნის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ამ ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გადაუდებელი მიზნით გამოყენების ნებართვა გასცა.
ვაქცინის საბავშვო დოზა 10 მიკროგრამს შეადგენს. 12 წლის და ზევით ასაკობრივ ჯგუფში კი ვაქცინის 30-მიკროგრამიანი დოზაა გათვალისწინებული.
აშშ-ში -11 წლის ასაკის დაახლოებით 28 მილიონი ბავშვი ცხოვრობს. ერთ- ერთი გამოკითხვის თანახმად, მშობლების 34% თანახმაა, შვილები კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით დაუყოვნებლივ აცრან, 32% აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესს დააკვირდება და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს, გამოკითხული მშობლების 7% შვილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აცრის, თუ ამას დაავალდებულებენ, 24% – კი აცრაზე ცალსახად უარს აცხადებს.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ჯანმო-მ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მეცხრე ვაქცინა დაამტკიცა, რომელიც ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაზე ინახება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამერიკული კომპანია Novavax-ისა და ინდური Serum Institute-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა CovavaxTM-ი გადაუდებელი გამოყენებისთვის
დაამტკიცა. ორგანიზაციის პროცედურის მიხედვით, ვაქცინამ გაიარა ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ტესტი. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზეა შესაძლებელი, რაც, ამ კუთხით, მნიშვნელოვანი უპირატესობაა სხვა ვაქცინების შედარებით, რომლებიც განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე შენახვას საჭიროებენ. CovavaxTM – არის ცილოვანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს SARS-CoV-2-ის ცილის მოდიფიცირებულ გენს. ის დამზადებული ძველი
ტექნოლოგიით, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენება სხვა სახის ვაქცინების წარმოებისთვის.
სრულად ვაქცინირებისთვის საჭიროა CovavaxTM-ის ორი დოზით აცრა. COVAX-ის პროგრამამ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს მსოფლიოს დაბალი შემოსავლის ბევრ ქვეყანას აწვდის,
CovavaxTM-ის ვაქცინის 1.35 მილიარდი დოზის მიღებაზე შეთანხმებას მიაღწია.
Novavax-ში აცხადებენ, რომ აწარმოებენ კვლევას იმის გასარკვევად, როგორ მუშაობს ვაქცინა კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ და მწარმოებლებმა დაიწყეს განახლებული ვერსიის ფორმულირება, იმისთვის, რომ ვაქცინა უკეთ მიესადაგოს აღნიშნულ ვარიანტს იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება.

წყარო : abcnews.go.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

Pfizer-ი – პანდემია, შესაძლოა, 2024 წლამდე გაგრძელდეს

ამერიკული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის პანდემია, შესაძლოა, 2024 წლამდე არ დასრულდეს.
კომპანიის პროგნოზით, 2024 წლისთვის დაავადება, სავარაუდოდ, ენდემური იქნება მთელ მსოფლიოში.
”როდის და როგორ მოხდება ეს, დამოკიდებული იქნება დაავადების ევოლუციაზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად
ეფექტურად გამოიყენებს საზოგადოება ვაქცინებსა და სამკურნალო საშუალებებს”, – განაცხადა კომპანიის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა მიქაელ დოლსტენმა.
მისი თქმით, ”ახალი ვარიანტების გაჩენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პანდემიის განვითარებაზე.”
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გამოჩენამდე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებდა, რომ შეერთებულ შტატებში პანდემია 2022 წელს დასრულდებოდა.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

აშშ-ში კორონავირუსის სამკურნალო ორი ანტივირუსული მედიკამენტის გამოყენება დაამტკიცეს

აშშის სურსათისა და მედიკამენტებისადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ ორი ანტივირუსული მედიკამენტი : კომპანია ფაიზერისპაქსლოვიდი და კომპანიამერკისადა Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ წარმოებული „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა.

კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, ორალური ანტივირუსული პრეპარატი „პაქსლოვიდი“ მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89 %-ით ეფექტურია.

დაინფიცირების ადრეულ ეტაპზე პრეპარატმოლნუპირავირიგამოყენება კი ჰოსპიტალიზაციის რისკს 30%-ით ამცირებს.

შეერთებულ შტატებს პაქსლოვიდი10 მილიონი კურსისთვის და მოლნუპირავირი“ 5 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობის შესყიდვაზე კონტრაქტები გაფორმებული აქვს. პაქსლოვიდიერთი კურსის ღირებულება 530 აშშ დოლარია, მოლნუპირავირი კი – 700 აშშ დოლარი.

წყარო : Reuters

მასალა მოამზდა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

სამხრეთ აფრიკაში “ომიკრონის” უზარმაზარი ტალღა, ისევე სწრაფად სუსტდება, როგორც გაიზარდა – The Washington Post

“სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში “ომიკრონის” უზარმაზარი ტალღა, როგორც ჩანს, ისევე სწრაფად მცირდება, როგორი სწრაფადაც გაიზარდა.” – ამის შესახებ ქვეყნის ეპიდემიოლოგებზე დაყრდნობით, The Washington Post წერს.

სამხრეთ აფრიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, სალიმ აბდულ კარიმი გამოცემასთან საუბრის დროს აღნიშნავს, ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევებმა ისევე სწრაფად იკლო, როგორც მოიმატა.

შემთხვევების მნიშვნელოვან შესუსტებაზე საუბრობენ ახალი შტამის გამოვლენიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, ეს კი მეცნიერებს დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს.

აბდულ კარიმი ამბობს, რომ ქვეყანამ სწრაფად გადალახა ახალი შტამის პიკი და წინასწარი ვარაუდით თუ იმსჯელებენ, ის მოელის, რომ ყველა, ან თითქმის ყველა სხვა ქვეყანა იმავე ტრაექტორიას უნდა გაჰყვეს და მალე გადალახოს ეს ტალღა.

“თუ კორონავირუსის წინა ვარიანტები იწვევდნენ კილიმანჯაროს ფორმის ტალღებს, ომიკრონის ტალღები უფრო ჰგავს ევერესტის ჩრდილოეთ ნაწილს.” – განაცხადა მან.

სულ რაღაც ერთი კვირის წინ, სამხრეთ აფრიკაში ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად იზრდებოდა. მიმდინარე კვირიდან კი, მონაცემების მიხედვით, კოვიდშემთხვევების რიცხვი იკლებს.

ვირუსის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების მიუხედავად, სამხრეთ აფრიკამ გადაწყვიტა, არ ჩაეკეტა რეგიონი და არ დაეწესებინა სხვა შეზღუდვები, თუმცა ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, დააწესა შეზღუდვები სამხრეთ აფრიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან საჰაერო მიმოსვლაზე.

სამხრეთ აფრიკაში, ამ დრომდე უცნობი შტამის აღმოჩენის შესახებ 25 ნოემბერს განაცხადეს.

ის, რამაც მსოფლიოს შეშფოთება გამოიწვია, ახალი ვარიანტის მუტაციების საკმაოდ დიდი რიცხვია, რაც ეპიდემიოლოგების განმარტებით, კიდევ უფრო ზრდის მისი გავრცელებისა და სწრაფად გადადების უნარს.

რამდენიმე დღის წინ გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში გამოქვეყნებული წინასწარი კვლევების მიხედვით კი “ომიკრონის” ტალღა უფრო რბილია.

“პირველადი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ “ომიკრონით” ინფიცირებული უფრო ნაკლები ადამიანი საჭიროებს ჰოსპიტალურ მკურნალობას, ვიდრე სხვა შტამებით ინფიცირებულები. პირველადი შეფასებით, ჰოსპიტალიზაციის რისკი 30%-დან 70%-მდე მცირდება. ამის მიუხედავად, შეშფოთების საფუძველი კვლავ არსებობს, რადგან, იმ შემთხვევაში, თუნდაც “ომიკრონი” რბილი იყოს, შემთხვევების დიდმა რაოდენობამ, შეიძლება საავადმყოფოების გადავსება და კრიზისი გამოიწვიოს.” – წერს BBC.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

“კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს” – ჯანმო

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი, ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სი აცხა­დებს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 2022 წელს უნდა დას­რულ­დეს.

“2022 წელი კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლი უნდა იყოს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ორი წელი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობთ ვირუსს და მის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა ია­რა­ღი გვაქვს“, – გა­ნა­ცხა­და მან.

გებ­რე­ი­სუს­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით იმ­დე­ნი ვაქ­ცი­ნაა, რომ 2022 წლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის­თვის ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სრუ­ლი­ად ასაც­რე­ლად საკ­მა­რი­სია.

“თუ ჩვენ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს არ ავცრით, შე­საძ­ლოა, პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლი კი­დევ გა­და­ი­დოს“, – გა­ნა­ცხა­და ჯან­მო-ს დი­რექ­ტორ­მა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

“ომიკრონის” შემთხვევები ყოველ მეორე დღეს ორმაგდება – ივანე ჩხაიძე

“ომიკრონის” შტამით ამ დროისთვის საქართველოში 24 ადამიანია ინფიცირებული. დამატებით იკვლევენ კიდევ 52 ადამიანს.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ “ომიკრონის” შემთხვევები ყოველ მეორე დღეს ორმაგდება და თავის დასაცავად მოქალაქეებს ბუსტერის გაკეთებას, ასევე, პირბადის ტარებას ურჩევენ.

“ომიკრონის შემთხვევები ორმაგდება ყოველ მეორე დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს საქართველოში 24 შემთხვევა დაფიქსირდა, მოსალოდნელია, რომ ორი დღის შემდეგ ამ შემთხვევების რაოდენობა 40-დან 50-მდე უნდა იყოს. სამწუხაროდ, აქ არის ასევე რისკი, რომ უფრო მეტი ნაკადი პაციენტების იქნება მიმართული ჰოსპიტალური სექტორისკენ. ბუსტერ დოზა ითვლება ეფექტურ საშუალებად როგორც ინფიცირების, ისე მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით”, – ამბობს ექიმი, ივანე ჩხაიძე. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ოქსფორდის უნივერსიტეტმა და AstraZeneca-მ „ომიკრონ“ შტამზე მორგებული ვაქცინის ვერსიის წარმოებაზე მუშაობა დაიწყეს

ოქსფორდის უნივერსიტეტმა და AstraZeneca-მ „ომიკრონ“ შტამზე მორგებული ვაქცინის ვერსიის წარმოებაზე მუშაობა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Financial Times-ი ავრცელებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, სენდი დუგლასმა განაცხადა, რომ განახლებული ვაქცინა შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ ახალ ვარიანტზე უფრო სწრაფად რეაგირებისთვის.

„ჩვენს პარტნიორ AstraZeneca-სთან ერთად წინასწარი ნაბიჯები გადავდგით განახლებული ვაქცინის წარმოებისთვის“, – აღნიშნა სენდი დუგლასმა.

სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზით უზრუნველყოფილი დაცვა სრული ვაქცინაციიდან სამ თვეში მცირდება, მათ შორის მძიმე დაავადების წინააღმდეგ.

ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებით, ადრეული მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცვის აღდგენას უწყობს ხელს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 29 30 31 32 33 91
Page 31 of 91