close
ეოგრაფიაედამიწავლევები

ანტარქტიდაზე 280 მილიონი წლის პოლარული ტყის ნაკვალევი აღმოაჩინეს

ანტარქტიდა ტყე

გეოლოგისტებმა ანტარქტიდაზე 280 მილიონი წლის განმარხებული პოლარული ტყე  აღმოაჩინეს, რომელიც უძველესი პოლარული ტყის უძველეს მტკიცებულებად მიიჩნიეს.

ერიკ გულბრანსონი და ჯონ ისბელი, ვისკონს-მილუუკის უნივერსიტეტიდან იმ კლდეებს შორის, სადაც ოდესღაც ფოთლოვანი ტყე იყო, უძველესი სახეობები აღმოაჩინეს.

პოლარული ტყე იზრდებოდა ისეთ განედში, სადაც დღეს მცენარეთა გაზრდა შეუძლებელია და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ, როგორც ჩანს, ის მცენარეები, რომელიც აქ იზრდებოდნენ, ძალიან ძლიერ სახეობას განეკუთვნებოდნენ. მკვლევარებს სურთ დაადგინონ, რა იყო მათი გადაშენების მიზეზი.

მიიჩნევენ, რომ ხეები ნახევარი წლის განმავლობაში სრულ სიბნელეში იმყოფებოდნენ, ხოლო ხუთი თვე-  უწყვეტი სინათლეში.

პერმულ პერიოდში ანტარქტიდა უფრო თბილი იყო, ვიდრე დღეს. იმ დროს ის ჯერ კიდევ გონდვანას ნაწილი იყო, ჰიპოთეზური კონტინენტი, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში არსებობდა. გონდვანა შედგებოდა თანამედროვე აფრიკის, სამხრეთი ამერიკის, ანტარქტიდის, ავსტრალიისა და კუნძულ ინდოსტანისაგან, რომელიც ლავრაზიასთან შეჯახების შემდეგ ჩამოყალიბდა ნახევარკუნძულად.

ერიკ გულბრანსონი მედიასთან საუბარში აცხაებს, რომ აღმოჩენილი პოლარული ტყის ასაკის დადგენა მისი გუნდის მთავარი გამოწვევა იყო. კვლევის შედეგების მიხედვით, ტყე დაახლოებით 280 მილიონი წლისაა, თუმცა შესაძლებელია, ის 20 მილიონი წლით ძველი ან ახალიც იყოს.

მეცნიერის განმარტებით, ახალი კვლევა მიზნად ისახავდა დაედგინა, თუ როგორ შეიცვალა პოლარული ეკოსისტემები მასობრივი გადაშენების დროს პერმისის პერიოდის ბოლოს, დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა კვლავ მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია მასობრივი გადაშენება, ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ყველა სახეობის 90 პროცენტი, მათ შორის, პოლარული ტყე, დედამიწაზე განადგურდა მომატებული გლობალური ტემპერატურისა და ოკეანის მჟავიანობის გამო, რაც გამოწვეული იქნა ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის გავრცელებით 200 000 წლის განმავლობაში.

ერიკ გულბრანსონი აცხადებს, რომ მის მიერ ჩატარებული სამუშაოები მეცნიერებს თანამედროვე კლიმატის ცვლილების შედეგების გააზრებაში დაეხმარება.

წყარო: http://www.independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2