close

ზოგადად, ავტომანქანით გადაადგილება და შემდგომში მისი უსაფრთხოდ დაპარკინგება საკმაოდ რთული და კომპლექსური პრობლემაა, რომელიც დღეს ყველა მძღოლის საზრუნავს წარმოადგენს.  

ქალაქ ბათუმში ამ ყველაფერს ავტოფარეხების პრობლემა ემატება. აქ ავტოფარეხების აკრძალვის შემდეგ, ავტომანქანები ღია ცის ქვეშ დარჩა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა მანქანის მფლობელებისათვის. სწორედ ამ პრობლემის   მოგვარებაზე ზრუნვა ახალგაზრდა გამომგონებლებმა დაიწყეს და დიდ  წარმატებასაც მიაღწიეს ამ კუთხით.

მოძრავი ავტოფარეხი – ეს საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური პროექტია, რომელიც ბათუმელმა გამომგონებლემა უკვე დააპატენტეს  და მალე მის მასობრივ წარმოებასაც აპირებენ.

რამდენად ექნება პრაქტიკული გამოყენება ამ გამოგონებას და მოაგვარებს თუ არა ეს ქალაქში არსებულ  პარკირების პრობლემეს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა გიორგი ბობოხიძის ამ გამოგონებამ უკვე მიიპყრო საკმაოდ დიდი ყურადღება  და დიდი დაინტერესებითაც სარგებლოს საზოგადოების მხრიდან.

გიორგი 23 წლისაა,  დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი სამშენებლო განხრით. ამ სფეროთი და ზოგადად ინოვაციური პროექტების შექმნით დაინტერესებული სკოლის პერიოდიდანვე იყო, რადგან გრძნობდა საკუთარ მიდრეკილებას და ნიჭს, რომლის რეალიზებასაც შეძლებდა. შემდეგ ორ სხვა სტუდენტთან ერთად ,,creative group-ი” ჩამოაყალიბა და სხვადასხვა სამეცნიერო პროექტზე დაიწყო მუშაობა.

გიორგი, გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ჯანსაღი ცხოვრების წესსაც მისდევს. სპორტის სახეობებიდან განსაკუთრებით იტაცებს ველორბოლა და როგორც ამბობს, მისი ამ ჰობის დამსახურებით ნახევარი საქართველო აქვს უკვე მოვლილი.

სამეცნიერო საქმიანობის ინსპირაციებსა და სამუშაო პროცესის სირთულეებზე გიორგი ბობოხიძე დოქტრინას ესაუბრა:

-როდის გაგიჩნდა გამოგონების იდეა და რამ განაპირობა ეს?

-2016 წელს გამიჩნდა იდეა შემექმნა რაიმე ინოვაციური პროდუქტი. იდეა მომდინარეობს იქიდან რომ,  ქალაქში აიკრძალა კაპიტალური  ავტოფარეხები, რამაც გამოიწვია, ტრანსპორტის ღია ცის ქვეშ დატოვება.  დამებადა იდეა, შემექმნა ისეთი პორტატული ავტოფარეხი,  რომელიც  იქნებოდა მობილური და ასევე დაიცავდა სატრანსპორტო საშუალებებს ატმოსფერული ნალექებისგან. ამავე წელს  ეს იდეა დავაპატენტე. რაც შეეხება სამუშაო პროცეს, შევქმენით პირველი პროტოტიპი,  რომელსაც დიდი დრო და შრომა დასჭირდა და რომელმაც საკმაოდ წარმატებული შედეგები აჩვენა.

-რა სირთულეები ახლდა თავად გამოგონების შექმნის პროცესს?

-სირთულე საკმაოდ ბევრი იყო, რადგანაც ვმუშაობდით პროდუქტზე, რომელიც ჩვენთვის უცხო და რთული იყო. საბოლოო შედეგით მაინც  კმაყოფილი დავრჩით.

-რაში მდგომარეობს შენი გამოგონების უნიკალურობა?

-ჩემთვის ჩემი გამოგონების უნიკალურობა, როგორც ავტორისთვის , განუსაზღვრელია, რადგანაც ეს ჩემი პირველი გამოგონებაა. ზოგადად მისი უნიკალურობა და სარგებლიანობა უკვე იმ ხალხის შესაფასებელია,  ვინც ამით დაინტერესდა და შეიძენს.

-რას საქმიანობ ამჟამად და გვიამბე სამომავლო გეგმებზე.

-სხვა უამრავ პროექტზე ვმუშაობ, მსგავს და ამაზე უფრო მასშტაბიანზე. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება მ, იზნად მაქვს ჩემი კომპანია უფრო წარმატებული გავხადო.

 

 

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid