close
ასტრონომია - კოსმოსი

4 სამყარო მზის სისტემაში, სადაც, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს

დედამიწის ბიოსფერო შეიცავს სიცოცხლისთვის საჭირო ყველა ცნობილ ინგრედიენტს. ესენია: თხევადი წყალი, ენერგიის მინიმუმ ერთი წყარო და ბიოლოგიურად სასარგებლო ელემენტების და მოლეკულების მარაგები. თუმცა ამ ინგრედიენტების ნაწილი დედამიწის გარდა მზის სისტემაში სხვაგანაც გვხვდება.

მარსი – დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მსგავსი პლანეტაა. მას აქვს 24.5-საათიანი დღე, პოლარული ყინულის ქუდები, რომლებიც ფართოვდება და იკუმშება სეზონების მიხედვით, და ზედაპირზე არსებული სხვადასხვა ქმნილება, რომელიც პლანეტის ისტორიის განმავლობაში წყალმა შექმნა.

მარსის ატმოსფეროში მეთანის და სამხრეთ პოლარული ყინულის ქუდის ქვეშ ტბის აღმოჩენა (რომელიც იცვლება სეზონების მიხედვით და დღის განმავლბაშიც კი) პლანეტას სიცოცხლის არსებობისთვის ძალიან საინტერესო კანდიდატად წარმოაჩენს.

აღსანიშნავია, რომ მეთანის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ის შეიძლება წარმოიქმნას ბიოლოგიური პროცესებით. მაგრამ მარსზე მეთანის რეალური წყარო ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ევროპა

იუპიტერის მთვარე „ევროპა“ 1610 წელს გალილლეო გალილეიმ აღმოაჩინა. ის დედამიწის მთვარზე ოდნავ მცირეა და გაზის გიგანტის გარშემო ყოველ 3.5 დღეში ერთხელ ერთ წრეს აკეთებს.

„ევროპის“ ზედაპირი წყლის ყინულის უკიდეგანო სივრცეა. ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ გაყინული ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის ფენაა – გლობალური ოკეანე, რომლის გაყინვას ხელს უშლის სითბოს მოქცევა და ის შესაძლოა 100 კმ-ზე მეტი სიღრმის იყოს.

ამ ოკეანის ერთ-ერთი მტკიცებულებაა გეიზერები, რომლებიც ზედაპირზე ყინულის ბზარებიდან ამოიფრქვევა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ოკეანეების სამყაროს ფსკერზე  შეიძლება შეგვხვდეს ჰიდროთერმული ხვრელები და ოკეანის ფსკერის ვულკანები. დედამიწაზე ასეთი თვისებები ხშირად ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ეკოსისტემების დამადასტურებელია.

ენცელადი

„ევროპის“ მსგავსად ყინულით დაფარული მთვარეა, რომელზეც თხევადი წყლის მიწისქვეშა ოკეანე მდებრეობს.

„ენცელადი“ „სატურნის“ გარშემო ბრუნავს და პირველად მეცნიერების ყურადღება მის სამხრეთ პოლუსთან უზარმაზარი გეიზერების მოულოდნელი აღმოჩენის შემდეგ მიიპყრო.

ამ გეიზერებში არა მხოლოდ წყალი, არამედ ორგანული მოლეკულები და კლდოვანი სილიკატური ნაწილაკების პატარა მარცვლებიც აღმოაჩინეს, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, თუ მიწისქვეშა ოკეანის წყალი ფიზიკურ კონტაქტში იყო კლდოვან ოკეანის ფსკერთან მინიმუმ 90 ˚C ტემპერატურაზე.

ეს ძალიან ძლიერი მტკიცებულებაა ოკეანის ფსკერზე ჰიდროთერმული ხვრელების არსებობის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლისთვის საჭირო ქიმიას და ენერგიის ლოკალიზებულ წყაროებს.

ტიტანი

„ტიტანი“ „სატურნის“ უდიდესი მთვრეა. ის ერთდერთი მთვარეა მზის სისტემაში, რომელსაც რეალური ატმოსფერო აქვს.  იგი შეიცავს რთული ორგანული მოლეკულების სქელ ფორთოხლისფერ ნისლსა და წყლის ნაცვლად მეთანის ამინდის სისტემას – სეზონური წვიმებით, მშრალი პერიოდებით და ქარისგან შექმნილი ზედაპირული ქვიშის დიუნებით.

მისიატმოსფერო ძირითადად აზოტისგან შედგება, ეს არის მნიშვნელოვანი ქიმიური ელემენტი, რომელიც გამოიყენება ცილების მშენებლობაში სიცოცხლის ყველა ცნობილ ფორმაში. რადარის დაკვირვებებმა დააფიქსირეს თხევადი მეთანისა და ეთანის მდინარეებისა და ტბებისს და სავარაუდოდ, კრიოვულკანების არსებობაც ( ვულკანის მსგავსი ქმნილებები, რომლებიც თხევადი წყალს აფრქვევენ და არა ლავას).

ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ტიტანს“, ისევე როგორც „ევროპასა“ და „ენცელადს“  თხევადი წყლის წყალქვეშა რეზერვი აქვს.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0