close
კვლევები

300,000 წლის წინ ადამიანი აფრიკაში ადამიანის მსგავს სახეობასთან ერთად ცხოვრობდა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 300 ათასი წლის წინ ადამიანები აფრიკაში პატარა ტვინიან, ადამიანის მსგავს სახეობასთან ერთად ცხოვრობდნენ. აქამდე მიიჩნევდნენ, რომ ეს სახეობა კონტინენტზე იმ დროისთვის უკვე გადაშენებული იყო.

ჟურნალ “eLife-ში” გამოქვეყნებული დასკვნები ახალ კითხვებს აჩენს ადამიანის ევოლუციის შესახებ და აჩენს იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანი შესაძლოა ჰომო საპიენსის წინამორბედი ჰომინინებისგან გაჩნდა.

ჰომინინები ადამიანის გენის მქონე გადაშენებული ჯგუფია. ადამიანის ყველაზე უახლოესი ნათესავები, შიმპანზეები და გორილები, ჰომო საპიენსისგან გაცილებით უფრო შორს დგანან ბიოლოგიურად, ვიდრე ჰომინინები.

ამ სახეობას 2015 წელს ჰომო ნალედი უწოდეს მას შემდეგ რაც სამხრეთ აფრიკაში მათი ნამარხი აღმოაჩინეს. მეცნიერები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ამ სახეობის ნაშთები 2,5 მილიონი წლის იყო. მაგრამ იმ ნალექების ანალიზმა, რომლშიც ნაშთები აღმოაჩინეს, ასევე კბილების ნაშთებმა აჩვენა, რომ ეს სახეობა აფრიკაში 236,000 -335,000 წლის წინ ცხოვრობდა, ანუ იმ დროს, როცა თანამედროვე ადამიანები გაჩნდნენ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს დათარიღება მეცნიერებს აიძულებს შეცვალონ ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ჟანგმიწის დამუშავებისა და  სამკაულის წარმოების, წარმოშობის შესახებ შეხედულება.

„ახლა უკვე ვიცით, რომ თანამედროვე ადამიანი, ან მისი წინამორბედი, სხვადასხვა ინსტრუმენტების შექმნისა და განვითარების დროს მარტო არ იყო. ეს გახლავთ იმ პერიოდის არქეოლოგიური მტკიცებულება, რომელიც ართულებს იმის გაგებას, ზუსტად ვინ ამზადებდა ამ საგნებს,“ – აცხადებენ მეცნიერები.

კითხვა იმის შესახებ, თუ როდის გადაშენდნენ ჰომო ნალედები, ჯერ კიდევ პასუხ გაუცემელი რჩება. არსებობს სხვა კითხვებიც : მაგალითად, ურერვია თუ არა ჰომო საპიენსის ხელი ჰომო ნალედის გადაშენებაში, ან ხდებოდა თუ არა მათი შეჯვარება. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მეცნიერები ჰომო ნალედის დნმ-ის გამოკვლევის გზით მოახერხებენ, თუმცა ჯერ-ჯერობით დნმ-ის აღმოჩენის შესაძლებლობა მხოლოდ ილუზიაა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld