close
ისტორია

23 თებერვალი – ქალთა დღის ნაცვლად დაარსებული „კაცთა დღე“

 საბჭოთა მოქალაქეებისათვის საყოველთაოდ ცნობილი იყო , რომ 8 მარტის თარიღი ყოველწლიურად სადღესასწაულოდ დაადგინა 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულმა სოციალისტ ქალთა II საერთაშორისო კონფერენციამ, კლარა ცეტკინის წინადადებით. მაგრამ, არავინ იცოდა, თუ რა მიზეზით დაკანონდა დღესასწაული სწორედ 8 მარტისათვის.

საქმე ისაა, რომ ,იმ წელს, 8 მარტს ემთხვეოდა ებრაელთა მთვარის კალენდრის მიხედვით მოძრავი ყველაზე მხიარული დღესასწაული   –  „პურიმი“ („წილისყრის დღე’“), რომელიც თანამემამულეების მხსნელ ბიბლიურ ებრაელ ქალს – ესთერს უკავშირდება. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ, როდესაც კოპენჰაგენში ფემინისტმა ქალებმა გადაწყვიტეს, ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი პოლიტიკური ორგანიზაციის დაარსების თარიღი დაეკონკრეტებინათ და გამოეცხადებინათ პლანეტის ყველა ქალის სოლიდარობის დღედ, ამ თარიღად არჩეული ყოფილიყო ქალის გმირული საქციელის განმადიდებელი, ებრაელთა დღესასწაული-  პურიმი.

საინტერესოა, რომ ქალების დღესთან არის დაკავშირებული ეგრეთ წოდებული კაცების დღე – 23 თებერვალი რუსეთში. საქმე ის გახლავთ, რომ ახალი სტილით 8 მარტი არის ძველი სტილით 23 თებერვალი. იმ წლებში, როდესაც ევროპელი ინტერნაციონალისტები 8 მარტის პირველ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ, რუსეთში, როგორც საეკლესიო, ისე საერო კალენდრით იდგა 23 თებერვალი. ამდენად, ევროპელი სოციალისტების რუსი თანამოაზრენი ქალთა ახლად დაწესებულ საზეიმო თარიღს, თავიანთი კალენდრის 23 თებერვალს აღნიშნავდნენ. ხოლო მას შემდეგ, რაც, 1917 წელს, ლენინის ბრძანებით, საერო კალენდარი შეიცვალა, დარჩა პირვანდელი რეფლექსი, რომ 23 თებერვალს „რაღაც რევოლუციური მოვლენა ხდება“. ხალხის განწყობილების სასურველი გეზით წარმართვისათვის საჭირო იყო ამ თარიღზე რაიმე რევოლუციური ღონისძიების მიბმა. შეიქმნა მითი „წითელ არმიაზე“ – მის პირველ ბრძოლასა და გამარჯვებაზე, რასაც 1918 წლის თებერვალში წითელ ჯარში მოხალისეთა მასობრივი შესვლაც დაუკავშირეს. მაგრამ, რადგან ასეთი ჯარი მაშინ პრაქტიკულად არ არსებობდა, ამიტომ 23 თებერვალი მხოლოდ 1922 წელს დაწესდა წითელი არმიის დღედ.

ასე რომ, რეალურად, ამ დღესასწაულს აღნიშნავენ დღემდე პოსტსაბჭოურ რუსეთშიც, რომელიც, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, „კაცების“ დღედაც არის სახელდებული. ფაქტი ერთია – ორივე აღნიშვნას ერთი და იგივე თარიღი უდევს საფუძვლად – კლარა ცეტკინის მიერ ეროვნული და რელიგიური ტრადიციებით ნაკარნახევი დღესასწაულის დაარსება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response