21 წლის ასმარ ნურიევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან ამერიკაში პილოტად იმუშავებს. გოგონამ რთული გამოცდების ჩაფარების შემდეგ ფლორიდის Epic Flight Academy დაამთავრა, რის შემდეგაც ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ავიაკომპანია United Airline-ის მფრინავი გახდა.
ნურიევა სამოქალაქო აქტივისტის, ხალილ ნურის შვილია.
“გაგიზიარებთ სასიხარულო ამბებს – ასმარ ნურიევა, ჩვენი ძვირფასი მეგობრის, ხალილ ნურის ქალიშვილი, Epic Flight Academy-ის სტუდენტი ფლორიდაში, აშშ-ში იქნება ჩვენი აზერბაიჯანელი პილოტი გოგო”, – წერს სამირა ბაირამოვა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: