close
სტორიააქართველო

100 წლის ქართველი მეცნიერი – ელენე აბაშიძე

30DFD7BC-C583-49F6-9C9D-ED53AC280114

მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, გეოგრაფი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, გეოლოგია-მინეროლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე დღეს უკვე 100 წლის გახლავთ. ეს არის ქალი, რომელიც აშშ-ს ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის სიაში შეიყვანა. ელენე აბაშიძის ცხოვრება ყოველთვის გამოწვევებით იყო სავსე. 14 წლის ასაკში მამა გადაუსახლეს, დედამ კი ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შვილებს საუკეთესო განათლება მიეღოთ.
ელენე აბაშიძემ სკოლა წარჩინებით დაასრულა, თუმცა გამოწვევები უმაღლესი სასწავლებლის გზაზეც ელოდა. იმ წელს სტუდენტების მხოლოდ 60% მიიღეს და ახალგაზრდა ელენე ამ სიაში ვერ მოხვდა. იგი სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსულენოვან მიმართულებაზე აღმოჩნდა, საიდანაც მოხვდა გეოლოგიური ფაკულტეტის ჰიდროგეოლოგიის მიმართულებაზე. უნივერსიტეტშივე დაიწყო აქტიური კვლევითი საქმიანობა. ელენე აბაშიძე იმ 11 ადამიანთა შორის იყო, რომლებიც 1945 წელს პირველად ავიდნენ ხვამლის მთაზე. იკვლევდა საქართველოს კარსტულ უბნებში არსებული წყალსაცავების ფილტრაციულ საკითხებს. მან პირველმა უარყო მეცნიერებაში დამკვიდრებული “ხსნადობის თეორია”. ელენე აბაშიძემ ჩაატარა 13 200 ექსპერიმენტი, მათ საფუძველზე გამოაქვეყნა 40 სამეცნიერო ნაშრომი და 2 ბიოგრაფიული მონოგრაფია. 80 წლის ასაკში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 2021 წელს, მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელმა ელენე აბაშიძემ გამოსცა წიგნი – “არსებობის გამართლება”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი