close
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე 3 ასტრონავტი გაგზავნა, გახდება თუ არა ჩინეთი ერთადერთი კოსმოსური სადგურის ოპერატორი?

ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე 3 ასტრონავტი გაგზავნა. ასტრონავტები სამ თვეს ჩინეთის კოსმოსური სადგურის მოდულ „ტიანჰეზე“ გაატარებენ, რომელიც დედამიწის მაღლა, დაახლოებით 380 კილომეტრში მდებარეობს.

Shenzhou-12 მესამე მისიაა იმ 11 მისიიდან, რომელიც ჩინეთის კოსმოსური სადგურის დასრულებისთვისაა საჭირო. სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, როდესაც „ტიანჰე“ ორბიტაზე განათავსეს და, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.

ასტრონავტები მოდულის ტექნოლოგიებს დატესტავენ,  მათ შორის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საჭირო სისტემას. მათზე  ასევე მოხდება დაკვირვება იმ მიზნით, რომ შეფასდეს, როგორ იმოქმედებს კოსმოსში მოგზაურობა ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

ჩინეთმა, რომელსაც აშშ-ის კანონმდებლობით NASA- სთან თანამშრომლობა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე  გაფართოება ეკრძალება, ბოლო ათწლეული საკუთარი კოსმოსური სადგურის ასაშენებლად საჭირო ტექნოლოგიების განვითარებას მიუძღვნა.

ის იქნება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის, ISS-ის, ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც აშშ-ის, რუსეთის, იაპონიის, კანადის და ევროპის ერთობლივი პროგრამაა. აღსანიშნავია, რომ ISS-მ, შესაძლოა, 2024 წელს ექსპლუატაცია შეწყვიტოს. ასეთ შემთხვევაში, ჩინეთი ერთადერთი მოქმედი კოსმოსური სადგურის ოპერატორი გახდება.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0