close
დედამიწა

დედამიწის ბირთვი ერთ მხარეს უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მეორე

ბევრი რამ არ გვესმის იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ფეხქვეშ რამდენიმე ათასი კილომეტრის მანძილზე. კალიფორნიის უნივერსიტეტის სეისმოლოგების ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ დედამიწის ბირთვი ასიმეტრიულად იზრდება, ერთ მხარე უფრო ინტერნსიურად, ვიდრე მეორე.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ბირთვის რადიუსი ყოველ წელს 1 მილიმეტრით იზრდება და ბირთვი ინდონეზიის ქვემოთ უფრო სწრაფად კარგავს სითბოს, ვიდრე დასავლეთით, ბრაზილიის ქვემოთ.

მილიარდობით წლის წინ დედამიწის ბირთვი ამ სახით არ არსებობდა, ცენტრში არსებულმა თხევადმა რკინამ ნელ-ნელა გაციება და გამყარება დაიწყო. ეს კი იწვევს იმას, რომ რკინის კრისტალები ეწყობიან და  სეისმურ ტალღებს გარკვეული მიმართულებით უფრო სწრაფად გადააადგილებენ. ამ მწყობრის დასადგენად მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური მოდელი და მიხვდნენ, რომ დედამიწის კრისტალური ბირთვი ცალმხრივად იზრდება, უფრო მეტად აღმოსავლეთ მხარეს, რის გამოც სეისმური ტალღები 3%-ით უფრო სწრაფად მოძრაობენ ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსისკენ, ვიდრე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.

ბირთვის ასეთი ასიმეტრიული ზრდა გვეუბნება, რომ მისი ზოგიერთი ნაწილი უფრო ცხელია, ზოგი კი უფრო ცივი, რაც რკინის კრისტალებს უფრო სწრაფად წარმოქმნის საშუალებას აძლევს, რასაც თანაბრად ანაწილებს გრავიტაცია და კრისტალებს მიმართავს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებისკენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0