close
an-aerial-picture-show

საიდუმლოებებით მოცული ბარჰაუტის ჭა მდებარეობს აღმოსავლეთ იემენში, მას ასევე ჯოჯოხეთის ჭასაც უწოდებენ. ჭის სიღრმე 100-250 მეტრამდე უნდა იყოს და იგი ამ დროისათვის არ არის კარგად შესწავლილი. იემენის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ იციან რა შეიძლება ხდებოდეს მის ფსკერზე, თუმცა, ხვრელიდან ამოსული საშინელი სუნი ძლიერდება.

გიგანტური ხვრელი მაჰრას პროვინციის ერთ-ერთ უდაბნოში მდებარეობს და მაჰრას გეოლოგიური კვლევისა და მინერალური რესურსების მართვის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ხვრელი ძალიან ღრმაა და ფსკერამდე ჯერ არავინ ჩასულა, ამის მიზეზი ჟანგბადის ნაკლებობა და ჩახუთული გარემოა.

ადგილობრივებში არსებობს ცრურწმენები ჯოჯოხეთის ჭასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჭამ შეიძლება მის სიახლოვეს მისული ობიექტები შეიწოვოს, რომ ჭაში ზებუნებრივი არსებები, ჯინები ცხოვრობენ. სახელიც ჭამს ამ ყველაფრის გამო მიიღო და ადგილობრივებს ჭასთან მიახლოებაც კი აშინებთ.

ხვრელში მზის სინათლე შორს ვერ აღწევს და მაღლიდან ბევრი არაფერი ჩანს, ვიდეოგრაფები კი აღნიშნავენ, რომ ჭაში გადაღება თითქმის შეუძლებელია, თუმცა აშკარაა, რომ ბარჰაუტის ჭა ბევრ სამეცნიერო კვლევას მოითხოვს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი