close
ოლიტიკაამხედრო

რა მოჰყვა სამხედრო გადატრიალებას მიანმარში?

rk_myanmar-protest_070221_0

პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ძალაუფლება მთავარსარდალმა, მინ აუნ ჰლაინმა ჩაიგდო ხელში.

სამხედრო მმართველობა მიანმარისთვის ნამდვილად არ არის უცხო, რადგან 1962 წლიდან მიანმარს სამხედროები მართავდნენ 2011 წლამდე, რაც საყოველთაო არჩევნებით დასრულდა და სახელმწიფომ დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო. მიუხედავად ამისა, სამხედრო ძალები ისევ დიდ ძალაუფლებას ფლობდნენ და 10 წლის შემდეგ, 2021 წლის თებერვლის დასაწყისში, ისევ სამხედრო გადატრიალებით ძალაუფლება სამხედროებს გადაეცათ. გადატრიალებას წინ უძღოდა დაპირისპირება სამხედრო ძალებსა და ხელისუფლებას შორის, რადგან სამხედროები ნოემბრის არჩევნებს გაყალბებულად თვლიდნენ.

სამხედრო გადატრიალების შედეგად დააკავეს ათობით პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის ერთ-ერთია ბოლო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი. შედეგად მიანმარში უდიდესმა საპროტესტო ტალღამ იფეთქა. ათობით ათასი ადამიანი გაიფიცა, ისინი პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას და დემოკრატიის აღდგენას ითხოვენ.

სამხედროებმა გააკონტროლეს სახელმწიფო მედია. მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების შესახებ დაწერა დაიწყო, ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა დროებით და სოციალური ქსელები დაბლოკა ,,სტაბილურობის შენარჩუნების” მიზნით.

რაც შეეხება ძალადობრივ ქმედებებს, დაფიქსირებულია რამდენიმე დაზიანების შემთხვევა, გარდა ამისა, სამხედროებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი