close
ისტორიაკულტურა

მოსოს ტომი-ერთადერთი მატრიარქატი დედამიწაზე

მოსოს ტომის ქალების 16-საუკუნოვანი ტრადიციები, რომლებსაც დღემდე თითქმის უცვლელად ინარჩუნებენ.

წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა სამყარო, სადაც ქალს ისეთი ადგილი ექნება საზოგადოებაში, როგორიც კაცს. მაგალითად, სამყარო, სადაც ყველა კაცის საქმე შეთვისებული აქვს ქალს, საზოგადოება, რომელშიც მეტად უხარიათ გოგონას დაბადება, ვიდრე ვაჟის. ამ სამყაროში სუსტი სქესის წარმომადგენლის სტატუსი ეკუთვნის კაცს.

თუ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი პარადოქსია, ნამდვილად ცდებით. სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუნანისა და სიჩუანის პროვინციაში არსებობს მოსოს ტომი, ერთადერთი მატრიარქატის წარმომადგენელი ტომი დედამიწაზე. დღეს ამ ხალხის რაოდენობა წარმოადგენს დაახლოებით 50 000 ადამიანს, მაგრამ გულწრფელად უნდა ითქვას, რომ საუკუნოვან ტრადიციებს თითქმის უცვლელად ინარჩუნებენ.

ტომში ყველა საპასუხისმგებლო საქმეს ქალები ასრულებენ: პირუტყვის მოშენება, ნადირობა, მიწათმოქმედება, სამხედრო საქმესაც ზოგჯერ ქალები სწავლობენ. კაცის დანიშნულება ძირითადად სავაჭრო საქმესთან ან მომსახურების სფეროსთან არის დაკავშირებული. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ამ ადგილს ,,ქალთა სამეფოს” უწოდებენ.

რა თქმა უნდა, მოსოს ტომში ქორწინებასაც განსხვავებული წესები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ქორწინების ტრადიცია არც არსებობს. ქალს უფლება აქვს პარტნიორი თავად აირჩიოს და ასევე შეუძლია შეცვალოს, როდესაც არ მოეწონება. მიუხედავად ამ პრივილეგიისა, ხშირია მხოლოდ ერთი პარტნიორის ყოლა. კაცებმა ძირითადად არ იციან შვილების ვინაობა და არც ინტერესდებიან მათით, რადგან ბავშვის გაზრდაში ყველა პასუხისმგებლობას დედა იღებს.

მოსოს ტომში მცხოვრები გოგონა ან ვაჟი რომ ქალად და კაცად აღიარონ მართავენ სპეციალურ ცერემონიებს. ცერემონიამდე ყველა ბავშვს ერთნაირად აცვია და მათი ცხოვრების რაღაც ასპექტები შეზღუდულია, თუმცა ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ უკვე აღიარებულ ქალებს უფლება აქვთ პირადი საძინებელი ოთახი მიიღონ, ხოლო მამაკაცები ამ უპირატესობით ვერ სარგებლობენ.

რა თქმა უნდა, მოსოს ტომის უჩვუელო ტრადიციებმა ტურისტების ინტერესი გამოიწვია. ადგილობრივებმა ვიზიტორებს ლუგუს ტბის გარშემო გაშენებული სასტუმროებითა და ატრაქციონებით უპასუხეს. მართალია ტომის წევრებს ტრადიციების მიმართ გამძაფრებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ ცხადია, რომ სხვა კულტურის მიმართ ხიბლი არსებობს, სწორედ ამიტომ, ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ რამდენიმე ათწლეულში მოსოს ტომის კულტურა აღარ იარსებებს. თუმცა ფაქტია, რომ 16-საუკუნოვანმა ტრადიციებმა ჩვენამდე თითქმის უცვლელად მოაღწია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response