close
რქეოლოგიასტორია

მეცნიერები – 250 მილიონი წლის წინ მომხდარ მასობრივ გადაშენებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა

2345resdf

მეცნიერებმა პერმული გადაშენების, ე.წ. „დიდი დასასრულის“

ხელშემწყობი ფაქტორი დაადგინეს.
წინა კვლევების თანახმად, ამ მოვლენის ძირითადი მიზეზი იყო
უზარმაზარი ვულკანური ამოფრქვევების სერია, ვინაიდან ვულკანური
ფერფლი ზრდის ტემპერატურას, ნახშირორჟანგის დონეს ატმოსფეროში
და ოკეანის მჟავიანობას.
პერმული გადაშენება ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი გადაშენებაა.
მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ციმბირში ვულკანური ამოფრქვევების
გადამწყვეტი როლი, დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ
განხორციელდა ასეთი განადგურება, გაურკვეველია. გეოლოგიური
ჩანაწერი გვაძლევს მტკიცებულებებს, რაც მიუთითებს ჟანგბადის
მატებისა და ვარდნის შესაძლებლობებზე, აქროლადი ნივთიერებების
უჩვეულო გამოყოფაზე, ოზონის დაკარგვასა და ოკეანის ქიმიურ
ცვლილებებზე.
ახალმა კვლევამ დაამატა კიდევ ერთი პოტენციური მიზეზი, ამჯერად
სამხრეთ ჩინეთში წარმოქმნილი ვულკანების სრულიად განსხვავებული
სერიის მიერ.
ეს არ ამცირებს არსებულ მოსაზრებებს, პირიქით, ეს ყველაფერი
შეიძლება იყოს მასობრივი ამოხოცვის ერთი დიდი, რთული სცენა.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს სპილენძის, ვერცხლისწყლის და სხვა
მინერალური საბადოები სამხრეთ ჩინეთში, რომლებიც ემთხვევა
პერმული გადაშენების პერიოდს, მათი ასაკის მიხედვით. ამ საბადოების
ქიმიური და იზოტოპური შემადგენლობა იძლევა იმის ვარაუდის
საშუალებას, რომ ეს მინერალები განიცდიდნენ გოგირდის ემისიებს.
ეს, თავის მხრივ, მიუთითებს ვულკანურ ამოფრქვევებსა და
ვულკანური ფერფლის ფენების არსებობაზე დედამიწის ისტორიის ამ
კონკრეტულ დროს, დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ. გოგირდის
 
მჟავას ნაწილაკების ეს ღრუბლები დაბლოკავდნენ მზის შუქს და
გააგრილებდნენ დედამიწის ზედაპირს.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ვულკანური ზამთრის პერიოდი
მკვეთრად შეამცირებდა ტემპერატურას მთელს მსოფლიოში.
„გოგირდმჟავას ატმოსფერული აეროზოლები, რომლებიც წარმოიქმნება
ამოფრქვევის შედეგად, შეიძლება გამხდარიყო გლობალური
ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით შემცირების მიზეზი,“-
განმარტავს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გეოლოგი მაიკლ რამპინო.
ამის საპირისპიროდ, ციმბირში ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი
გიგანტური ლავა გამოყოფდა საკმარის ნახშირორჟანგს პლანეტის
დასათბობად და ოკეანის ჟანგბადის არსებითად შესამცირებლად.
ეს ორი მოვლენა აჩვენებს გაციების და დათბობის ორმაგ ეფექტს, რაც
შეიძლება ჰქონდეს ძირითად ვულკანურ მოვლენებს: მათი გავლენა
დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, რამდენად ძლიერი
და გავრცელებულია ამოფრქვევები, რამდენად მაღალია ატმოსფეროში
ვულკანური ღრუბელი და რა რაოდენობის გოგირდის დიოქსიდია მასში
– ის გარდაიქმნება სულფატ აეროზოლებად, რომლებიც მზის შუქის
დაბლოკვის კუთხით ძალიან ეფექტურია
წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი