close
კვლევები

კვლევა – ფრჩხილის ლაქის LED საშრობის ხშირად გამოყენებამ, შესაძლოა, ხელებში დნმ დააზიანოს

ცნობილია, რომ ულტრაიისფერი სხივები მაღალი ზემოქმედების შემთვევაში კანის კობოს იწვევს. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული იმ ნათურებზე, რომლებსაც სილამაზის სალონებში ფრჩხილის ლაქების გასაშრობად იყენებენ.
კალიფორნიის სან დიეგოსა და პიტსბურგის უნივერსიტეტების მკვლევარების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა მტკიცებულება, რომ რადიაციის ეს წყარო შეიძლება ჩვენს ხელებს მნიშვნელოვნად აზიანებდეს.
ფრჩხილის ლაქის LED საშრობში ზოგიერთი სახის ფრჩხილის ლაქის სწრაფად და სუფთად გასაშრობად ულტრაიისფერ შუქს იყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ადრე ჩატარებულ კვლევებს ფრჩხილის საშრობ აპარატებსა და კანის კიბოს შორის პოპულაციის დონეზე კავშირი არ დაუდგენია, მოლეკულურ მხარეზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ რამდენიმე შემაშფოთებელი შედეგი გამოავლინა.
ბიოინჟინერი და კვლევის წამყვანი ავტორი ლუდმილ ალექსანდროვი აცხადებს, რომ კვლევის დაწყებამდე საერთოდ არ არსებობდა მოლეკულურ დონეზე იმის ცოდნა, თუ რა ზეგავლენას ახდენდნენ ეს მოწყობილობები ადამიანის უჯრედებზე.
ჩატარებული ექსპერიმენტის დასკვნები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ფრჩხილის ლაქის შრობის ულტრაიისფერმა შუქმა, შესაძლოა, ადამიანისა და თაგვების უჯრედების დნმ-ი ერთნაირად დააზიანოს.
როდესაც ფრჩხილის ლაქის საშრობ აპარატში ლაბორატორიული ჭურჭლით თაგვისა და ადამიანის უჯრედები 20-20 წუთით, 1 საათიანი შუალედით მოათავსეს, უჯრედების დაახლოებით 20-30 პროცენტი მოკვდა.
ამასთან, ზედიზედ 3 დღის განმავლობაში 20-წუთიანი დასხივების შედეგად უჯრედების 70 პროცენტამდე მოკვდა. დარჩენილმა უჯრედებმა კი დნმ-ის დაზიანების ნიშნები და კანის კიბოსთან დაკავშირებული მუტაციები გამოავლინეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები არ იძლევა პირდაპირ მტკიცებულებას კიბოს გაზრდილი რისკის შესახებ, ისინი მიუთითებენ, რომ შეიძლება იყოს რისკის მნიშვნელოვანი დონე. ზუსტად რა სიხშირით უნდა ესტუმროს პირი ფრჩხილის სალონს, რათა საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს, ჯერ კიდევ გასარკვევია.
ალექსანდროვი და მისი კოლეგები ითხოვენ სათანადო გრძელვადიან ეპიდემიოლოგიურ კვლევებს, რათა შეფასდეს, იქცევა თუ არა ტესტის მიერ გამოვლენილი მექანიზმები რეალურ ზიანად.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications – ში გამოქვეყნდა.

 

წყარო : sciencealert.com 
 

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response