close
დედამიწა

იაპონიამ 7 000 კუნძული აღმოაჩინა, რომლის არსებობის შესახებ აქამდე არ იცოდნენ

იაპონიამ ხელახლა დათვალა თავისი კუნძულები  და აღმოაჩინა, რომ 7000-ით მეტი კუნძული აქვს, ვიდრე აქამდე იცოდნენ.
იაპონიის გეოსივრცული ინფორმაციის ორგანომ (GSI) ციფრული რუკების საშუალებით აღმოაჩინა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 14 125 კუნძულია, რაც ორჯერ მეტია იმ რაოდენობაზე, რაც 1987 წელს იაპონიის სანაპირო დაცვის მიერ წარდგენილი მოხსენების შემდეგ ითვლებოდა და რომლის თანახმადაც, ქვეყნის ტერიტორიაზე 6 852 კუნძული მდებარეობდა.
ამასთან, იაპონიის გეოსივრცული ინფორმაციის ორგანოში აცხადებენ, რომ ახალ მაჩვენებელს არ შეუცვლია იაპონიის მფლობელობაში არსებული მიწის საერთო ფართობი.
ორგანიზაციის განმარტებით, ვინაიდან არ არსებობს კუნძულების დათვლის საერთაშორისო შეთანხმება, გამოიყენეს იგივე კრიტერიუმები, რაც 35 წლის წინ. შესაბამისად, კუნძულად ჩათვალეს წყალში მდებარე ყველა ბუნებრივი ტერიტორია, რომლის შემოწერილობაც, სულ მცირე, 100 მეტრია.
იაპონიას რამდენიმე კუნძულთან დაკავშირებით ტერიტორიული დავა აქვს.  რუსეთსა და იაპონიას შორის ტერიტორიულ დავას იწვევს კურილის კუნძულები, რომლებსაც ტოკიო ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებს და რომლებიც საბჭოთა ჯარებმა „მეორე მსოფლიო ომის“ ბოლოს დაიკავეს.
გარდა ამისა, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე დაუსახლებელო სენკაკუს კუნძულები, რომლებიც იაპონიის დაქვემდებარებაშია, ჩინეთსა და იაპონიას შორის დავის საგანს წარმოადგენს.
ასევე, იაპონიასა და სამხრეთ კორეას 70 წელზე მეტია დავა აქვთ იაპონიის ზღვაში მდებარე კუნძულებზე, რომელსაც სეული დოკდოს, ტოკიო კი ტაკეშიმას უწოდებს.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0