close
ისტორია

თამარს ლურჯი თვალები უნდა ჰქონოდა, “ტანი ზომიერი”, სახე თეთრყირმიზი – რას მოგვითხრობენ წყაროები მეფე თამარისა და მისი ბრწყინვალე კარის შესახებ

თა­მარ მე­ფი­სა და მისი კა­რის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი ამოკ­რე­ბი­ლია სხვა­დას­ხვა წყა­რო­დან თუ ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რი გად­მო­ცე­მე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც შე­მოგ­ვი­ნა­ხეს რო­გორც ქარ­თველ­მა, ისე ევ­რო­პელ­მა და ახ­ლო­აღ­მო­სავ­ლელ­მა ავ­ტო­რებ­მა.

თა­მარ მეფე ვი­საც ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და, ერთი მისი თა­ნა­მედ­რო­ვის თქმით, და­ბა­დე­ბი­დან ბრმად უნდა ჩათ­ვლი­ლი­ყო…

წყა­რო­თა თა­ნახ­მად, თა­მარს ლურ­ჯი თვა­ლე­ბი ჰქონ­და, იყო “გრე­მან­თუ­ა­ლი­თა”, სა­ბას დროს გრე­მანს ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და – “[თუ­ალ­ნი] არც შავ­ნი და ცხო­ვარ­თა ფერი”, მაგ­რამ XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ის აღ­ნიშ­ნავ­და “თუ­ალ­სა­ზღუ­ებრ ლურჯსა”. ალ­ბათ ამი­ტომ წერს თა­მა­რის მე­ო­რე ის­ტო­რი­კო­სიც, რომ დე­დო­ფალს ჰქონ­და “თუ­ალ­ნი ტბა­თა­ებრ მზი­სა შემ­ცხრო­მელ­ნი”. ის არ­ცთუ ისე მა­ღა­ლი ტა­ნი­სა ყო­ფი­ლა (“ტანი ზო­მი­ე­რი”), ჰქო­ნია თეთ­რი პი­რი­სა­ხე, მაგ­რამ ღაწ­ვე­ბი ვარ­დის­ფრად შე­ფაკ­ლუ­ლი (“ღა­წუ­თა­ვარ­დებ­რივ ფე­როვ­ნე­ბა”, “ღა­წუ­ნი­ვარ­დო­ვან­ნი”), იმა­ვეს წერს ჩახ­რუ­ხა­ძეც (“ღაწვმწყა­ზა­რი”), თით­ქოს მორ­ცხვი გა­მო­ხედ­ვა ჰქონ­და, თუმ­ცა მხი­ა­რუ­ლი პი­რი­სა­ხე აღ­ბეჭ­დი­ლი იყო სი­ლა­ღით (იმა­ვეს წერს ჩახ­რუ­ხა­ძე – “მზე მცი­ნა­რი, სა­ჩი­ნა­რი”), მაგ­რამ მე­ფეს ურ­ყე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და მწყობ­რი სა­უ­ბა­რი სჩ­ვე­ო­და (“ზრახ­ვი­სა უჩუკ­ნო­ბა და სი­ტყვი­სა სი­ნარ­ნა­რე”, და­ახ­ლო­ე­ბით ამა­ვეს წერს ჩახ­რუ­ხა­ძეც), ეს სიმ­ტკი­ცე გა­აფ­თრე­ბა­დაც შე­იძ­ლე­ბა ქცე­უ­ლი­ყო და “მო­ეწ­ვა და მო­ე­ოხ­რე­ბი­ნა ურჩნი მე­ფო­ბი­სა მი­სი­სა” სა­კუთ­რივ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რო­გორც ეს ფხოვ­ში გა­ა­კე­თა, რის გა­მოც ბოლო დრომ­დე ფხო­ვურ/ხევ­სუ­რულ გად­მო­ცე­მებ­ში თა­მა­რი ლა­მის ეშ­მა­კე­ულ, ავ დე­და­კა­ცად მი­იჩ­ნე­ო­და. ამ უზა­დოდ მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი და­ხა­სი­ა­თე­ბით მე­ფე­ქა­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტორ­მა “ხატი თა­მა­რი­სი ზე­და­მი­წევ­ნუ­ლად აღ­ძეგ­ლა”. მე­ფე­ქა­ლის­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს მისი მომ­თენ­თა­ვი სი­ნა­ზის წი­ნა­შე მუხ­ლე­ბი ეკ­ვე­თე­ბო­დათ, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი დე­დო­ფა­ლი იყო “მგუ­ე­მელ კდე­მი­თა”, მისი ნაკ­ვთე­ბი­სა და მა­ნე­რე­ბის სი­ნა­ტი­ფე ორ­ლე­სუ­ლი მახ­ვი­ლი­ვით წა­მა­ხუ­ლი იყოო.

XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ში მუს­ლი­მი სულ­თნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ძლე­ვა­მო­სილ მე­ფე­ებს უამ­რავ ეგ­ზო­ტი­კურ სა­ჩუ­ქარს, მათ შო­რის ცხო­ვე­ლებ­საც ჩუქ­ნიდ­ნენ, სპი­ლო­ე­ბი­სა და ლო­მე­ბის ჩათ­ვლით (ალა-ად-დინი, აღ­სარ­თა­ნი). შამ­ქო­რის ომში კი დავ­ლად ქარ­თვე­ლებს ორ­მო­ცი ავა­ზაც დარ­ჩათ. თა­მარ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა შარ­ვან­შამ ლო­მის ბოკ­ვე­რი გა­მოგ­ზავ­ნა, პა­ტა­რა ბოკ­ვე­რი დე­დოფ­ლის კალ­თა­ში გა­ი­ზარ­და… დღე­საც ბევ­რს ჰყავს მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი ლომი, სა­ერ­თოდ ისი­ნი პატ­რო­ნი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ხოლ­მე.წყა­რო­ე­ბის გად­მო­ცე­მით, ბოკ­ვე­რი გაზ­რდის შემ­დეგ ისე­თი თავ­ზარ­დამ­ცე­მი გახ­და, რომ “შე­სა­ხე­და­დაც ზა­რია”, დე­დო­ფალს ფე­სუ­ედს (ფეს­ვე­დი – ქა­ლის გრძე­ლი სა­მო­სე­ლი) ულო­კავ­და და რო­დე­საც ჯაჭ­ვით უკან გა­ზი­დავ­დნენ, შემ­ზა­რა­ვად ღრი­ა­ლებ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი ამ შთამ­ბეჭ­დავ სა­ნა­ხა­ო­ბა­ში მრავ­ლის­მე­ტყველ სა­ხეს ხე­დავ­დნენ იმი­სას, თუ რო­გორ დნე­ბო­და დე­დოფ­ლის წი­ნა­შე უძ­რა­ვი გუ­ლიც, იდ­რი­კე­ბო­და ამ­პარ­ტა­ვა­ნი ქედი და მგლის მუხ­ლიც იჩო­ქებ­და.

თა­მარ მეფე. ყინ­წვი­სის ფრეს­კა­თა­მა­რის ოთხი ფრეს­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­დან პორ­ტრე­ტუ­ლი არც ერთი არ არის, ქა­ლის აქ გა­მო­სა­ხუ­ლი სახე – პირმრგვა­ლი, წარ­ბებ­გა­დაბ­მუ­ლი, პა­ტა­რა ტუ­ჩე­ბით, ერ­თგვა­რი კლი­შეა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის აღ­მო­სავ­ლე­ლი ლა­მა­ზი ქა­ლი­სა და მისი სხვა­დას­ხვა ვა­რი­ა­ცი­ის ნახ­ვა უამ­რავ ძველ ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. მაგ­რამ თა­მა­რის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი ნი­ჭი­ე­რი, ან­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და მხატ­ვრუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მცოდ­ნე, მხატ­ვრულ სი­ტყვას სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­უფ­ლე­ბუ­ლი ფარ­თო წარ­მო­სახ­ვი­სა და თვალ­სა­წი­ე­რის მქო­ნე ავ­ტო­რი წერ­და, მათ თა­მა­რის ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი და მას­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი სუ­ლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ნი­ჭი­ე­რად ასა­ხეს.ის იყო სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის, თეთ­რი სა­ხის, ლურჯთ­ვა­ლე­ბა, ღაწ­ვებ­შე­ფაკ­ლუ­ლი, მორ­ცხვი მზე­რის, მაგ­რამ სა­ხე­ნა­თე­ლი ქალი, შე­მო­სი­ლი იმ­დრო­ინ­დელ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის ქსო­ვი­ლის­გან (იბნ ის­ფან­დი­ა­რი) ნამ­ზა­დი, ყინ­წვი­სის ლაჟ­ვარ­დის­ფე­რი (თა­ვის თვა­ლე­ბი­ვით) სა­იმ­პე­რა­ტო­რო პორ­ფი­რით, ძვირ­ფა­სი თვლე­ბით მო­ოჭ­ვი­ლი ოფა­ზის, ანუ ბა­ჯაღ­ლო ოქ­როს მა­ღა­ლი გვირ­გვი­ნით. მას­ში ჩას­მუ­ლი ზმი­რი­სა (ზურ­მუხ­ტის) და სმა­რაგ­დის თვლე­ბი მწვა­ნე შუქს ღვრიდ­ნენ. აღ­ზე­ვე­ბუ­ლი­ყო მა­ღალ სა­მე­ფო ტახ­ტზე, რომ­ლის “კე­დელ-ყუ­რე­ნი” ფიქლით იყო შე­ძერ­წი­ლი, მას­ში ელ­ვა­რე სარ­დი­ო­ნი, ხუ­რუმ­ზი, ბივ­რი­ლი­ო­ნი და ლიგ­ვი­რი­ო­ნი იყო “ურ­თი­ერ­თს შთა­თხზი­ლი” (იო­ა­ნე შავ­თე­ლი), რო­მელ­თა გა­მოც ტახ­ტი ძვირ­ფა­სი ქვე­ბის წარმ­ტა­ცი ფე­რა­დოვ­ნე­ბით ცი­ა­ლებ­და.სარ­დი­ო­ნი და ბივ­რი­ლი­ო­ნი იყო “თუ­ა­ლი ნაკ­ვერ­ცხლის ფერი, რო­მელ­სა აქუნ­და ღამე ცე­ცხლებ­რი­ველ­ვა­რე­ბაი”. ამი­ტომ შავ­თე­ლი წერს, რომ მე­ფის იგავ­მი­უწ­ვდო­მე­ლი ტახ­ტი თვა­ლის­მომჭრე­ლად ელავ­და, მას­ზე დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ნა­თე­ლი დე­დოფ­ლის თვითმხილ­ვე­ლე­ბი გად­მოგ­ვცე­მენ:

გე­გუ­თის სა­სახ­ლეს­თან და­მონ­ტა­ჟე­ბულ მი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ძეგლი პირ­ვან­დე­ლი სა­ხით აღიქ­ვას“უგავს ელო­ბა კრო­ნოს ცი­ერ­სა”. ალ ჰუ­სა­ი­ნი სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს (“აბხა­ზის”) მე­ფის ოქ­როს მა­გი­დებ­ზე, სი­ნებ­ზე, თეფ­შებ­სა და ფი­ა­ლებ­ზე, რი­თაც მეფე სა­დი­ლობ­და (შავ­თე­ლი ახ­სე­ნებს უძ­ვირ­ფა­სე­სი ალის­ფე­რი ბა­დახ­შის სა­სა­დი­ლო ჭურ­ჭელ­საც), ვერ­ცხლის გე­ჯებ­ზე, რი­თაც მისი ცხე­ნე­ბი წყალს სვამ­დნენ, მე­ფის ხა­ზი­ნა­ზე – სავ­სე­ზე დი­დძა­ლი მარ­გა­ლი­ტით, სარ­დი­ო­ნი­თა და მარ­ჯნით, “რო­გორ­ზეც ალაჰ­მა ილა­პა­რა­კა ყუ­რან­ში და რო­გორ­საც მორ­წმუ­ნე­ებს შე­პირ­და სა­მო­თხე­ში”.მე­ფის სამ­ლოც­ვე­ლო სავ­სე ყო­ფი­ლა ბა­ჯაღ­ლო ოქ­როს, ძვირ­ფა­სი თვლე­ბით მო­ოჭ­ვი­ლი ჯვრე­ბით, ოქ­როსყდი­ა­ნი და ძვირ­ფას­თვლი­ა­ნი სა­ხა­რე­ბე­ბით, “რომ­ლის მსგავ­სიც არ­სად იყო და რომ­ლის ფა­სიც არა­ვინ იცო­და”. თა­მა­რის სა­ხა­რე­ბის მი­ნა­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, რომ დე­დოფ­ლის კა­რის ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ბაწ­მინ­დის შავმთუ­რი ტი­პი­კო­ნით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.აჯა იბ ად-დუ­ნი­ას აღ­წე­რით, კე­თილ­მო­წყო­ბილ სა­მე­ფო სა­სახ­ლეს მრა­ვა­ლი კოშ­კი ჰქონ­და და­ტა­ნე­ბუ­ლი, ძირს კი ძა­ლი­ან ახ­ლოს წყა­ლი ჩა­უ­დი­ო­და. შავ­თე­ლის ცნო­ბით, თა­ღე­ბით შემ­კულ დი­დე­ბულ სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ში, რო­მე­ლიც “აზ­მა­თა” მი­ხედ­ვით “ყოვ­ლი­თურთ სა­მო­თხი­სა მსგავ­სია”, უამ­რა­ვი ბაღი (“მტილ-სა­მო­თხე­ნი”) და აუზი (ავა­ზა­ნი) იყო, აჯა იბ ად-დუ­ნია ქა­ლაქ­ში სხვა “სი­კე­თით სავ­სე ბა­ღებ­ზეც” ლა­პა­რა­კობს.სპარ­სე­ლი გე­ოგ­რა­ფის, ჰამ­დალ­ლაჰ ყაზ­ვი­ნის ცნო­ბით ირ­კვე­ვა, რომ აბხა­ზის (სა­ქარ­თვე­ლოს) მე­ფის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ნი­მუმ ორ­ჯერ მეტი იყო თა­ნად­რო­უ­ლი ინ­გლი­სი­სა და საფ­რან­გე­თის მე­ფის შე­მო­სა­ვალ­ზე.სა­ნამ რუ­მის სულ­თა­ნი რუქნ-ად-დინი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ლაშ­ქრებ­და, რუ­მის იმ­პე­რი­ა­ში იყო დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი.

იბნ ბიბი გად­მოგ­ვცემს, რომ ხალ­ხს სულ­თა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ზე ლაშ­ქრო­ბით აი­მე­დებ­და, რაც “ური­ცხვ ნა­დავლს” მო­ი­ტან­და:”ღმრთი­სა­გან აღ­თქმუ­ლი ური­ცხვი ნა­დავ­ლი(ს) (შოვ­ნა), აღ­სრულ­დე­ბა აბხა­ზის და­მორ­ჩი­ლე­ბით”. ასე, დიდი იმ­პე­რია ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლოს და­ლაშ­ქვრით გეგ­მავ­და, რომ­ლის სიმ­დიდ­რე­ზე ლე­გენ­დე­ბი არა მხო­ლოდ მახ­ლო­ბელ რუ­მამ­დე, შო­რე­ულ გერ­მა­ნი­ამ­დეც კი აღ­წევ­და. “პარ­ცი­ფალ­ში” (XII სა­უ­კუ­ნის სა­რა­ინ­დო რო­მა­ნი) ლა­პა­რა­კია კავ­კა­სი­ის დიდ სა­მე­ფო­ზე (“ტრი­ბა­ლი­ბო­თი”), ოქ­როს მთებ­ზე, დი­დე­ბულ ოქ­რო­ქ­სო­ვი­ლებ­სა და ბრწყინ­ვა­ლე დე­დო­ფალ­ზე.ერთი უც­ნო­ბი წყა­რო­დან, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან მო­ვი­პო­ვე, ირ­კვე­ვა, რომ ჯვა­როს­ნე­ბი ელო­დე­ბოდ­ნენ, რო­დის და­უბ­რუ­ნებ­და ქრის­ტი­ა­ნებს მუს­ლიმ­თა­გან და­პყრო­ბილ იე­რუ­სა­ლიმს – ღე­გი­ნა Pოტენ­ტი­სი­მა თა­მარ (“დე­დო­ფა­ლი ძლე­ვა­მო­სი­ლი თა­მა­რი”), რო­გორც პრეს­ვი­ტერ იო­ა­ნეს მემ­კვიდ­რე. ამის მერე გა­სა­გე­ბი ხდე­ბა, თუ რა­ტომ მო­ი­თხოვ­და სა­ლა­დი­ნი “ფი­ცის წიგნ­ში” თა­მა­რის­გან პი­რო­ბას, რომ მის ტე­რი­ტო­რი­ებს არ და­ი­პყრობ­და. თეთრყირ­მი­ზი, ლურჯთ­ვა­ლე­ბა თა­მა­რი, ლურ­ჯი პორ­ფი­რი­თა და ზმი­რის­თვლი­ა­ნი ოფა­ზის მა­ღა­ლი გვირ­გვი­ნით, თა­ვი­სი მწიგ­ნობ­რე­ბი­სა და კა­რის ბრწყინ­ვა­ლე პო­ე­ტე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე­თა შე­ფა­სე­ბით “სწავ­ლის ებ­გუ­რია (გუ­შა­გი)”.გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response