close
ეკოლოგია

მეცნიერები – გლობალური დათბობის შედეგად ვირუსები, შესაძლოა, უფრო სახიფათო გახდნენ

გლობალური დათბობის გამო ვირუსები, შესაძლოა, უფრო ძნელად მოკვდნენ და ამით ზოგიერთი ინექციური დაავადება უფრო სახიფათო გახდეს, – ამის შესახებ შვეიცარიელი მეცნიერები გვაფრთხილებენ.

მათი კვლევის თანახმად, წყლით გავრცელებადი ვირუსები, რომლებიც უფრო თბილ გარემოსთან არიან ადაპტირებულენი, უფრო ხანგრძლივად არიან ინფექციურები და ისეთი სადეზინფექციო საშუალებების მიმართ, როგორიც ქლორია, უფრო რეზიზსტენტულები არიან.

”ეს გულისხმობს, რომ თბილ რეგიონებში მიკრობული წყლის ხარისხი შეიძლება უარესი იყოს და ვირუსებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკები უფრო მეტი იქნება”, – განაცხადა ქალაქ ლოზანაში მდებარე შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის გარემოს ქიმიის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კონმა.

მზის სხივს, მაღალ ტემპერატურასა და სხვა მიკრობებს ზედაპირული წყლების ვირუსების დეაქტივაცია შეუძლიათ, რაც ამცირებს დაავადების გავრცელების უნარს. თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვირუსების რეაქცია კლიმატის ცვლილების საპასუხოდ ვითარდება.

შვეიცარიელმა მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, თუ როგორ შეიძლება ენტეროვირუსები, ვირუსების ოჯახი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ინფექციები, მათ შორის გაციება, პოლიომიელიტი და ვირუსული ინფექციური დაავადება „თურქული“, გარემო პირობების ცვლილებებთან ადაპტირდნენ.

გუნდმა ტბის წყლით სავსე კოლბებში 10С და 30С ტემპერატურაზე, ადამიანის ენტეროვირუსის ოთხი განსხვავებული პოპულაცია შექმნა, მზის სხივების დასხივებით და მის გარეშე. შემდეგ მათ ნიმუშები სითბოსა და სადეზინფექციო საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს. კვლევამ აჩვენა, რომ სითბოსთან ადაპტირებული ვირუსები გახურებით დეაქტივაციის მიმართ უფრო რეზისტენტულები არიან, ვიდრე ცივ წყალში ინკუბირებულები. ცივ წყალში გადატანის შემდეგ სითბოსთან ადაპტირებული ვირუსები უფრო დიდხანს დარჩნენ აქტიურები და უკეთესად გაუძლეს ქლორის ზემოქმედებას.

„დასკვნების თანახმად, ვირუსები თბილ წყლებში უფრო დიდხანს შეინარჩუნებენ ინფექციურ მდგომარეობას და უფრო მდგრადი იქნებიან დეზინფექციის მიმართ”, – განაცხადა პროფესორმა კონმა.

ეს ნიშნავს, რომ გლობალურმა დათბობამ ადამიანები ცურვის, ან დაბინძურებული წყლით მორწყული საკვების მიღებისას, შესაძლოა, დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ დააყენოს.

წყარო :independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0