close
ეკოლოგიამსოფლიო

თალიბების ლიდერი ავღანელებს ხეების დარგვისკენ მოუწოდებს

თალიბების ლიდერი – ჰიბატულა ახუნძადა, ავღანელებს ხეების დარგვისკენ მოუწოდებს.

მან სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებსა და მებრძოლებს მოუწოდებს „დედამიწის გასალამაზებლად და ყოვლისშემძლე ალაჰის სასარგებლოდ“ დარგონ „ერთი ან რამდენიმე ხე”.

ხე-ტყით უკანონო უკანონო ვაჭრობისა და გათბობის მიზნით ავღანეთში ხეების მასობრივი ჭრა ხორციელდება, რის გამოც ქვეყანას ტყეების განადგურების სერიოზული საფრთხე ემუქრება.

თალიბანის ლიდერის გარემოსადცვით საკითხზე გაკეთებული ეს „სპეციალური გზავნილი“ უპრეცედენტოა და მკვეთრად განსხვავდება ავღანეთის მთავრობისა და ნატოს მხარდამჭერების საწინააღმდეგო „ცეცხლოვანი“ რიტორიკისგან.

,,ხეების პლანტაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოს დაცვაში, ეკონომიკურ განვითარებასა და დედამიწის კეთილმოწყობაში;  ხეების დარგვა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობა ის საქმიანობაა, რომელსაც ამქვეყნიური ჯილდოც ახლავს და იმქვეყნიურიც,” – აცხადებს ახუნძალა ჯიჰადის ვებგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

თალიბანი, ან თალიბანის მოძრაობა, ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური პროპუშტუნთა მოძრაობაა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში (სანამ ნატოს ჯარებისა და ანტითალიბანური ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად თალიბანის ხელისუფლება დაემხო).  თალიბანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.

თალიბები ოპიუმის უკანონო წარმოებასთან არიან დაკავშირებული.

მათ საკუთარი საიტი აქვთ, რომელიც პაშტოს, დარის, არაბულ, ურდუსა და ინგლისურ ენებზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თალიბების ვებგვერდს ავღანეთის ხელისუფლება ბლოკავს, საიტის ადმინისტრატორები, რომლებიც ავღანეთის გარეთ მუშაობენ ამ პრობლემას მალევე უმკვლავდებიან. უნდა ითქვას, რომ თალიბები XXI საუკუნის ტექნოლოგიურ მიღწევებს, სოციალური ქსელების ჩათვლით საკმაოდ ეფექტურად იყენებენ.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response