close
მედიცინაფსიქოლოგია

როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას?

დროდადრო გუნება-განწყობა გვიფუჭდება. ეს ბუნებრივი პროცესია და საგანგაშო არაფერია. თუმცა კრიზისის ეს პერიოდი ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს.

ხშირად ადამიანებს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს, რცხვენიათ იმის აღიარება, რომ დეპრესიაში არიან.

აღსანიშნავია, რომ ქალები დეპრესიის მიმართ ორჯერ მეტად არიან მიდრეკილები, ვიდრე მამაკაცები.

ექიმები დეპრესიისგან თავის დასაცავ რამდენიმე ხერხს გვთავაზობენ:

  1. სასეირნოდ წასვლა

ფიზიკური ვარჯიში დეპრესიის დასამარცხელებელი საუკეთესო საშუალებაა. თუმცავარჯიშში მხოლოდ სატანვარჯიშო დარბაზში სიარული არ იგულისხმება. პოზიტიური გუნება-განწყობის შესაქმნელად საკმარისია, არ დაგეზაროთ და  ფეხით გაისეირნოთ.

  1. დღის სინათლე

ბუნებრივი დღის სინათლე არა მხოლოდ ცირკადულ რიტმს არეგულირებს, არამედ ორგანიზმს D ვიტამინით ამარაგებს. D ვიტამინის ნაკლებობა დაღლილობასა და ხასიათის ცვლილებებს იწვევს, განსაკუთრებით კი გრძელი ზამთრის შემდეგ. დაეხმარეთ ორგანიზმს სუფთა ჰაერზე სეირნობით.

  1. შეამცირეთ შაქრის შემცველი პროდუქტის მოხმარება

მიუხედავად იმისა, რომ ტკბილი საკვები და დასალევი თავდაპირველად გვსიამოვნებს, ის მოგვიანებით მნიშვნელოვნად აზაიანებს ჩვენს ჯანრთელობას. ჩაანაცვლეთ ტკბილი საკვები ჯანსაღი საკვებითა და სასმელით.

  1. ესაუბრეთ მეგობრებს

ეცადეთ ესაუბროთ მეუღლეს, შეყვარებულს ან მეგობარს. სხვების მხარდაჭერა არა მხოლოდ გუნებას გვიუმჯობესებს, არამედ საჭირო პრაქტიკულ და ემოციურ დახმარებას გვიწევს. ტექნოლოგიების ეპოქაში შესაძლოა პირდაპირ საუბარს მოკლე ტექსტური შეტყობინების  გაგზავნა ამჯობინოთ, მაგრამ  სჯობს პირისპირ თუნდაც ამინდზე ისაუბროთ. ეს ურთიერთკავშირის გრძნობას ქმნის, რასაც ემოციური ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

  1. სცადეთ კრაზანას ექსტრაქტი

სცადეთ ტრადიციული კრაზანას ექსტრაქტი დეპრესიის სამკურნალოდ. (ამერიკის შეერთებულ შტატებში მცენარე კრაზანასადმი განსაკუთრებული რელიგიური დამოკიდებულება ქონდათ. მის ფოთლებზე წითელი წინწკლების გამოჩენას უკავშირებდნენ იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს. სწორედ ამ სახელწოდებით არის ცნობილი მცენარე და მისგან წარმოებული ანტიდეპრესანტი (St. John’s wort) აშშ-ში)

  1. წაიკითხეთ წიგნი

ბიბლიოთერაპია, ანუ თერაპია კითხვის მეშვეობით, ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციებმა დეპრესიის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად აღიარეს. მათი რეკომენდაციის თანახმად, წიგნები ადამიანებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

  1. იფიქრეთ წარსულზე

იფიქრეთ წარსულზე. ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ „მოგონებები გულს ათბობს“. მათ გამოიყენეს მუსიკა ნოსტალგიური გრძნობების გამოსაწვევად და აღმოაჩინეს, რომ ადამიანები ფიზიკურადაც კი გათბნენ. ასე რომ თუკი გცივათ, ან ცუდ განწყობაზე ხართ, ჩართეთ ძველი CD ან ვინილი.

  1. გაიხეხეთ კბილები

შესაძლოა უცნაურია აქ სტომატოლოგიური ჰიგიენის ხსენება, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ პერონტოლური დაავადებასა და დეპრესიას შორის თანმიმდევრული კავშირი არსებობს. სტომატოლოგთან ვიზიტი ალბათ ისაა, რაც დეპრესიის დროს ყველაზე ნაკლებად გსურთ, თუმცა დეპრესია ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც, თავის მხრივ, სტომატოლოგიურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ ექიმები გვირჩევენ, კბილები დღეში ორჯერ გავიხეხოთ, ხოლო სტომატოლოგიური ძაფით ყოველ მეორე დღეს გავიწმინდოთ.

  1. შეიყვარე შენი ასაკი

მეცნიერები აცხადებენ, რომ ის, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ასაკის მატებას, დამოკიდებულია განწყობასთან. ადამიანები, რომლებსაც ასაკის მატებასთან დაკავშირებით ნეგატიური შეხედულება აქვთ, უფრო დეპრესიულები არიან. ამიტომ ასაკის მატებას პოზიტიურად უნდა შევხედოთ და ვეცადოთ, თავი კარგად ვიგრძნოთ და კარგად გამოვიყურებოდეთ.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld