close
პოლიტიკა

რატომ შეუძლია სირიას ჯერ კიდევ გამოიყენოს ქიმიური იარაღი?

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ სირიამ აშშ-სა და რუსეთთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, მის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებება კვლავ განმეორებითი პრაქტიკაა.
საერთაშორისო საზოგადოება ადანაშაულებს ასადის რეჟიმს ბოლო 6 წლის განმავლობაში ქიმიური იარაღის რამდენჯერმე გამოყენებაში მოქალაქეებისა და აჯანყებულების წინააღმდეგ: განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სირიაში სამოქალაქო ომი აქტიურ ფაზაში შევიდა.
პირველი მსგავსი აქტი 2013 წელს განხორციელდა დამასკოს შემოგარენში. მხოლოდ ერთი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, საჯაროდ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება იქნებოდა ე.წ წითელი ხაზის გადალახვა, რაც გამოიწვევდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას სირიაში და განიხილებოდა სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობაც. იმ ფაქტმა 1000-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო შემთხვევა კი რამდენიმე დღის წინ მოხდა, შეიწირა ათობით ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ბავშვების, რასაც წინ უძღვოდა გაეროში აშშ-ის ამბასადორის გამოსვლა: „ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტი არ არის უბრალოდ ჯდომა და დაცდა, რომ ასადი გამოჩნდეს, საჭიროა რეალური ქმედება.“
სირიამ ქიმიური იარაღის მფლობელობა ოფიციალურად აღიარა 2012 წელს და აღუთქვა სხვა აქტორებს, რომ მას მხოლოდ „საგარეო საფრთხის“ წინააღმდეგ გამოიყენებდა. მიუხედავად ამისა, 2013 წლის განმავლობაში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა.
შედეგად, ბარაკ ობამა შეეცადა კონგრესისგან თანხმობის მიღებას სირიაში შეიარაღებული ძალების შეყვანის შესახებ, უარის შემდეგ, გადაწყდა, რომ თუკი სირია დასთანხმდებოდა ქიმიური იარაღის გაუნებელყოფას საერთაშორისო საზოგადოების დამხარებით, სამხედრო ინტერვენცია გადაიდებოდა, რაც ასეც მოხდა. 2014 წლისთის, აშშ-მა, რუსეთმა და სირიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, სირიას უნდა მიეცა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უფლება, რომ გაენადგურებინათ მის ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის ქიმიური იარაღი. თუმცა, ქიმიური იარაღის გამოყენების პრაქტიკა გაგრძელდა.
რა არის მიზეზი?
დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სხვა ქიმიურ იარაღის დასამზადებლად საჭირო რესურსებთან ერთად, ქლორის ამოღებას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასადის რეჟიმმა, შეგნებულად არ შეიტანა ის საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის გადაცემულ სიაში. მედიასაშუალებების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ,,ასადს მაშინ 1000 ტონაზე მეტი სხვადასხვა სახეობის ქიმიური იარაღი ჰქონდა. იყო სხვა პრობლემაც: სირიამ არ გაითვალისწინა ბოლო ვადა – 2014 წლის 30 ივნისი, როდესაც იარაღის განადგურება უნდა დასრულებულიყო,” – იუწყება ,,The Wall Street Journal-ი” 2014 წლის მაისში. ყურადსაღები პასუხი ამ დარღვევებზე კი სირიას არ მიუღია. ასადის რეჟიმი მუდმივად უარყოფს პასუხისმგებლობას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე-მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები სხვაზე მეტყველებს.
აშშ-ის პასუხი
2013 წერლს ობამამ თქვა: „აშშ-იმ უნდა განახორციელოს სამხედრო შეტევა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. რა უნდა შევთავაზოთ მსოფლიოს, თუკი დიქტატორს მივცემთ უფლებას დახოცოს ასობით ბავშვი და არ დაისაჯოს? რა არის იმ საერთაშორისო სისტემის აზრი, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, თუკი არ შეგვიძლია ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის ნორმის მოქმედებაში მოყვანა?”
როგორ უკვე ითქვა, 2013 წელ აშშ-მა არ/ვერ განახორციელა სამხედრო შეტევა, დადებული შეთანხმების მუდმივი დარღვევით, კი სირიამ მნიშვნელოვნად შეასუსტა ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ძალა.
დღეს კი, ქიმიური იარაღის გამოყენებიდან რამდენიმე დღეში, აშშ იწყებს სამხედრო შეტევას სირიაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია, რომ თავიდან აიცილოს და აკრძალოს მომაკვდინებელი ქიმიური იარაღის გამოყენება ან გავრცელება“.  კრიტიკოსებისთვის მთავარ გამოცანას წარმოადგენს ის, თუ რა განსხვავებაა დღევანდელსა და 2013 წლის შემთხვევას შორის, როდესაც ასადმა იგივე გზებით გამოიწვია ათობით ადამიანის სიკვდილი. მაშინ კი არც დონალდ ტრამპსა და არც რესპუბლიკელებს არ დაუნახავთ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response