close
ურანი მყრალი სუნი

ასტრონომებმა საბოლოოდ დაადგინეს, თუ რისგან შედგება ურანის ღრუბლები – როგორც ირკვევა, მათ საშინელი სუნი ასდითისინი შეიცავენ გოგირდწყალბადს, გაზს, რომელსაც დამპალი კვერცხის სუნი აქვს.  

მიუხედავად ათწლეულობით დაკვირვებისა, ურანის ღრუბლების შემადგენლობის დადგენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ჩვენ ვიცით, რომ ურანის ატმოსფეროში არის მეთანი, სწორედ ის აძლევს პლანეტას ასეთ ლამაზ ლურჯ შეფერილობას (მეთანი უსუნოა).

Voyager 2-ის საშუალებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პლანეტის ატმოსფერო შეიცავს წყალბადსა და ჰელიუმს.

მაგრამ სხვა ნაერთების კონცენტრაცია, როგორიცაა – წყალი, ამიაკი და გოგირდწყალბადი, ცოტა უფრო რთული დასადგენი აღმოჩნდა, ვინაიდან პლანეტა ძალიან შორს მდებარეობს და ტელესკოპებში ცუდად ჩანს.

თუმცა, მოგეხენებათ, რომ ტექნოლოგიები დღითი დღე ვითარდება – ასტრონომების საერთაშორისო გუნდმა Gemini-ის ტელესკოპის საშუალებით ურანთან დაკავშირება მოახერხა.

გუნდმა, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსი პატრიკ ირვინი ხელმძღვანელობდა, ურანის ღრუბლის საფარის სპექტროსკოპიული ანალიზის მისაღებად 8-მეტრიანი ტელესკოპის ახლო ინფრაწითელი ინტეგრალური სფეროს სპექტრომეტრი გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ის გოგირდწყალბადს შეიცავდა.

ეს ურანს განასხვავებს  ჩვენს მზის სისტემაში არსებული გაზის ისეთი პლანეტებისგან, როგორიცაა  – იუპიტერი და სატურნი, რომელთა ატმოსფერო დიდი რაოდენობით ამიაკს შეიცავს, თუმცა არა გოგირდწყალბადს.

რა მოხდება, თუკი ადამიანი ოდესღაც ურანზე გაემგზავრება? რა თქმა უნდა, რთულია იმის განსაზღვრა, როდის მოვახერხებთ ურანზე ფეხის დადგმას, რომელიც დედამიწიდან მარსზე 5-ჯერ უფრო შორს მდებარეობს. მაშინ კი, როცა ადამიანი ამას მიაღწევს, ცუდი სუნი იქნება ის, რაც მას ალბათ ყველაზე ნაკლებად შეაწუხებს.

ურანი — მზიდან მეშვიდე პლანეტაა დაშორების მიხედვით. ის რადიუსით მესამე, ხოლო მასით მეოთხეა მზის სისტემაში. ურანის შედგენილობა ნეპტუნისას ჰგავს, ხოლო ეს ორი პლანეტა გაზური გიგანტებისგან, იუპიტერისა და სატურნისგან განსხვავებულია, ამიტომაც ასტრონომები ურანსა და ნეპტუნს განცალკევებულ კატეგორიაში — „ყინულის გიგანტებში“ მოიხსენიებენ.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid