close
საქართველო

ქართველი გოგონების მიერ შექმნილი ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მავნე მიკროორგანიზმებს ანადგურებს

მარინა გუჟაბიძე, დეა ილარიონოვნა და შორენა გუჯაბიძე სერვანტესის სახელობის გიმნაზიიისაია ჯესის მოსწავლეები არიან, გოგონებმა, ორი წლის წინ, გადაწყვიტეს ერთ გუნდად შეკრულიყვნენ, რადგან სამივენი ინჟინერიით გახავთ დაინტერესებულნი. გუნდი სკოლის STEM ინჟინერიის კლუბში გაერთიანდა, რომლის ხელმძღვანელიც პროფესორი  – თეიმურაზ ჩიჩუაა და დღეს მათი კოლაბორაციის წყალობით უკვე გვაქვს შესაძლებლობა ინოვაციურიწყლის ფარივიხილოთ, რომლის მახასიათებლების შესახებაც გუნდის ერთერთი წევრი, მარინა გუჯაბიძე გვიამბობს.

 

მარიამ, გვიამბე იმ მახასიათებლებისა და დანიშნულების შესახებ, რაცწყლის ფარსაქვს?

-„წლის ფარის“ საშუალებით შესაძლებელია აეროპორტეში, საკონცერტო დარბაზებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაბინძურებული ჰაერი მაქსიმალურად მივუახლოვოთ ჯანსაღ ჰაერს. ის რასაც ვერ ვხედავთ მაგრამ მუდმივად ჩვენ ირგვლივაა, იმდენად ძლიერი და გამძლეა, რომ დიდ  საფრთხეს უქმნის ადამიანსა და მის ჯანმრთელობას, რადგან მავნე მიკროორგანიზმების წინააღმდეგ  მიღბული პრევენციის ზომები არ არის საკმარისი თავის დასაცავად,  ჩვენ გთავაზობთ პროექტს „წყლის ფარს“, რომელსაც ჩვეულებრივი წყლის ფარდისაგან განსხვავებით,  დეკორატიული დანიშნულებასთან ერთად, აქვს იონიზატორის ფუნქციაც.

თანამედროვე კვლევები ადასტურებს რომ ბაქტერიის გარსი დამუხტულია ან დადებითად ან უარყოფითად. „წყლის ფარის“ ორ დამოუკიდებელ ფარზე მოედინება ჭარბი დადებითი და ჭარბი უარყოფითი მუხტების მქონე წყალი, რომელიც იზიდავს საწინააღმდეგო ან ნეიტრალური მუხტის მქონე ნაწილაკებს და გარეთა შრის დაშლით ლოკალურად ანადგურებს მათ.

საინტერესოა თუ აქვს თქვენს მოწყობილობას უცხოური ანალოგი?

-წყლის ფარს ანალოგი არ გააჩნია, წყლის ფარის  ორი უმთავრესი  კვანძის – ვან დე გრააფის გენერატორისა და კელვინის მაწვეთარას კოლაბორაცია ჰაერის დასუფთავების მიზნით ჯერ არავის გაუკეთებია.

 

-„წყლის ფარმაუკვე მიიქცია საზოგადოების ყურადღებასაინტერესოა როგორ გაჩნდა მსგავსი მოწყობილობის შექმნის იდეა?

– STEM საინჟინრი კლუბში გაერთიანების შემდგომ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი სხვადასხვა გლობალურ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის რელევანტურ გზებზე. პირველ რიგში ჩვენი ყურადღება 21 – ე საუკუნის უდიდესმა გამოწვევამ – ჰაერის მასობრივმა დაბინძურებამ მიიპყრო. იმის გამო რომ დღესდღეობით უფრო მეტ ყურადღებას ჰაერის ხელოვნურ დაბინძურებას აქცევენ, ჩვენ გადავწყვიტეთ შევრკინებოდით არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს – ჰაერის  ბუნებრივ დაბინძურებას.  რამდენიმე კვირიანი ბრეინშტორმის შედეგად ჩვენ გადავწყვიტეთ დამუხტული წყალი გამოგვეყენებინა მავნე მიკროორგანიზმების წინააღმდეგ საბრძოლველად.

-რამდენად მარტივი იყო თქვენთვის ამ მოწყობილების აწყობა ფინანსური კუთხით) და როგორ ფიქრობთ, მომავალში როგორ მოახდენთ მის რეალიზებას?

-ვინაიდან ფინანსურად შეზღუდულები ვიყავით, გადავწყიტეთ წყლის ფარის ძირითადი კონსტრუქცია აგვეგო ლაბორატორიაში არსებული მეორადი მატერიალებისგან. ჩვენ ფაქტიურად მათ ახალი ცხოვრება შევძინეთ. ცნობილია, რომ ყველა სამეცნიერო კვლევას თან მოსდევს რიგი ექსპერმნეტები. ჩვენ სამომავლო გეგმებში შედის უფრო დეტალური ექსპერიმენტების ჩატარება. მოწყობილობის ქმედითუნარიანობის კიდევ უფრო გაზრდა, ექსპერიმენტალური სამუშაოების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

-რა გამოხმაურება ჰპოვა თქვენმა იდეამ?

-წყლის ფარი პირველად წარვადგინეთ ათასწლეულის ინოვაციების კონკურსზე საქართველოში, სადაც მესამე საპრიზო ადგილი მოვიპოვეთ. წყლის ფარმა უკვე ძალიან დიდი დაინტერესება ჰპოვა საზოგადოებაში, თუმცაღა კონკრეტულად რომელიმე ორგანიზაცია ჯერჯერობით არ დაინტერესებულა მისით.

მისასალმებელია როცა მსგავსი გამოგონება ახალგაზრდებს, მით უმეტეს გოგონებს ეკუთვნით, მაინტერესებს შენი სუბიექტური აზრი ქალი გამომგონებლის შესახებ.

-ჩვენი აზრით მეცნიერების გზა ყველა ამბიციური და მშრომელი ადამიანისთვის ღიაა, ის გენდერზე არ არის დამოკიდებული. არ არის საჭირო იყო პირველაღმომჩენი, საკმარისია გქონდეს დიდი ინტერესი და რა თქმა უნდა სიყვარული შენი საქმის მიმართ. თუმცაღა ვერ ვიტყვით რომ საზოგადოებას არ უკვირს ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ხშირად გვესმის ფრაზები: „გოგოები და ინჟინერია ვის გაუგია?“. ჩვენ ამ ფრაზებზე გვეღიმება და ეს ყველაფერი  უფრო მეტ სტიმულს გვმატებს ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს და არასდროს გავჩერდეთ, ვინაიდან მეცნიერულ კვლევასა თუ სამუშაოს არა აქვს დასასრული, ხოლო ეს საინტერესო გზა მუდმივი  აღმოჩენებით არის სავსე.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0