close
ასტრონომია - კოსმოსი

პირველად კაცობრიობის ისტორიაში მეცნიერები შავ ხვრელში ჩაიხედავენ

მეცნიერები რამდენიმე დღეში Event Horizon Telescope (EHT)-ის საშუალებით შავ ხვრელში ჩახედვას შეეცდებიან.

შავი ხვრელი ათეულობით წელია მეცნიერების, მწერლების, რეჟისორებისა და სხვა ხელოვანების ყურადღებას და წარმოსახვას იპყრობს, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ის სინამდვილეში არავის „უნახავს.“  ამ რეალობის შეცვლას ასტრონავტთა გუნდი შეეცდება. ისინი შავი ხვრელის პირველი გამოსახულების შექმნის მიზნით დედამიწაზე რამდენიმე ტელესკოპს დააკავშირებენ.

შავი ხვრელები სივრცის ის ნაწილებია, რომლის შიგნითაც გრავიტაციის წევის ძალა იმდენად დიდია, რომ არაფერს, მათ შორის სინათლესაც არ შეუძლია შეღწევა.  1915 წელს გერმანელმა მეცნიერმა – კარლ შვარცშილდმა – გამოიყენა აინშტაინის ფარდობითობის საერთო თეორიის განტოლებები და შავი ხვრელების არსებობა მათემატიკურად იწინასწარმეტყველა.

ასტრონომებს მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ არაპირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ სუპერმასიური შავი ხვრელები – მილიონიდან მილიარდამდე უფრო მასიურები, ვიდრე ჩვენი მზეა, მასიური გალაქტიკების გულშია გაწოლილი. ეს იმიტომ, რომ ისინი ხედავენ გრავიტაციული წევის ძალას, რომელიც გალაქტიკის ცენტრის გარშემო მოძრავ ვარსკვლავებს აქვთ. LIGO-ს (გრავიტაციული ტალღების ლაზერულ-ინტერფერენციული ობსერვატორია) მეცნიერებმა 2016 წლის 11 თებერვალს, პირველად დაადასტურეს გრავიტაციული ტალღების არსებობა. ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით, გამოვლენილი ტალღები დედამიწიდან 1.5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ორი შავი ხვრელის შეჯახების და მათი გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ შავი ხვრელები არსებობის შესახებ ვიცით. კითხვები მათი წარმოშობის, ევოლუციასა და სამყაროზე გავლენის შესახებ ჯერ კიდევ რჩება თანამედროვე ასტრონომიის წინა პლანზე.

2017 წლის 5-14 აპრილს მეცნიერთა გუნდი შავი ხვრელის ფოტოს გადაღების გზით მისი ფიზიკის ფუნდამენტური თეორიების გამოცდას შეეცდება. Event Horizon Telescope-ის დახმარებით, რომელიც წარმოადგენს რადიოტელესკოპების გლობალურ ქსელს და აკავშირებს ერთმანეთთან უამრავ გიგანტურ ტელესკოპს, მეცნიერები შეეცდებიან, ჩვენი გალაქტიკა – მილქი ვეის გულში შეიხედოს, სადაც  შავი ხვრელი, Sgr A* (Sagittarius A-star) მდებარეობს, რომელიც მზეზე დაახლოებით 4-ჯერ მეტს.

ასტრონომებისთვის ცნობილია, რომ შავი ხვრელის ირგვლივ მტვრისა და გაზის დისკი ბრუნავს. ისინი  იმედოვნებენ, რომ Event Horizon Telescope-ის დახმარებით უფრო მეტს დაინახავენ.

ტელესკოპების ქსელი აერთიანებს ცხრა სადგურს – ზოგ ინდივიდუალირ ტელესკოპს, ტელესკოპების ნაკრებს – ანტარქტიკაი, ჩილეში, ჰავაიზე, ესპანეთში, მექსიკასა და არიზონაში. „ვირტუალური ტელესკოპი“ წლების მანძილზე იქმნებოდა და ტექნოლოგიის დატესტვა უკვე განხორციელდა.

თუმცა, ამ თავდაპირველი ტესტების შედეგად შეზღუდული მგრძობიარობა და კუთხოვანი რეზოლუცია გამოვლინდა, რომელიც შავი ხვრელის გამოსაკვლევად არასაკმარისი იყო. თუმცა ქსელში ახალი დამატებითი მგრძნობიარე ტელესკოპები – ჩილეს Atacama Large Millimeter Array და South Pole Telescope ქსელს დამატებითი ძალით აღჭურავს.

შავი ხვრელი არის კომპაქტური წყარო ცაზე – ოპტიკურ ტალღის სიგრძეებზე მისი შეხედვა ფაქტობრივად ბლოკირებულია მტვრისა და გაზის დიდი რაოდენობის გამო. თუმცა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ საკმარისი გაფართოვებისა და უფრო გრძელ მანძილზე მოქმედი ტელესკოპების საშუალებით ამ კოსმოსურ ნისლში ჩახედვას მოახერხებენ.

 

წყარო: http://www.space.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response