close
სოფლის მეურნეობა

პირუტყვის ანტიბიოტიკებით მკურნალობა გარემოს სათბური გაზებით აბინძურებს

ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფერმერები, რომლებიც თავიანთ პირუტყვს ანტიბიოტიკებს აძლევენ, იმაზე მეტ ზიანს აყენებენ გარემოს, ვიდრე მიკრობების მიმართ რეზისტენტულობაა. აღმოჩნდა, რომ ანტიბიოტიკი სათბური გაზების ემისიის გაზრდას და ამ გზით, კლიმატის ცვლილებებს უწყობს ხელს.
მკვლევარებმა ტეტრაციკლინით სამ-დღიანი მკურნალობის კურსის პერიოდში პირუტყვის ნეხვში მეთანის რაოდენობას დააკვირდნენ.
აღმოჩნდა, რომ ანტიბიოტიკებ მიღებული პირუტყვის ნეხვში 80 პროცენტით მეტი მეთანი იყო, ვიდრე იმ პირუტყვისაში, რომელსაც ტეტრაციკლინი მიღებული არ ჰქონდა. მეთანის მომატებას სავარაუდოდ პირუტყვის საჭმლის მომნელებელ ორგანოში მეთანის წარმომქნმელი მიკრორგანიზმების, არქეების მომატება იწვევს.
აღნიშნული კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები პირველია, რომელიც პირუტყვში ანტიბიოტიკების გამოყენების შედეგად სათბური გაზების ემისიების ზრდაზე მიანიშნებს, მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებული სათბური გაზების ემისიის 4 პროცენტი მცოხნელ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვზე მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ნეხვში გამოყოფილი მეთანის რაოდენობა, როგორც წესი, პირუტყვის ბოყინის შედეგად გამოყოფილ რაოდენობაზე გაცილებით ნაკლებია.
მკვლევარები აცხადებენ, რომ მომავალ კვლევებში ისინი სათბური გაზების ამ წყაროსაც გამოიკვლევენ.

წყარო: sciencemag.org

 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response