close
ისტორია

მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა, რომ 4400 წლის წინ ადამიანები თაფლს მოიხმარდნენ

უძველესი ეგვიპტის ახალი სამეფოს ეპოქის დროინდელ ფრესკებში ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სცენების ფონზე ფუტკრები და თაფლიც ფიგურირებს, რაც იმას ამტკიცებს, რომ 4400 წლის წინ ადამიანისკის პროდუქტებს მოიხმარდა.

მეცნიერთა თქმით, მათ აღმოაჩინეს ადრეული მეურნეობის კულტურის ევროპელი, ახლო აღმოსავლელი და ჩრდილოეთ აფრიკელი ქვის ხანის ადამიანის მიერ დამზადებული ცვილი, რომელიც თიხის ჭურჭელში იყო მოთავსებული. მაგალითად, თურქეთში სამზარეულოსქოთნებში მოთავსებული 8500 წლის წინანდელი ცვილი.

„ფუტკრის ცვილის ქიმიური ანაბეჭდი ევროპაში ნეოლითურ ნამოსახლარებში იქნა აღმოჩენილი, რაც მიგვანიშნებს თუ რაოდენ ახლო კავშირი იყო პრეისტორიული დროის ადამიანსა და ფუტკრებს შორის,“ – განაცხადა ბრისტოლის უნივერსიტეტის გეოქიმიკოსმა მელანი  როფეტ -სალქიუმ.

“ცხადია, რომ ქვის ხანის ადამიანი კარგად იცნობდა თავის გარემოს, იყენებდა თაფლს, და ექსპლუატაციის უწევდა სხვადასხვა ბუნებრივი რესურსს, როგოროცაა ცვილი და ხის ფისი,“ – დასძინა მან.

მისი თქმით, ყველაზე აშკარა მიზეზი რის გამოც ადამიანი მეფუტკრეობას მისდევდა, თაფლის მიღება იყო, თუმცა ცვილსაც სხვადასხვა ტექნოლოგიური, რიტუალი, კოსმეტიკური და სამკურნალო მიზნებისათვის იყენებდა.

ძველი ეგვიპტის ფრესკებმა, პრეისტორიული კლდის ხელოვნებამ და სხვა მტკიცებულებებმა ცხადყვეს, რომ კაცობრიობა მუშა ფუტკარს რამდენიმე ათასწლეულის წინ იყენებდა, თუმცა ჯერჯერობით დანამდვილებით ცნობილი არაა თუ რამდენად ფართოდ და რამდენხანს.

მეცნიერებმა  მსოფლიოს 150 უძველესი ადგილიდან 6,000-ზე მეტი თიხის ნამსხვრევის ქიმიური ნაერთები გამოიკვლიეს.

როგორც ბრისტოლის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი რიჩარდ ევერშედი აცხადებს, აღმოჩნდა, რომ უფრო ჩრდილოეთ მდებარე ადგილებში, მაგალითად შოტლანდიასა და სკანდინავიაში  ნაპოვნ კერამიკაში თაფლი არ აღმოჩნდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ უფრო მკაცრ და მაღალი განედების პირობებში ფუტკარი ვერ ცხოვრობდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0