close
მედიცინა

მეცნიერებმა უშვილო წყვილების შანსების განსაზღვრისთვის ახალი კალკულატორი შექმნეს

ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ახალი კალკულატორი უშვილო წყვილების შანსებს  ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცედურის დაწყებამდე შეაფასებს.

ექიმები ტრადიციულად თავს არიდებენ წყვილების „შანსები“ შეაფასონ, სანამ ისინი ინ-ვიტრო  განაყოფიერების მინიმუმ ერთ ციკლს არ დაამთავრებენ. მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ მედიკოსებს შესაძლებლობა, კვერცხუჯრედის, სპერმისა და ემბრიონების ხარისხი შეაფასონ.

ახალი კალკულატორის საშუალებით ქალბატონები თავიანთი შანსების შესახებ IVF-ის პირველი ციკლის დაწყებამდე ხდებიან ინფორმირებული.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში მკვლევარებმა 113,873 ქალბატონი გამოიკვლიეს, რომლებსაც, საერთო ჯამში,  184,269 IVF ციკლი ქინდათ დასრულებული. ქალბატონების 29 პროცენტმა ბავშვი პირველივე ციკლის შემდეგ გააჩინა, ხოლო 43 პროცენტმა – ექვსი ციკლის დასრულების შემდეგ.

ასაკი წარმატების მკურნალობამდელი ინდიკატორი იყო. ქალბატონებს, რომლებიც პირველი ციკლის გავლამდე 31 წლის იყვნენ, შვილის გაჩენის 66 პროცენტით მეტი შანსი ჰქონდათ იმ ქალბატონებთან შედარებით, რომლებიც 37 წლის იყვნენ.

წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო წლები, რომლის განმავლობაშიც წყვილები მკურნალობდნენ მანამ, სანამ ინ-ვიტრო  განაყოფიერებას მიმართავდნენ. ქალებს სამ-წლიანი უშვილობის შემეგ დაორსულების 9 პროცენტით მეტი შანსი ჰქონდათ იმ ქალბატონებთან შედარებით, რომლებიც უშვილო 6 წლის განმავლობაში იყვნენ.

წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი ქალის კვერცხუჯრედიც იყო. კვერცხუჯრედების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა გასათვალისწინებელია კვერცხუჯრედების ხარისხიც.

ამ ფაქტორების შეჯამების შედეგად მეცნიერებმა მკურნალობამდელი კალკულატორი შექმნეს: 30 წლის ქალს, რომლის უნაყოფობის ხანგრძლივობა ორი წელია,  IVF-ის პირველი ციკლის შემდეგ დაორსულების 46 პროცენტიანი, ხოლო სამი ციკლის შემდეგ – 79 პროცენტიანი შანსი აქვს.

ინ-ვიტრო განაყოფიერება არის უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდი, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ხდება ორგანიზმის გარეთ, ხოლო ამგვარად მიღებული ემბრიონი ინერგება ქალის საშვილოსნოში.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response