close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები: შავი ხვრელები შესაძლოა სხვა სამყაროებთან დასაკავშირებელი „ჭიშკრებია”

შესაძლოა სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავსად ჟღერს, მაგრამ ნაწილაკების ფიზიკის ერთ-ერთი თეორია გამოთქვამს ვარაუდს, რომ არსებოს სივრცის არა სამი განზომილება, არამედ ცხრა და შავი ხვრელები შესაძლოა იქამდე მიღწევის საშუალება იყოს. ეს კი ნიშნავს, რომ შავი ხვრელები შესაძლოა სხვა სამყაროების პორტალები იყვნენ.
მეცნიერები შეეცადნენ დიდი ადრონული კოლაიდერის(LHC)   გამოყენებით აღნიშნული თეორიის მტკიცებულებები მოეძიებიათ.
ნაწილაკების ფიზიკის რამდენიმე თეორა, მათ შორის, ბრეინის თეორია’brane theory’  ვარაუდობს, რომ მრავალრიცხოვანი განზომილებები შესაძლოა დამატებით სამყაროებს მალავდეს. ბრეინის თეორია სიმების თეორიის (string theory) ნაწილია. სიმების თეორია მიიჩნევს, რომ ატომში ელქტრონები და კვარკები არიან არა ნულოვან – განზომილებიანი ობიექტები, არამედ წარმოადგენენ ერთ-განზომილებიან ოსცილირებად წრფეებს (“სიმებს”). ადრეული სიმების მოდელით ბოზონური სიმი დაკავშირებული იყო მხოლოდ ბოზონებთან, თუმცა ეს შეხედულება განვითარდა სუპერსიმების თეორიამდე, რომელიც უშვებს კავშირის (“სუპერსიმეტრიის”) არსებობას ბოზონებსა და ფერმიონებს შორის. სიმების თეორია აგრეთვე საჭიროებს რამდენიმე დაუკვირვებადი დამატებითი განზომილების არსებობას, გარდა ჩვეულებრივი ოთხ სივრცე-დროითი განზომილებისა.
თეორია სათავეს იღებს (1969 წ) დუალური რეზონანსის მოდელიდან. ამ დროიდან მოყოლებული ტერმინმა სიმების თეორია მოიცვა სუპერსიმების თეორიასთან დაკვშირებული ჯგუფებიც. ჩამოყალიბდა ხუთი მთავარი სიმების თეორია. მათ შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობდა განზომილებათა რაოდენობაში, სადაც ყალიბდებოდა სიმები და მათი მახასიათებლები. თუმცა ყოველი მათგანი იყო კორექტული. 90-იან წლეებში ჩამოყალიბდა ე. წ. M-თეორია, რომელიც წარმოადგენდა ყველა წინამორბედი სუპერსიმების თეორიის გაერთიანებას და ამტკიცებდა, რომ სიმები არის 11-განზომილებიან სივრცეში არსებული 2-განზომილებიანი მემბრანის ერთ-განზომოლებიანი რეალური ნაწილები.
კრისტოფ გარფალდი თავის წიგნში ‘The Universe in Your Hand’, აღწერს ექსპერიმენტს იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა ადამიანებს ერთი განზომილებიდან მეორეში მოგზაურება რომ შეეძლოთ.
შესაძლოა თუ არა შავი ხვრელები ჩვენ და მათ სამყაროებს შორის გადასასვლელი იყოს?
დიდი ადრონული კოლაიდერის გამოყენებით მეცნიერები CERN- ში  დამატებითი განზომილებების ნიშნებს ეძებენ -შავი ხვრელები ერთ-ერთი მათგანია.
„თუკი დამატებითი განზომილებები არსებობს, ის ძალიან სწრაფად განადგურდება, მაგრამ დეტექტორებზე რადიაციის დრამატულ აფეთქებას დატოვებს “ – აცხადებს დოქტორი ქრის უაითი.
აქ კი სხვა განზომილებების არსებობის შესახებ იდეასთან დაკავშირებით გარკვეულ პრობლემას ვაწყდებით. მაგალითად, რატომაა გრავიტაცია სხვა ძალებთან შედარებით ასე სუსტი. მაცივრის პატარა მაგნიტი საკმარისია იმისთვის, რომ გრავიტაციის ძალაზე ძლიერი ელექტრომაგნიტური ძალა წარმოიქმნას. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, გრავიტაციის ძალის გავლენას იმიტომ ვერ ვგრძნობთ, რომ ის დამატებით განზომილებებზე ნაწილდება.
ის თეორიები, რომლებიც დამატებითი განზომილებების არსებობას ვარაუდობენ, პროგნოზირებენ, რომ სხვა განზომილებებში სტანდარტული ნაწილაკების მძიმე ვერსიები არსებობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ახალი ნაწილაკების არსებობის მტკიცებულებას LHC-ის  საშუალებით აღმოაჩენენ.
მიკროსკოპული შავი ხვრელების აღმოჩენისას შესაძლოა დამატებითი განზომილებების მტკიცებულებაც იპოვნონ. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი გადაჭრით არ შეიძლება ითქვას, რომ სიმების, ან ბრეინის თეორია სიმართლეს შეესაბამება. ზოგიერთ მეცნიერს მათი არსებობის საერთოდაც არ სჯერა. თუმცა LHC მიკროსკოპული შავი ხვრელებისა და ახალი სახის ნაწილაკების ძებნას განაგრძობს. თუკი LHC   ვერაფერს ხედავს, დამატებითი განზომილებების არსებობა გამორიცხულია. თუკი აღმოაჩენს – დამატებითი განზომილებები შესაძლოა სხვა სამყაროებსაც შეიცავდეს. თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ამ აღმოჩენის გაკეთების ზუსტი თარიღი. „არ შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზი იმის შესახებ, თუ როდის გვექნება კონკრეტული შედეგი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ როგორც კი გვექნება პასუხი ზემოთნახსენებ რომელიმე კითხვაზე, აუცილებლად შევატყობინებთ ამის შესახებ მსოფლიოს“ – განუცხადა MailOnline-ს CERN-ის პრესსპიკერმა.

წყარო:dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0