close
აქართველო

მეცნიერები : ფსიქიკურ დაავადებებს გენეტიკურზე მეტად სოციალური ფაქტორი იწვევს

30

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ფსიქიკური დაავადებების გენეტიკური ფაქტორების გამოსაკვლევად ძალიან ბევრი ფული იხარჯება მაშინ, როცა მისი მიზეზი ძირითადად სოციალური ფაქტორებია.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები აღმოაჩინეს გენი, რომელიც ადამიანებს გარკვეული დარღვევების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის, ექსპერტები აცხადებენ, რომ დეპრესიისა და შფოთვის რეალური მიზეზი სოციალური კრიზისია, მაგალითად, როგორიცაა უმუშევრობა, ან ბავშვობის პერიოდში განცდილი ძალადობა.

პროფესორი პიტერ კინდერმენის მტკიცებით, გენეტიკური ფაქტორი ფსიქიკური პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, თუმცა მასზე ზედმეტად აკეთებენ აქცენტს და ეს „აკნინებს იმ იდეას, რომ ბავშვობაში გადატანილი ტრავმა ძალიან, ძალიან სერიოზულად განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას.“

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ოთხიდან ერთ ადამიანს გარკვეული ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი აქვს დასმული.

ფსიქიკური ჯანმრთელობა (ფჯ), როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს -იქმნება სტრატეგიები, სამოქმედო გეგმები და პროგრამები ფსიქიკური აშლილობების ტვირთის და გამოსავლების შესამცირებლად.

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის სისტემები ფსიქიკური აშლილობების ტვირთს ადექვატურად კვლავ ვერ პასუხობენ; სხვაობა მკურნალობის საჭიროებასა და მის მიწოდებას შორის მთელს მსოფლიოში ძალიან დიდია. დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა 76%-დან 85% ვერ იღებს მკურნალობას; მაღალი შემოსავლების ქვეყნებშიც კი ეს მაჩვენებელი მაღალია და მერყეობს 35%-დან და 50%-ს შორის.

სიხშირის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობები საკმაოდ გავრცელებულია. 2003-2004 წელს მსოფლიოს  40 ქვეყანაში ჩატარებული 60000-ზე მეტი ზრდასრულის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნების უმეტესობაში ყველა ფსიქიკური აშლილობის გავრცელების კოეფიციენტი 9.1%-სა და 16.1% შორის მერყეობდა.

საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის დეკემბერში 2015-2020 წწ ფსიქიკური ჯანმრთელობის  ეროვნული გეგმა დაამტკიცა. რომლის მიხედვით, საქართველოში ნეიროფსიქიკური დაავადებები დაავადებათა გლობალური ტვირთის 22,8 %-ს შეადგენს. ტვირთი საკმაოდ მაღალია, რაც ადეკვატურ მართვასა და ყურადღებას საჭიროებს გადაწყვეტილებების მიმღებთა მხრიდან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არსებული ოფიციალური მონაცემებით 2013წელს: 100000 მოსახლეზე ფსიქიკური აშლილობების პრევალენტობა წარმოადგენს 1536-ს.  და დიაგნოსტირებული იყო ფსიქიკური აშლილობის 3020 ახალი შემთხვევა (67.3 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე) დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებით ეს ინფორმაცია არასრულია. მთელი რიგი ფსიქიკური აშლილობების გავრცელება ეპიდზედამხედველობის ნაკლოვანებებიდან გამომდინარე სულ მცირე ორჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს; მაგ: შიზოფრენიის ავადობის მაჩვენებელი მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში 100 000 მოსახლეზე 20-54 ფარგლებში მერყეობს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 9.5-ს შეადგენს.

ქვეყანაში 1995 წლიდან ფუნქციონირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც სრულად ფინანსდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები.

ქვეყანაში 2006-2014 წწ მანძილზე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გამოყოფილი თანხები ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯიდან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დანახარჯის მოცულობა დიდ ცვლილებას არ განიცდის. ამ დანახარჯით მნიშვნელოვანი განსხვავებაა ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან.

 

წყარო: Reuters, matsne.gov.ge

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ფსიქიკური დაავადებების გენეტიკური ფაქტორების გამოსაკვლევად ძალიან ბევრი ფული იხარჯება მაშინ, როცა მისი მიზეზი ძირითადად სოციალური ფაქტორებია.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები აღმოაჩინეს გენი, რომელიც ადამიანებს გარკვეული დარღვევების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის, ექსპერტები აცხადებენ, რომ დეპრესიისა და შფოთვის რეალური მიზეზი სოციალური კრიზისია, მაგალითად, როგორიცაა უმუშევრობა, ან ბავშვობის პერიოდში განცდილი ძალადობა.

პროფესორი პიტერ კინდერმენის მტკიცებით, გენეტიკური ფაქტორი ფსიქიკური პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, თუმცა მასზე ზედმეტად აკეთებენ აქცენტს და ეს „აკნინებს იმ იდეას, რომ ბავშვობაში გადატანილი ტრავმა ძალიან, ძალიან სერიოზულად განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას.“

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ოთხიდან ერთ ადამიანს გარკვეული ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი აქვს დასმული.

ფსიქიკურიჯანმრთელობა (ფჯ), როგორცსაზოგადოებრივიჯანდაცვისერთ-ერთიპრიორიტეტი,მსოფლიოსბევრქვეყანაშისერიოზულგამოწვევასწარმოადგენს -იქმნებასტრატეგიები,სამოქმედოგეგმებიდაპროგრამებიფსიქიკურიაშლილობებისტვირთისდაგამოსავლებისშესამცირებლად.

სამწუხაროდ, ჯანმრთელობისსისტემებიფსიქიკურიაშლილობებისტვირთსადექვატურადკვლავვერპასუხობენ;სხვაობამკურნალობისსაჭიროებასადამისმიწოდებასშორისმთელსმსოფლიოშიძალიანდიდია.დაბალდასაშუალოშემოსავლებისქვეყნებშიმძიმეფსიქიკურიაშლილობისმქონეპირთა 76%-დან 85%ვერიღებსმკურნალობას; მაღალიშემოსავლებისქვეყნებშიცკიესმაჩვენებელიმაღალიადამერყეობს 35%-დანდა50%-სშორის.

სიხშირისმიხედვით, ფსიქიკურიაშლილობებისაკმაოდგავრცელებულია. 2003-2004 წელსმსოფლიოს  40ქვეყანაშიჩატარებული 60000-ზემეტიზრდასრულისგამოკითხვამაჩვენა,რომქვეყნებისუმეტესობაშიყველაფსიქიკურიაშლილობისგავრცელებისკოეფიციენტი 9.1%-სადა 16.1%შორისმერყეობდა.

საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის დეკემბერში 2015-2020 წწ ფსიქიკური ჯანმრთელობის  ეროვნული გეგმა დაამტკიცა. რომლის მიხედვით,საქართველოშინეიროფსიქიკურიდაავადებებიდაავადებათაგლობალურიტვირთის 22,8 %-სშეადგენს.ტვირთისაკმაოდმაღალია,რაცადეკვატურმართვასადაყურადღებასსაჭიროებსგადაწყვეტილებებისმიმღებთამხრიდან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომსაქართველოშიფსიქიკურიჯანმრთელობისშესახებარსებულიოფიციალურიმონაცემებით 2013წელს:100000მოსახლეზეფსიქიკურიაშლილობებისპრევალენტობაწარმოადგენს 1536-ს. დადიაგნოსტირებულიიყოფსიქიკურიაშლილობის 3020 ახალიშემთხვევა (67.3 შემთხვევა 100,000მოსახლეზე)დამოუკიდებელექსპერტთაშეფასებითესინფორმაციაარასრულია.მთელირიგიფსიქიკურიაშლილობებისგავრცელებაეპიდზედამხედველობისნაკლოვანებებიდანგამომდინარესულმცირეორჯერაღემატებაოფიციალურმონაცემებს;მაგ: შიზოფრენიისავადობისმაჩვენებელიმსოფლიოსუმრავლესქვეყნებში 100 000 მოსახლეზე 20-54ფარგლებშიმერყეობს, საქართველოშიესმაჩვენებელი 9.5-სშეადგენს.

 

ქვეყანაში 1995 წლიდანფუნქციონირებსფსიქიკურიჯანმრთელობისდაცვისსახელმწიფოპროგრამა,რომლითაცსრულადფინანსდებაფსიქიკურიჯანმრთელობისსერვისები.

 

ქვეყანაში 2006-2014წწმანძილზეფსიქიკურჯანმრთელობაზეგამოყოფილითანხებიზრდისტენდენციითხასიათდება,თუმცაჯანდაცვისსახელმწიფოხარჯიდანფსიქიკურჯანმრთელობაზედანახარჯისმოცულობადიდცვლილებასარგანიცდის.ამდანახარჯითმნიშვნელოვანიგანსხვავებააევროპისგანვითარებულქვეყნებთან.

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

ako.admin

The author ako.admin