close
სოფლიოობოტექნიკა

მეცნიერები ოკეანეების ფსკერზე რობოტებს აგზავნიან

1702Ocean01

ნორვეგიის ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერები ნორვეგიასა და გრენლანდიას შორის არსებულ წყლებში 2,500 მეტრის სიღრმეში რობოტებს აგზავნიან. მათი მიზანია, შეისწავლონ დედამიწის იშვიათი მინერალებით მდიდარი გარემო.

“ოკეანის ზღვის ფსკერი დედამიწის უმეტეს წილად უცნობი ნაწილია…სრულიად სამართლიანია იმის თქმა, რომ თანამგზავრებისა და სხვადასხვა მოწყობილობების წყალობით მთვარისა და მარსის ზედაპირის შესახებ ბევრად მეტივიცით, ვიდრე საკუთარი პლანეტის შესახებ”, – განაცხადეს მეცნიერებმა.

საერთაშორისო მეცნიერთა გუნდი იყენებს ტექნოლოგიას, მათ შორის ავტონომიურ რობოტებსა და პილოტირებულ წყალქვეშა ნავებს, რათა  ზღვებისა და ოკეანეების სიღრმეები შეისწავლონ, სადაც გვხვდება თუთია, ოქრო და სპილენძი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გამოკვლევები ცხადყოფს, რატომ არის მინერალური ზოგიერთ ადგილებში უხვად, ზოგან კი – საერთოდ არა და რა ზიანს აყენებს გარემოს მათი მოპოვება.

აღსანიშნავია, რომ ზღვებისა და ოკეანეების ფსკერი გახლავთ იმ 17 სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტის წყარო, რომლებსაც სმარტფონების ეკრანების, მაგნიტების, კამერის ლინზებისა და რენტგენის წარმოებაში გამოიყენებენ.

“ზოგიერთი მათგანი (წყლები) მდიდარია ოქროთი, სპილენძითა დათუთიით. ზოგიერთი-  თითქმის არც ერთი მათგანით. ამიტომაც  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებმა ამის მიზეზი დაადგინონ “, – აღნიშნა ბარიერმა.

გუნდის მიერ გასულ წელს დაწყებული კვლევა კიდევ ხუთ წელს გაგრძელდება.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :   www.reuters.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2