close
ისტორიამსოფლიო

მეცნიერები დნმ-ის საშუალებით 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა იდენტიფიცირებას ახდენენ

ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ დნმ-ის ანალიზის ტექნოლოგიის საშუალებით 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

აშშ-ში,  სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 2,753 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა 1000 მათგანის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა.

სამედიცინო ექსპერტის ოფისის მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ახლახანს ერთ-ერთი მსხვერპლის, 26 წლის ფინანსისტ სკოტ ჯონსონის, იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელიც სამხრეთ ცათამბჯენის 89-ე სართულზე მუშაობდა.

მსოფლიოს უდიდესი კრიმინალური ლაბორატორიის მკვლევარებმა ძვლების ფრაგმენტების ხელახალი ტესტირების გზით ნამდვილი გარღვევა მოახდინეს.

“ყველა ნიმუში, რომელიც აქაა წარმოდგენილი, წარსულში გამოკვლეული გვაქვს,”- განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მარკ დიზაიამ.

დიზაიამ და მისმა გუნდმა დნმ-ის ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგია – “მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პროტოკოლი” (World Trade Center Protocol) აჩვენეს, რომელიც ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების ძვლების ფრაგმენტებზე ხორციელდება.

მათ გაასუფთავეს ძვლები, ამოავლეს ფხვნილში, დაამატეს ქიმიკალები და მოათავსეს დიდ, სპეციალურ მანქანაში, რომელიც დაზიანებული მასალისგან დნმ-ს ამოღებას ახორციელებს.

დიზაია და მისი გუნდი დადებითად აფასებენ 2001 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ დნმ-ის საშუალებით იდენტიფიკაციის ტექნოლოგიის დახვეწის იმედით მსხვერპლთა ნაშთები შეენახათ.

“ეს რომ მაშინ არ გაგვეკეთებინა, ნაშთები დაშლას განაგრძობდნენ და დნმ-ის იდენტიფიკაცია დღეს ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა,”  განაცხადა დიზაიამ.

წყარო:   Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0