close
დედამიწა

მეცნიერები: 56 მილიონი წლის წინ დედამიწას გიგანტური კომეტა შეეჯახა

A tiny sand-grain-size tektites, thought to be created when vaporized material from an impact solidified while flying through the air, is shown in this image released in New York, U.S., October 13, 2016. Courtesy Megan Fung/Handout via REUTERS

ნიუ ჯერსიში ნაპოვნი მინის ნამსხვრევი მიანიშნებს, რომ დაახლოებით 56 მილიონი წლის წინ დედამიწას კომეტა, ან სხვა ობიექტი უნდა შეჯახებოდა.
მეცნიერთა ვარაუდით, ეს მოხდა 10 მილიონი წლის შემდეგ იმ ფაქტიდან, როცა ასტეროიდმა დინოზავრები გაანადგურა. ისინი აცხადებენ, რომ ამ შეჯახებას შესაძლოა დედამიწაზე განსაკუთრებით თბილი პერიოდი გამოეწვია, როდესაც მნიშვნელოვანი ძუძუმწოვრების ჯგუფი, მათ შორის პრიმატები გაჩნდნენ, რომლებმაც დასაბამი მისცეს ადამიანს.
ჟურნალ Science-ში  გამოქვეყნებული დასკვნების თანახმად, მუქი მინის პატარა სფერული ნამსხვრევი,microtektites,  წარმოადგენს იმის ძლიერ მტკიცებულებას, რომ დედამიწას კომეტა ან ასტეროიდი შეეჯახა. მეცნიერთა მტკიცებით ისინი მაშინ წარმოიქმნენ, როდესაც კოსმოსური ქვა დაეჯახა დედამიწის ზედაპირს და ააორთქლა ის ადგილები, სადაც დაეცა, ჰაერში ამოჰყარა გამდნარი ქვის ნამსხვრევები, რაც, საბოლოოდ, მინად იქცა.
microtektites გეოლოგიური ფენიდან ამოიღეს, რაც სამხრეთ ნიუ ჯერსის სამ რაიონში დაახლოებით 56 მილიონი წლის წინ ეოცენის ეპოქის დაწყებას მიანიშნებს.
ეს ემთხვევა დათბობის მოვლენის დაწყებას, რომელიც პალეოცენ-ეოცენური თერმული მაქსმუმის სახელითაა ცნობილი და რომელიც ატმოსფერული ნახშირორჟანგის დაგროვებასთან ასოცირდება. ეს პერიოდი 100,000 წელზე მეტხანს გრძელდებოდა და გლობალურმა ტემპერატურამ 9-14 გრადუს ფარენგეიტამდე (5-8 გრადუსი) მოიმატა.
ამ პერიოდამდე დაახლოებით 10 მილიონი წლით ადრე 10კმ სიგანის ასტეროიდმა უამრავი საზღვაო და სახმელეთო ქმნილება, მათ შორის დინოზავრები, გაანადგურა და ძუძუმწოვრებმა უპირატესობა მოიპოვეს.
56 მილიონი წლის წინ ასეთი მასობრივი განადგურება არ მომხდარა, თუმცა ოკეანის ბევრი ერთუჯრედიანი არსება გაქრა. გლობალური დათბობის პერიოდში ჩნდება პრიმატები და ძუძუმწოვრების ორი ჯგუფი, მათ შორის ერთ-ერთი მოიცავს ირმებს, ანტილოპებს, ცხვრებს, თხებს და სხვ. და მეორე – ცხენებსა და მარტორქებს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ობიექტი, რომელიც 56 მილიონი წლის წინ შეეჯახა დედამიწას, კომეტა იყო. „თუმცა დანამდვილებით არ შეგვიძლია ვთქვათ, კონკრეტულად სად მოხდა შეჯახება და რა ზომის იყო კომეტა,“ – აცხადებს გეოქიმიკოსი მორგან შალერი.

წყარო: reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response