close
ბიოლოგია

მალარიის პროტეინი კიბოს უჯრედებს ანადგურებს!

მეცნიერთა მტკიცებით, კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მალარიის პარაზიტის გამოყენებით შეუძლია დაავადების 10 სახეობიდან 9 დაამარცხოს.

დანიელი და კანადელი მეცნიერების ჯგუფი ორსულ ქალებში მალარიის მკურნალობის გზების  ძიების დროს შემთხვევით კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საუკთესო იარაღს გადააწყდა.

მათმა კვლევამ აჩვენა, რომ მალარიის პროტეინით კიბოს განკურნებაა შესაძლებელი. აღნიშნული მეცნიერები აცხადებენ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ისინი ამ მიზნით დაიწყებენ ადამიანბზე ცდების ჩატარებას.

მალარიის ექსპერტმა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორმა ალი სალანთმა აღმოჩინა, რომ  ნახშირწყლები, რომელსაც მალარიის პარაზიტი ორსული ქალის პლაცენტაში მიემაგრება, არის იმ ნახშირწყლების იდენტური, რომლიც კიბოს უჯრედებშია.

ლაბორატორიაში მისმა გუნდის წევრებმა შექმეს პროტეინი, რომელსაც მალარიის პარაზიტი იყენებს პლაცენტის დასაცავად, და დაუმატეს ტოქსინი.

მალარიის ცილის და ტოქსინის ეს კომბინაცია ეძებს კიბოს უჯრედებს, სანამ შეიწოვება დაავადებული უჯრედების მიერ. შემდეგ ტოქსინი შიგნით თავისუფლდება, რაც იწვევს სწორედ იმ პროცესს, რომელიც კლავს კიბოს უჯრედებს.

პროფესორი სალანთი დააკვირდა პროცესს უჯრედების კულტურაში და კიბოთი დაავადებულ თაგვებში.

„ ათწლეულების განმავლობაში, მეცნიერები ეძებდნენ მსგავსებას პლაცენტის ზრდასა და სიმსივნეს შორის.

პლაცენტა არის ორგანო, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იზრდება მხოლოდ რამდენიმე უჯრედიდან იმ ორგანოში, რომლის მასა დაახლოებით ორი ფუნტია, და ის ემბრიონს შედარებით უცხო გარემოში ჟანგბადითა და საკვებით ამარაგებს – იგივეს აკეთებს სიმსივნეც. ის შედარებით უცხო გარემოში აგრესიულად იზრდება,“ – განაცხადა პროფესორმა სალანთმა, რომელიც, თავის გუნდთთან ერთად  მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანებში ცდის.

მისი აღმოჩენა, რომ პლაცენტაში მდებარე ნახშირწყლები სიმსივნეებშიცაა წარმოდგენილი,საფუძვლად დაედო ახალი პრეპარატის განითარებას.

“ჩვენ შევისწავლეთ ნახშირწყლების ფუნქცია. პლაცენტაში ის ხელს უწყობს სწრაფ ზრდას. ჩვენმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იგივე ხება კიბოს სიმსივნეებშიც.

ჩვენ შევაერთეთ მალარიის პარაზიტი კიბოს უჯრედებთან და პარაზიტს ისეთი რეაქცია ქონდა მათ მიმართ, როგორც პლაცენტის მიმართ და მიემაგრა მათ.

მკვლევარებმა ათასობით ნიმუში გამოცადეს: დაწყებული ტვინის სიმსივნეებიდან დამთავრებული ლეიკემიით და ზოგადი სურათიც შეიქმნა.

მათმა შედეგებმა აჩვენა, რომ მალარიის ცილას შეუძლია ადამიანის სიმსივნეების 90 პროცენტზე მეტ დაესხას თავს:

არაჰოჯკინის ლიმფომის შემთხვევაში(ლიმფოსარკომა), ნამკურნალევი თაგვების სიმსივნეების ზომა დაახლოებით ოთხჯერ შემცირდა.

პროსტატის კიბოს დროს პირველივე დოზის მიღების შემდეგ სიმსივნეები გაუჩინარდა ექვსი ნამკურნალევი თაგვიდან ორის შემთხვევაში.

ძვლის მეტასტაზური სიმსივნის დროს ექვსიდან ხუთი ნამკურნალევი თაგვი ცოცხალი დარჩა, მაშინ, როცა კონტროლ ჯგუფიდან ვერცერთი თაგვი ვერ გადარჩა .

აღნიშნული გამოგონების უკან მდგომ მეცნიერებთან თანამშრომლობის შედეგად კოპენჰაგენის უნივერსიტეტმა კლინიკური განითარების მართვის მიზნით ბიოტექნოლოგიური კომპანია, VAR2pharmaceuticals, შექმნა.

აღმოჩენა დოკუმენტირებულია ჟურნალ Cancer Cell-ში.

წყარო: Cancer Cell

სტატია მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response