close
რელიგია და მეცნიერება

კონფლიქტი რელიგიასა და მეცნიერებას შორის

Case Western Reserve University-ის და Babson College-ის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შესაძლოა მეცნიერებასა და რელიგიას შორის კონფლიქტი სათავეს ჩვენი ტვინის სტრუქტურიდან იღებდეს.

რწმენისა და მეცნიერული შეჯახებები ცდილობს ახსნას ჩვენ გარშემო არსებული საუკუნეების წინანდელი სამყარო და დღეს შესაძლოა წარმოადგენს ევოლუციასა და კრეატიონიზმს შორის არსებულ ყველაზე ხილულ არგუმენტს.

იმისათვის, რომ დაიჯერო ზებუნებრივი ღმერთის ან უნივერსალური სულის არსებობა, როგორც ჩანს, საჭიროა უკუაგდო ტვინის უბანი, რომელიც ანალიტიკურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი და ჩაერთო ემპათიურ ქსელში, ამბობენ მეცნიერები. როდესაც ფიქრობ ანალიტიკურად ფიზიკურ სამყაროზე, ამ პროცესების საწინააღმდეგო ხდება.

„როდესაც დასმულია კითხვა რწმენის შესახებ, ანალიტიკური თვალსაზრისით შეფასებისას მივდივართ აბსურდულ იდეებამდე,“ განაცხადა ტონი ჯეკმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კვლევას.

ჯეკი არის Case Western Reserve-ის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი და უნივერსიტეტის ეთიკის ინამორის საერთაშორისო ცენტრის კვლევითი ხელმძღვანელი, რომელიც დიდწილად დაეხმარა კვლევას.

„კოგნიტურ ფსიქოლოგიაში უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ ხალხი, რომელსაც აქვს რწმენა (რელიგიური ან სულიერი) უფრო ნაკლებად ჭკვიანია, ვიდრე სხვები. ისინი, ფაქტობრივად, ნაკლებ ინტელექტუალურულნი არიან.“ განაცხადა Richard Boyatzis-მა, ორგანიზებული ქცევის პროფესორმა და ჯეკის გუდის წევრმა.

„ჩვენი კვლევები ადასტურებს სტატისტიკურ დამოკიდებულებას, მაგრამ ამავე დროს აჩვენებს, რომ ხალხი რწმენით უფრო პროსოციალური და ემპათიურია,“ განაცხადა მან.

რვა ექსპერიმენტის მიხედვით, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ რაც უფრო ემპათიურია ადამიანი, მით უფრო რელიგიურია ის.

ეს მოსაზრება გვთავაზობს წინა კვლევის შედეგების ახლებურ ახსნას, როდესაც ქალები მეტად იყვნენ მიდრეკილნი რელიგიური თუ სულიერი მსოფლმხედველობებისკენ, ვიდრე კაცები. ამის მიზეზი შესაძლოა ის გახდა, რომ ძალიან ძლიერი ტენდენციის მიხედვით, ქალებს მეტად ახასიათებთ ემპათია, ვიდრე მამაკაცებს.

მკლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ათეისტები ხშირად ახლოს არიან ფსიქოპატებთან, და არა მკლელებთან, ხოლო ფსიქოპატების უმეტესობა კლასიფიცირდება სხვებისადმი თანაგრძობის ქონის სიმცირით.

ახალი კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ PLOS ONE-ში. კვლევაში ჩართული სვხა მკვლევრები არიან ჯარედ ფრაიდმენი, ფილოსოფიისა და კოგნიტური მეცნიერებების კურსდამთავრებული და კვლევის ასისტენტი, რომელიც აგრძელებს სწავლას Case Western Reserve-ში ორგანიზაციული კვლევის განხრით, და სკოტ ტეილორი, ბაბსონის კოლეჯის ორგანიზებული ქცევის ასისტენტ პროფესორი.

160323151838 1 540x360ტვინის სტრუქტურა

კვლევა ეფუძნება ჰიპოთეზებს, რომ ადამიანის ტვინს აქვს ორი საპირისპირო დომეინი მუდმივ დაძაბულობაში. ადრეულ კვლევაში, ჯეკის ტვინის, აზროვნების და ცნობიერი ლაბორატორია გამოიყენეს ფუნქციური მაგნიტური რეზონანსის სანახავად, რათა ეჩვენებინათ ნეირონების ანალიტიკური ქსელი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კრიტიკული აზროვნება და სოციალური ქსელი, რომელსაც შეუძლია გაგვხადოს უფრო ემპათიური. როდესაც წარმოადგენილია ფიზიკური პრობლემა ან ეთიკური დილემა, ჯანსაღი ტვინი აძლიერებს შესაბამის ქსელს მეორე ქსელის უკან დახევის ფონზე.

„ქსელებს შორის არსებული დაძაბულობის გამო, ნატურალისტური მსოფლმხედველობა გვიბიძგებს ჩავეძიოთ სიღრმეებში სოციალურ-ემოციურ მხარეს,“ განმარტა ჯეკმა. „ეს შეიძლება იყოს მიზეზი, თუ რატომ გადაეცემა კულტურიდან კულტურას ზებუნებრივის არსებობის რწმენა. ის გვთავაზობს მსოფლიოს გაგების არსებითად არამატერიალურ გზას და მიგვითითებს ჩვენს ადგილზე მასში.“

ფრაიდმენი აღნიშნავს, „რომ ემპათიურობა აუცილებლად არ ნიშნავს ანტიმეცნიერულ რწმენებს. სამაგიეროდ, ჩვენი შედეგები ცხადყოფს, რომ თუ ჩვენ ხაზს ვუსვამთ ანალიტიკურ აზროვნებას და მეცნიერებისადმი რწმენას, ახალი ათეისტური მოძრაობის ვარაუდით, ჩვენ ვაცხადებთ მზაობას აზროვნების განსხვავებული ტიპის ამუშავებისთვის, კერძოდ, სოციალურ/მორალური ინსაითისთვის.

„ეს შედეგები,“ აგრძელებს ფრაიდმენი, „არის კონსისტენტური ფილოსოფიური თვალთახედვასთან მიმართებაში, განსაზღვრული კანტის მიერ, რომლის თანახმადაც არსებობს სიმართლის ორი განსხვავებული ტიპი: ემპირიული და მორალური.“

ექსპერიმენტები და შედეგები

მკვლევარებმა შეამოწმეს ურთიერთობა ღმერთის ან სხვა უნივერსალური ძალის რწმენასა და მორალურს საკითხს შორის ანალიტიკური აზრების გაზომვით 8 განსხვავებული ექსპერიმენტის მიხედვით, რომელთაგან თითოეულში ჩართული იყო 159-დან 527-მდე მოზარდი. ყველა ექსპერიმენტში თანმიმევრულად გამოჩნდა, რომ რაც უფრო რელიგიურია ადამიანი, მით მეტად მორალური აზროვნება აქვს. მაგრამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ გამოვლენილა.

მათ აღმოაჩინეს, რომ ორივე, სულიერი რწმენაც და ემპათიური დამოკიდებულებებიც, დადებით კორელაციაშია ლოცვის, მედიტაციის და სხვა სპირიტუალური თუ რელიგიური აქტივობების სიხშირესთან.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა თეორიების მიხედვით, ადამიანის ქცევის ინტერპრეტაცია განსაზღვრულია მენტალური მდგომარეობების თვალსაზრისით, როგორიცაა საჭიროებები, სურვილები ან მიზნები, და დადებით დამოკიდებულებაშია რწმენასთან, მკვლევრებმა ვერ აღმოაჩინებს ამ თეორიის დამადასტურებულელი მტკიცებულება.

სხვა კვლევების მსგავსად, ამ ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ანალიტიკური აზროვნება ხელს უშლის სპირიტუალური ან რელიგიური შეხედულებების მიღებას. მაგრამ ამ ექსპერიმენტიდან მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზით, თანაგრძნობა უფრო მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენისთვის, ვიდრე ანალიტიკური აზროვნება რწმენის არარსებობისთვის.

ასე რომ, რატომ არის მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებული კონფლიქსტი ასეთი ძლიერი? „იმის გამო, რომ ქსელების ერთმანეთის აღსაკვეთად, ქმნიან ორ უკიდურესობას,“ განაცხადა Boyatzis-მა. „იმის გაგებით, თუ როგორ მუშაობს ტვინი, ჩვენ შევქმნით ბალანსს მეცნიერებასა და რელიგიას შორის.“

ორივე ქსელი გამოყენება

მკლევარები ამბობენ, რომ ადამიანები იყენებენ ორივე ქსელს.

„სხვადასხვა გარემოებების ქვეშ, რელიგიური რწმენა შესაძლოა პოზიტიურად უწყობდეს ხელს მეცნიერულ კრეატივიზმს და ინსაითს,“ განაცხადა ჯეკმა. „ცნობილი მეცნიერების უმეტესობა იყო სპირიტუალური ან რელიგიური. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ადამიანები საკმარისად ინტელექტუალები იყვნენ იმისთვის, რომ დაენახათ, რომ არ არსებობს რელიგიასა და მეცნიერებას შორის არსებული კონფლიქტის არანაირი საჭიროება.“

ბარუხ აბა შალევის წიგნის მიხედვით, რომელიც იმ ადამიანების შესახებაა, რომელმა 100 წლის განმავლობაში ნობელის პრემიები მიიღეს, აღმოჩნდა, რომ 1901 წლიდან 2000 წლამდე, 654 ნობელის ლაურეატიდან თითქმის 90% მიეკუთვნებოდა 28 რელიგიიდან ერთ-ერთს. დარჩენილი 10,5 %-ს წარმოადგენდნენ ათეისტები, აგნოსტიკოსები და თავისუფლად მოაზროვნეები.

„შეგიძლიათ იყოთ რელოგიური და ამავე დროს ძალიან კარგი მეცნიერი,“ განაცხადა ჯეკმა.

მკვლევრები ეთანხმებიან ახალ ათეისტებს, რომ ანალიტიკური აზროვნების უკუგდება, არასწორ დროს, შესაძლოა საზიანო იყოს, და უთითებენ რელიგიური განსხვავებების ისტორიულ გამოყენებაზე სხვადასხვა ომების მსვლელობისას.

„თუმცა, მარტივია ისტორიის დამახინჯება, რომელიც რელიგიებს შორს კონფლიქტს შეეხება,“ განაცხადა მან. „არარელიგიური პოლიტიკური მოძრაობები, როგორიცაა ფაშიზმი და კომუნიზმი, ასევე კვაზი სამეცნიერო მოძრაობები, როგორიცაა იუჯინისი, უდიდესი ზიანის მომტანია.“

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ყურადღებით გააზრებული რელიგიური რწმენა დადებით გავლენას ახდენს ემოციურ ინსაითზე და ხელს უწყობს მის განვითარებას. ამ და სხვა კვლევების მიხედვით, საერთო ჯამში, აღმოჩნდა, რომ რელიგიური რწმენა დაკავშირებულია დიდ თანაგრძნობასთან, დიდ სოციალურ ჩართულობასა და პროსოციალური აქტივობებში ჩართვის დიდ მოტივაციასთან.

ჯეკი ამბობს, რომ კონფლიქტის თავიდან არიდება შესაძლებელია მარტივი წესის დაცვით: „რელიგია არ გვეუბნება არაფერს სამყაროს ფიზიკური სტრუქტურის შესახებ; ეს მეცნიერების საქმეა. მეცნიერებამ უნდა მოაწოდოს ინფორმაცია ჩვენ ეთიკურ მსჯელობას, მარამ არ უნდა განსაზღვროს რა არის ეთიკური ან გვითხრას, როგორ უნდა ჩვენი ცხოვრების  და მიზნების კოსტრუირება.“

მომდევნო ეტაპისთვის, მკლევარები გეგმავენ გამოიკვლიონ, ადამიანის ემპათიის უნარის გაზრდა ზრდის თუ არა რელიგიური და სპირიტუალური რწმენებისადმი მიდრეკილებას, ან პირიქით.

 

წყარო: sciencedaily

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0